შვეიცარიელები: მადლობა ჯანოს, რომ ფაბიან შერი სიკვდილს გადაარჩინა

AutoSharing Option
ფოტო: REUTERS

"ჯანო ანანიძემ შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელის სიცოცხლე გადაარჩინა" - ამ სათაურით მასალას რუსული გამოცემა "სპორტ-ექსპრესი" აქვეყნებს.

საუბარია 23 მარტს თბილისში საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩის 24-ე წუთის ეპიზოდზე, როდესაც ჯიმი ტაბიძე და შვეიცარიელთა ცენტრალური მცველი ფაბიან შერი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად შვეიცარიელმა გონება დაკარგა და ენა გადაყლაპა (გონებადაკარგული ადამიანის ენა გრავიტაციის ძალით სასუნთქ გზებში ხვდება, რასაც შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს).

პირველი დახმარება შერს ჯანო ანანიძემ აღმოუჩინა. "კრილიას" ფეხბურთელმა ექიმების მოსვლამდე მოასწრო შერის ენის დაჭერა, რითიც სტუმართა ფეხბურთელს სუნთქვის
საშუალება მისცა.

ძლიერი შეჯახების მიუხედავად, ტაბიძემაც და შერმაც მატჩის გაგრძელება შეძლეს. შვეიცარიელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ტაბიძე კი მე-60 წუთზე მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ შეცვალა.

მატჩის შემდეგ შვეიცარიელის ინციდენტის ვიდეო აჩვენეს.

"საშინელი სანახავია. არაფერი მახსოვს. რამდენიმე წამით გავითიშე. თავის ქალა და კისერი ახლაც მტკივა, შუბლზე კი კოპი მადევს. თუმცა მოგების ფასად ეს ღირდა", - განაცხადა "ნიუკასლის" მცველმა BBC-სთან ინტერვიუში.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის განცადებით, ტაბიძემ ტვინის შერყევა მიიღო და ირლანდიასთან მატჩში ნაკრებს ვერ დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელებმა ჯანო ანანიძეს მადლობა გადაუხადეს.

"შერი თავს კარგად გრძნობს. მას არაფერი აწუხებს. მოედანზე მყოფმა ფეხბურთელებმა შეამჩნიეს, რომ შერი ექიმების კითხვებს კარგად პასუხობდა. მატჩის დროს ისინი შერს რამდენჯერმე გაესაუბრნენ და დარწმუნდნენ, რომ სანერვიულო არაფერი იყო.

როგორ შევაფასებდით ჯანო ანანიძის ქმედებებს? ჩვენმა ექიმმა ანანიძეს შეტყობინება გაუგზავნა და აღნიშნა, რომ მან ყველაფერი სწორად გააკეთა.

მადლობა ჯანოს იმისთვის, რომ მან ფაბიან შერი სიკვდილს გადაარჩინა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის, რაც ქართველმა ფეხბურთელმა გააკეთა. თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმიერი შვეიცარიელი ფეხბურთელი იმავეს გააკეთებდა. ჯანოს ქმედებები ძალიან დროული იყო.

როდესაც საქართველო შვეიცარიაში საპასუხო მატჩზე გვესტუმრება, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩვენი მადლობა მიიღო", - განაცხადა შვეიცარიის საფეხბურთო ასოციაციის პრესატაშემ, მარკო ფონ ახმა.

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს რა დღეში ვართ ტო..
ჯერი ღრუტუნაშვილი
14:50 25-03-2019
2
ეს ანანიძე რა ფეხბურთელია?!მაგის გატანილი გოლი ვისმეს გახსოვთ?ან რატომ იძახებენ ნაკრებში?!თუმცა ნაკრების ექიმობაზე შეუძლია პრეტენზია გამოთქვას.ალბათ ეს სამართლიანი იქნება...
კახი
12:50 25-03-2019
44

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული