"ეს გვაბრაზებს და წელს ამის შესაცვლელად ყველაფერს გავაკეთებთ" - ჯაბა კანკავამ The Sun-თან ისაუბრა

AutoSharing Option
ფოტო: Sportsfile

პოპულარული The Sun-ის ირლანდიური გამოცემა საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოახლოებული შეხვედრის შესახებ ჯაბა კანკავას მოსაზრებას აქვეყნებს.

"2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მესამე საერთაშორისო ტურნირი იქნება, სადაც საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. აქამდე ჩვენმა გუნდმა 4-დან 3 მატჩი მოიგო.

ბოლო შეხვედრა, რომელიც 2017 წელს თბილისში გაიმართა, ფრედ დასრულდა და ეს მათი საუკეთესო შედეგია ირლანდიის წინააღმდეგ. ჯაბა კანკავას მისი გაუმჯობესება 26 მარტს სურს.

"სამწუხაროდ, ჩვენ ურთიერთშეხვედრებში ცუდი ბალანსი გვაქვს, ირლანდია არასდროს
დაგვიმარცხებია. ეს გვაბრაზებს და წელს ამის შესაცვლელად ყველაფერს გავაკეთებთ", - ამბობს საქართველოს ნაკრების კაპიტანი.

შემტევი ფეხბურთის მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მეხუთე ადგილზე დაასრულა - სერბეთის, ირლანდიის, უელსისა და ავსტრიის შემდეგ.

თუმცა ქართული ფეხბურთი სწორი გზით მიდის და 2018 წელს მათ ერთა ლიგის ჯგუფი მოიგეს, რაც კანკავას აზრით, დაბალი რანგის გუნდებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

"ჩემი აზრით, ერთა ლიგა ეხმარება საქართველოს მსგავს ქვეყნებს, მათ, ვინც FIFA-ს რეიტინგზე მაღალ პოზიციებზე არ არიან. უნიკალური შანსი გვაქვს, ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ. სახელმწიფოს და ფეხბურთის ფედერაციას აქვთ გეგმა, რომელიც წლებზეა გათვლილი. ისინი ადგილობრივ ჩემპიონატსაც აძლიერებენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კი ლევან კობიაშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც ქართული ფეხბურთის შესახებ ყველაფერი შიგნიდან იცის.

ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია, რადგან ეროვნული ნაკრები ფეხბურთის სარკეა. ვიცით, რომ თუ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდებით, ეს დიდი ნაბიჯი იქნება ქართული ფეხბურთის განვითარებისკენ და ქვეყანას მნიშვნელოვან რეკლამას გავუკეთებთ", - ციტირებს ჯაბა კანკავას სიტყვებს The Sun-ი.

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 26 მარტს დუბლინში გაიმართება.

altირლანდიური მედია: ქართველებს ტექნიკური გუნდი ჰყავთ, არც ბევრ გოლს უშვებენ

altერთი იძულებითი ცვლილება - ირლანდიამ საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ 23 ფეხბურთელი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ამ უსახურ ირლანდიასთან როგორ არ უნდა გვქონდეს მოგება მართლაც? ამ შესარჩევში 4 ქულას ავიღებთ, თუ შევცდები პროგნოზში მაშინ 6 ქულას ავიღებთ. ამ ჯგუფში ჩვენ ბრძოლა შეგვიძლია, თუ ჯგუფიდან ვერ გავალთ ერთა ლიგიდან გავალთ. დროა ევროპაზე გავიდეთ, იქ კი ჩაკვეტაძემ უნდა გაიბწყინოს ნაკრებთან ერთად. ყველანი სტადიონზე. გაუმარჯოს საქართველოს
Geo_Dinamo
12:29 22-03-2019
8
დარწმუნებული ვარ ირლანდიასთან მინიმუმ 4 ქულას ავიღებთ.გიბრალტართან 6 ქულას ავიღებთ.შვეიცარიასთან ან დანიასთან თუ მოვახერხეთ და 4 ქულა ავიღეთ ჯამში.მეორე ადგილი გარანტირებუულ.
Buxrika
13:27 22-03-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული