ვლადიმირ ვაისი: შვეიცარიასთან ქართული სტილით ვითამაშებთ

AutoSharing Option
22 მარტს, შვეიცარიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია. სწორედ ამიტომ არ არის განაცხადში.

ის კლუბში აგრძელებს გამოჯანმრთელების პროცესს. სამწუხაროა, რომ ქართულ სამედიცინო ჯგუფს ინფორმაცია არ აქვს, როდის გამოჯანმრთელდება. მთავარია, სწორად წარიმართოს პროცესი.

გიორგი ნავალოვსკიმ ერთი კვირაა დაიწყო ვარჯიში. იქნება თუ არა განაცხადში, ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, 100 პროცენტით მზად არ იყოს. მის პოზიციაზე შემადგენლობიდან აუცილებლად გვეყოლება ვინმე. გუნდში არიან ლევან ხარაბაძე, ჯიმი ტაბიძე. რა იქნება, მატჩის დღეს
ერთად ვნახავთ.

შაქირისა და სეფეროვიჩის არყოფნას რაც შეეხება, ცხადია, გვაქვს ინფორმაცია, რომ შვეიცარიას სამი წამყვანი მოთამაშე დააკლდა, თუმცა მათ გუნდში თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი ფეხბურთელი ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, რომ პეტკოვიჩი ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა მოედანზე.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შვეიცარიის შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. საკმაოდ კარგ გუნდებში თამაშობენ მათი მოთამაშეები. ასეთი გუნდის წინააღმდეგ რამდენიმე სათამაშო სქემა დავსახეთ და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ.

ჩვენი მინიმალური მიზანია, რომ თითოეულ თამაშში 100 პროცენტით დავიხარჯოთ. სამწუხაროა, რომ გვყავს ტრავმირებული მოთამაშეები, თუმცა გიორგი ქვილითაიას, ოთარ კაკაბაძის და  ჯანო ანანიძის დაბრუნება სასიხარულოა. ჩვენი მიზანია, წარმატებას მივაღწიოთ და საუკეთესო შედეგისთვის ვითამაშოთ.

შემიძლია გითხრათ, რომ ვატო არველაძე და ლევან ხარაბაძე - ორივენი ტალანტები არიან. ქართულ ფეხბურთში ასეთი ბევრია, ზოგი იკარგება, ზოგი იხსნება და ვითარდება. ლევანი 18 წლის ასაკში შვეიცარიაში სტაბილურად თამაშობს, რაც ძალიან კარგია.

ვატო არველაძის თამაშებს ვუყურებ პოლონეთის ჩემპიონატში. მან ოთხი გოლი გაიტანა. დაველოდოთ თამაშს, შესაძლოა, მოედანზეც ვიხილოთ.

შვეიცარია ფავორიტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დავნებდებით. მსოფლიო რეიტინგში ისინი მეშვიდე ადგილზე არიან. მთავარია, როგორი ხარისხის თამაშს ვაჩვენებთ ამ გუნდთან. ჩვენი მიზანია, მათ ვაჩვენოთ ხარისხი, რომელიც გაგვაჩნია. შვეიცარია არა მარტო ხვალინდელი თამაშის, არამედ ზოგადად, ჯგუფის ფავორიტია.

როგორც ყოველთვის, გულშემატკივრის მხარდაჭერა დაგვჭირდება. ისინი ძალიან დაგვეხმარნენ ერთა ლიგაზე, ვგრძნობდით 55 000 ადამიანის მხარდაჭერას. ეს განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებს დაეხმარა, ვისაც ტრავმა ჰქონდა.

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო ფეხბურთელები გვაკლია, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. შვეიცარიასაც აკლია შაქირი, სეფეროვიჩი და მეჰმედი. მაინტერესებს, რა რესურსი გვაქვს და ეს შვეიცარიასთან მატჩში გამოჩნდება.

ჩემი კოლეგის სიტყვები, რომ საქართველო რუსულ-ბრაზილიულ სტილში თამაშობს, კარგია, თუმცა შვეიცარიასთან ქართული სტილით ვითამაშებთ", - აღნიშნა ვაისმა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს 16:15 საათზე გამართავს.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება 23 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

alt"ეს გვაბრაზებს და წელს ამის შესაცვლელად ყველაფერს გავაკეთებთ" - ჯაბა კანკავამ The Sun-თან ისაუბრა

alt ვაკო გვილია: შვეიცარია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მათი არ გვეშინია

altნიკა კვეკვესკირი: მნიშვნელოვანია ტურნირის გამარჯვებით დაწყება

altგიორგი ქვილითაია: ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით - დიდი მოლოდინი მაქვს

მკითხველის კომენტარები / 26 /
ვაისმა იმედი და რწმენა დაგვიბრუნა. იმედია წარმატებულ სვლას გააგრძელებს ნაკრები.
semi
22 მარტი 2019 15:26
9
მაგას ირლანდიაში ნახავთ
kiko
23 მარტი 2019 22:11
0
კარგად თქვა და მომეწონა ქართული სტილით ვითამაშებთო.ჩვენ ერთერთი ქვეყანა ვართ ევროპაში ყოველ შემთხვევაში ასე იყო ვისაც ქონდა თავისი სტილი როგორც გერმანიას ჰოლანდიას და ეპანეთს.სამწუხაროდ მაშინ საპჭო
თა კავშირი იყო.დ ა მხოლოდ დინამო ანახებდა ამ სტილს წარმატებულად ცხადაძესაც ქონდ ამცდელობა და დაიწყო ამის კეთება და ვაისმა ჭკვიანურადც მოიქცა,რომ აერ შეცვალა და გააგძელა წარმატებით ქართული ტექნიკის გამოყენება ბურთის კონტროლში.დისიპლინა ევროპული და შვეიცარის მაგალითი რაD ღირს ჩვენც შეგვიძლია გავარკვიოთ ევროპა.ერტი წარმატება ტურნუირზე და ჩვენებზე მოთხოვნა გაიზდება რაც განაპირობებს წინ სვლას.შვეიცარიამ თამაში ისწავლა ჩვენ მხოლოდ გახსენებ გვინდა:)
mosexoneli
22 მარტი 2019 16:05
7
ბიძიკო, ხონში ქართულს არ ასწავლიან?
odala
22 მარტი 2019 17:32
2
რა წარმატებებზე ლაპარაკობთ? გადახედეთ ასაკობრივებს რა დღეში არიან, ერთი წარმატებული ტურნირი დამისახელეთ, სად გაქვთ?... რო გქონდეთ ალბათ ამ ქვეყანაზე აღარ დაეტეოდით. არაფრის მომცემი ერთა ტურნირზე ყაზახეთის და ანდორას მოგებით შემიფარგლებით თავი ევროპის ჩემპიონები გგონიათ, დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე...გინდატ ხვალინდელი პროგნოზი შვეიცარიასთან 20 წუთიანო ნაკრებო? მინიმუმ 2-3 გოლს მიიღებთ საკუთარ კარში
555
22 მარტი 2019 17:33
8
ყველა გამოხმაურება
ჯიგარია ვაისი, ღირსეული პასუხიც გასცა "რუსულ სტილზე".
valderrama
22 მარტი 2019 16:13
5
ქართული სტილით თამაში რომელია მესამე თამაშის მერე ჯგუფიდან გასვლის შანსი რომ აღარ აქვთ?)))
megre
22 მარტი 2019 16:22
19
ვატოს ვაისი ჩასვამს ძირითადში და ვფიქრობ ორ გოლ გაიტანს
დავითი
22 მარტი 2019 16:17
4
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მინიმუმ ფრეზე ვითამაშებთ თუ მოსაგებად არა!!!! მიდით ბიჭებოოოოოო
1111
22 მარტი 2019 16:47
5
კაკაბაძე, ოქრი და მერება ფორმაში ვერ იქნებიან და ცუდია რა თქმა უნდა. ვაისი დაცვიდან ითამაშებს და ბურთის დაჭერას მაქსიმალურად შეეცდება, საამისო ფეხბურთელები ბლომად ჰყავს გამოძახებული. თავდასხმა ზანტი და მოუქნელია, სისწრაფეები, მეტოქესთან შედარებით ძალზე დაბალია, ვაკო ბურთს დაიჭერს, მარა ბრუციანია, კარებს ვერ ხედავს და პასს არ იძლევა. მხოლოდ ერთი გამორჩეული სისწრაფის ფეხბურთელი ყავს- ლობჟანიძე,კონტრშეტევებზე კარგი იქნება. ზარანდიაა კიდევ გამორჩეული სისწრაფის ფეხბურთელი, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო არაა გამოძახებული და უნდა იყოს, მარა პროტეჟეებს გულს ხომ ვერ დაწყვეტდა. ამათთან საწრაფი ფლანგები იქნებოდა კარგი, ან შორეული დარტყმებითაა გოლის გატანა შესაძლებელი, დარტყმა შეუძლია ჯანოს და ვაკოს და ოქრის მაკრატელა. ხარაიშვილს და არაბიძესააქ კაი დარტყმა და არა ყავს, ზარანდიას შეუძლია გაქცევა და არა ყავს. ეს სამი იგროკი უნდა ჰყოლოდა. რა აზრი ჰქონდა კაკაბაძის, ჯიღაურის ან კიდევ უთამაშებელი ოქრის და მერებას გამოძახებას არ ვიცი. ვისაც რეალურად შეეძლო ამ თამაშში გოლის გატანა, არა ჰყავს. ვნახოთ რას იზამენ კაჭარავა და არველაძე, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. კიევის დინამოდანაც შეეძლო იმ 18 წლის ტალანტის გამოძახება, გვარი დამავიწყდა, ეგერ სლოვენიას გაუჭედა კიდეც. ფრეს თუ მივაღწიეთ კაია და მერე ირლანდიას მოვუგებთ. 4 ქულა მაგარი იქნება. მაინც მაქვს იმედი იქნებ გავტეხოთ ნავსი.
zvare
22 მარტი 2019 16:56
14
წარმატებები
გუგა
22 მარტი 2019 16:37
4
მგონია, რომ ვაისი ნამდვილად არაა საუკეთესო ვარიანტი ჩვენი ნაკრებისთვის, ეს კარგად გამოჩნდა მსოფლიოს შესარჩევში, ერთა ლიგას რაც შეეხება, გაგვიმართლა, რომ ჩაკვეტაძის ფორმის პიკი და აღმაფრენა დაემთხვა, ესევე შეუდარებელი იყო ნამდვილი კაპიტანი კანკავა და არა ის, ფბ-ზე რომ მხარდაჭერას უცხადებენ, რეალურად მე არასდროს მინახავს ვაისს კრიტიკულ მომენტში რაღაც შეეცვალოს, თითქოს არაფერი სათადარიგო ვარიანტი არა აქვს და თამაშის წინ არჩეულმა ტაქტიკამ თუ გაამართლა და რომელიმე მოთამაშის ინდივიდუალურმა გაბრწყინებამ, ხომ კარგი, თუ არა და საქმე წასულია, შეცვლებს 92 წუთიდან იწყებს. ღმერთმა ქნას ვცდებოდე, ღმერთმა წარმატებები მისცეს ჩვენს ბიჭებს და ვაისს, ისეთი წარმატებები, რომ ბელარუსთან შეხვედრა საერთოდ არ დაგვჭირდეს და პირდაპირ ამ რთული ჯგუფიდან გავსულიყავით ევროპაზე!
llcl
22 მარტი 2019 16:25
16
ქართული სტილი ?? სადღაა ქართული სტილი?? ბურთს რომ ჩვენს ნახევარზე ვაგორებთ? საუკეთესო ვარიანტია თუ დაცვაში კარგად ვითამაშებთ და 1-2 შანსი მოგვეცემა და იმას თუ გამოვიყენებთ. სამწუხაროდ ასეა
გუჯა
22 მარტი 2019 19:33
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული