საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:2
გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altგრანიტ ჯაკა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა

altგურამ კაშია: მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა - ესაა სამწუხარო რეალობა

altსაბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 110 /
უნდა ვაღიარო რომ ასე უშანსოდ წაგებული თამაში (შინ) ბოლო წლებში არც კი მახსენდება.თამაშამდე დავწერე ძალიან რთული თამაში გველის მეთქი, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ასე ულაპარაკოდ თუ მოგვიგებდნენ. უბრალოდ ევროპამდე ძალიან შორია. წლები გადის, ეს მანძილი კი ჩვენს შორის არა და არ მცირდება.
დუდუ
23 მარტი 2019 22:42
1
კორუპცია თუ არ აღმოიფრხვა ქართულ ფეხბურთში ევროპამდე მანძილი არ შემცირდება,პირიქით...
გიოშა
23 მარტი 2019 23:46
3
ხალხო რა ვაისი რის ქვილითაია ან ყაზაიშვილი, რა შუაშია ვინმე საერთოდ, რა ფიზიკური მონაცემები ქონდათ იმ ბიჭებს მარტო ეგ არი საკმარისი ჩვენი გუნდი რატო აგებს რომ მიხვდეთ. უბრალოდ ძაან ჩამოვრჩით
Gio
23 მარტი 2019 20:58
3
არა ვარ ვაისის მეხოტბე, მაგრამ უკეთესს რას ველოდით? შედეგი ლოგიკურია. სწორედ იმ გამოცდილ ფეხბურთელებს მოსდიოდათ შეცდომები. წინ კიდევ შეიძლებოდა დროზე შეეცვალა ხალხი- ანანიძის და ყაზაიშვილი მართლა ვერ თამაშობდნენ. მეორე ტაიმში ძალიან დაცხა ჩვენს საჯარიმოში როგორც კი ტემპს მოუმატეს. პირველი გოლით დამთავრდა თამაში. ადრე ყაზახეთთან მოგებაც სანატრელი გვქონდა, ასე უცბად შვეიცარიას ვერ დავამარცხებთ
:))))
23 მარტი 2019 23:37
6
დიდი ხანია დასამარებულია ქართული ფეხბურთი რომელ ილუზიებზე მელაპარაკები??? ანდორას,ლიტვასა და ყაზახეთს რომ მოვუგეთ აქ ზოგიერთს ეგონა გრანდები გავხდით და შვეიცარიის დონის გუნდებთან აუცილებლად ტოლსწორად ვითამაშბდით.
გიოშა
24 მარტი 2019 01:41
3
სახლში წაგვიგია თამაშები გრანდებთანაც,მაგრამ ღირსეულად და არა ისე როგორც დღეს...
გიოშა
23 მარტი 2019 23:56
0
ყველა გამოხმაურება
სამწუხაროდ საქართველოს ნაკრები ძაან ცუდ ფეხბურთს თამაშობს ( ე.წ. სვარკას )
amber
23 მარტი 2019 20:39
0
კი უნდა ვაღიაროთ რომ მეტოქეს უკეთესი გუნდი ყავს, მაგრამ იმას ვერანაირად ვერ ვაღიარებთ რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობდა, თქვე ვაი ჟურნალისტებო და ვითომ მიმომხილველებო. აბა თუ გეყოფათ ვაჟკაცობა ამ კომენტარის გამოქვეყნების
dat
23 მარტი 2019 20:35
1
ხალხო არ დაგვავიწყდეს შვეიცარია მერვეა, ჩვენ ასეულის ბოლოს. შედეგიც ლოგიკურია რატომ გვიკვირს? მე უფრო პროფესიონალების მიკვირს ცრუ მოლოდინებს, რომ უქმნიან გულშემატკივრებს!
ისე კი ჯობდა ვისაც ეხება, პარლამენტარობას და ფეხბურთს შორის, რომ გაეკეთებინა არჩევანი!
ნუ ვიქნებით რადუკალურები, მოვა ჩვენი დროც. იბერია გაბრწყინდება.
ქომაგი
23 მარტი 2019 20:28
7
სამწუხარო შედეგი დადგა. შვეიცარიას ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერი ფეხბურთელები ჰყოლია. გამოჩნდა რომ ანანიძე ძალიან სუსტია ფიზიკურად, სამწუხაროდ უიმედოდ სუსტი. მთლად დაიკარგა. ფაქტიურად 10 კაცით ვითამაშეთ. ყაზაიშვილმა ვერ ითამაშა - 0.5კაცი იყო! ძალიან სუსტად გამოიყურებოდა გვილია, ისიც ასევე 0.5 კაცი იყო. გამოდის, რომ 9 ფეხბურთელით ვეთამაშეთ ბუნდესლიგის, პრემიერ ლიგის და იტალიის A ლიგის ნაკრებს. არცაა გასაკვირი რომ დავმარცხდით. ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი და კიტეიშვილი გააძლერებენ ჩვენს ნაკრებს! მიუხედავად 2 გაშვებული გოლისა, აღსანიშნავია ლორიას დიდებული თამაში!
aburjga
23 მარტი 2019 20:11
7
აი ყველაფერი შეიძლება მოხდეს ფეხბურთშიო რომ იძახიან, რატო არასოდეს საჩვენოთ არ ხდება რამე კარგი? კიდევ ერთი ღამე მაინტერესებს, ყოველთვის ყველა ერთ რამეზე აკეთებს აქცენტს, რომ მეორე ტაიმში ძალა აღარ ყოფნითო, ხოდა გაა.......ნეთ იმ ტრენერებს ვინც ფიზიკურ მომზადებაზეა პასუხისმგებელი არ შეიძლება??? როგორ დავიჯერო საქართველოში ჯანიანი ფეხბურთელები არ მოიძებნება? ეს რა უბედურებაა, ხომ შეიძლება ერთხელ სიამაყით ვიყიდო ბილეთები და არა გულისტკივილით, თან იმის ფიქრში ,რომ ნეტავ მეტოქის კარში გოლს თუ ვნახავ???
ზურა
24 მარტი 2019 03:21
1
რასაც ვხედავ მწვრთნელი არის მშიშარა საფეხბურთო თვალსაზრისით, ანდორაზე ძლიერ მეტოქესთან უკვე ძლიერი შიშები აქვს და ფეხბურთელებს როგორ უნდა მისცეს მოტივაცია. დიდი ტაქტიკოსიც არარის სისულელეებს აკეთებს, თავად არ ჯერა ბიჭების ცუდ გუნდებში თამაშობენო. ((( თამამი მწვრთნელი ჭირდება ნაკრებს, ვინც მოტივაციას მისცემს ბიჭებს და გამარჯვებისთვის გაიყვანს მოედანზე ნებისმიერ მეტოქესთან
emigranti
23 მარტი 2019 21:05
3
აი ანდორასთან, რომ 1-1 ითამაშეს ერთა ლიგაზე მაშინ შემეცოდა ვაისი (დღეს არ შემცოდებია).
გუჯა
23 მარტი 2019 20:48
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული