სტეფან ლიხტშტაინერი: ქართველები შემტევი, ამტანი და ძლიერი ფეხბურთელები არიან

AutoSharing Option
22 მარტს, საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, შვეიცარიის ნაკრების კაპიტანმა სტეფან ლიხტშტაინერმა "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მან მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველებს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ.

"როგორც მწვრთნელმა ბრძანა, ქართველები შემტევი, ამტანი და ძლიერი ფეხბურთელები არიან. უამრავი გულშემატკივრის მხარდაჭერა ექნებათ და მათ ჩვენი თამაში უნდა დავუპირისპიროთ", - განაცხადა "არსენალის" მცველმა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ შვეიცარიის ეროვნული ნაკრები "დინამო არენაზე" ვარჯიშს გამართავს.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება 23 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი
მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედია სასწაული მოხდება და წააგებენ.
sdfffff
22 მარტი 2019 20:18
0
პირველ არხს გადაეცით არ დაბლოკოს სიგნალი და გვაყურებინოს თამაში საზღვარგარეთ
emigranti
22 მარტი 2019 19:16
1
სამწუხაროდ, 1-ელ არხს მხოლოდ საქართველოს მაშტაბით შეუძლია თამაშების ტრანსლაცია ინტერნეტზე. ESPN3 და ESPN+ აჩვენებენ.
ლუკა
23 მარტი 2019 07:52
0
რატო გვეკაიფება ყველა ჩვენ?
ზორბეგი
22 მარტი 2019 18:31
0

სიახლეები პოპულარული