საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:2
გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altგრანიტ ჯაკა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა

altგურამ კაშია: მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა - ესაა სამწუხარო რეალობა

altსაბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 110 /
სირცხვილი ვინც ადექით და გაიქეცით!!! წაგებაზე მეტად ესაა სირცხვილი!
გულდაწყვეტილილი გულშემატკივარი
23 მარტი 2019 20:43
18
მსაჯს რო შეცდომა არ დაეშვა და პირიქით დაეჯარიმებინა მოწინააღმდეგე ვინ იცის როგორ მორჩებოდა
დათო
23 მარტი 2019 20:14
16
აქეთ და ადიდეთ ნაკრები ეს არის სინამდვილე
მერაბ
23 მარტი 2019 20:44
2
Ananidze raunda fexburtshi
Ramaza85
23 მარტი 2019 20:25
3
Ananidze da yazaishvili ertnairat iseirnes ananidzem gansakutrebit. 0-2 yancha rom shemoiyvana vato shemoeyvana
Bacho
23 მარტი 2019 20:49
3
მეტს ველოდით ქართველი გულშემატკივარი :(
Biankoberi
23 მარტი 2019 20:36
0
რამხელა ძალა ყოფილა ჭანკვეტაძე.მის გარეშე ჯგუფის მოგება შეუძლებელი იქნებოდა.თავდასხმაში უფრო კრიატიული ახალგაზრდები უნდა ათამაშონ, ქვილითაიას ანანიძის და ყაზაიშვილის ნაცვლად. ამას კახი ცხადაძე გააკეთებდა.
cope
24 მარტი 2019 19:12
3
ცხადაძიდან დაგეწყო, რაღა..რა იცი, რომ გაკეთებდა?
giga
25 მარტი 2019 01:03
0
არ დაბლოკოთ,ცუდს არფერს ვწერ.რაგბიში იმას ვწუწუნებთ რო დიდ გუნდებთან არ გვაძლევენ საშუალებას რო ხშირად ვეთამაშოთ და კლასი ავიმაღლოთ,უეფამ ამ მხრივ შეღავათი მისცა ჩვენისთანა ქვეყნებს და უფრო უარესებს რო ევროპაზე მოხვდენ.ამისთანა გუნდებთან ხდება ზუსტად კლასის ამაღლება.ერთბაშად ყველაფერს ნუ მოვითხოვთ.ზუსტად ასეთ გუნდებთან ჩანს მინუსები.დავაცადოთ რაა.ნუ ლანძღავთ.მე პირადად არ მომეჩვენა რო ბიჭებმა განგებ არ ირბინეს და იზარმაცეს.უბრალოდ,შვეიცარია არი რეიტინგში მეშვიდე.გარდა მაგისა გვაკლდა შემოქმედი ფეხბურთელები.ჭაკვეტაძე და ოქრიაშვილი,რაც დიდი ძალაა.მაგათი შემცვლელებიც არიან ახალგაზრდები.არაბიძე,ვაჩიბერიძე.მთავარია ვაისი ენდოს და რაც უფრო ადრე გააკეთებს ამას,მით უკეთესი,თუ ვერ ხვდება უთხრას მაინც ვინმემ.ისე ამ კაცს შემოქმედებითი ფეხბურთელების ხო არ ეშინია,ტვინი ვერ ქაჩავს იქნებ?
rustavi
24 მარტი 2019 18:10
3
ეს შესარჩევი მაინც მონაწილეობა მონაწილეობისთვის არი და ამიტომ უნდა გამოვიყენოთ გენერალურ რეპეტიციად ერთა ლიგისთვის, ახაგაზრდებს უნდა მიეცეს შანსი, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ ევროპის თუ საქართველოს შიდა ჩემპიონატში.
აზრი
24 მარტი 2019 17:43
0
ჭირი იქა,ლხინი აქა...
გიოშა
23 მარტი 2019 23:05
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული