ჯანო ანანიძე: ყველა მადლობას მიხდის, ინგლისიდანაც კი მწერენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემტევმა ჯანო ანანიძემ შვეიცარიის ნაკრებთან მატჩში მომხდარ ეპიზოდზე ისაუბრა, როდესაც მან შვეიცარიელი მცველი ფაბიან შერს პირველადი აუცილებლობის სამედიცინო დახმარება გაუწია.

"ისეთი არაფერი ყოფილა. ფაბიან შერი და ჯიმი ტაბიძე თავებით შეეჯახნენ და მე ყველაზე ახლოს ვიდექი. დავინახე, რომ ორივე დაეცა, მაგრამ ჯიმი უკეთ გამოიყურებოდა, მეტოქე კი არ ინძრეოდა. ეს ყველაფერი ჩემგან 7-8 მეტრში ხდებოდა.

მსაჯმა ჯარიმა დანიშნა და წინ გაქცევას ვაპირებდი, როდესაც დავინახე, რომ შერი გაუნძრევლად წევს. მივედი და პირში თითები ჩავუყავი. შემდეგ უკვე ექიმები მოვიდნენ და ის გვერდზე
დააწვინეს.

პირველად ასეთი რამ კანკავასა და გუსევის შემთხვევაში ვნახე. ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ, მაგრამ ნებისმიერ მატჩში, შესაძლოა, მეც ვიწვე ასე, იმიტომ რომ შეჯახებისგან არავინ არის დაზღვეული.

ყველამ იცის, რომ როდესაც ენის გადაყლაპვის საშიშროება არსებობს, ადამიანს პირში თითები უნდა ჩაუყო. ამაში რთული არაფერია. მეც ასე მოვიქეცი, შემდეგ კი ექიმები მოვიდნენ.

ყველა მადლობას მიხდის, ინგლისიდანაც კი მწერენ, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ადამიანი პირი არ უნდა დააკეტინო და ენა უნდა დაუჭირო. შემდეგ ექიმები ნიშადურს მოიტანენ და ყველაფერი კარგად იქნება.

მწერენ ინგლისელი და შვეიცარიელი ფანები, ძირითადად ინგლისურად. ამ ენას კარგად ვერ ვფლობ, მაგრამ "რესპექტი", "მადლობა" და "ბრავო" მესმის. არ ვიცი, მოხვდა თუ არა ეს ეპიზოდი ტელეტრანსლაციაში. ყველაფერი 5-7 წამს გაგრძელდა.

შვეიცარიელი ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, მან 90 წუთი ითამაშა. ტაბიძემ კი ტვინის შერყევა მიიღო და ირლანდიასთან ვერ ითამაშებს", - განაცხადა ჯანო ანანიძემ.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მიდით ბიჭებო მე მჯერა თქვენი
სანდრექსა
11:11 26-03-2019
3
მიდით ბიჭებო ირლანდიასთან უნდა მოვიგოთ
სანი
11:10 26-03-2019
2

სიახლეები პოპულარული
ევროშესარჩევი
#
გუნდი
1
ირლანდია
2
2
0
0
2
6
2
შვეიცარია
2
1
1
0
2
4
3
დანია
1
0
1
0
0
1
4
გიბრალტარი
1
0
0
1
-1
0