ვლადიმირ ვაისი: არასდროს მოგვიგია ირლანდიასთან, შევეცდებით, რომ ისტორია შევცვალოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხურთო ნაკრები, წლის მეორე ოფიციალურ შეხვედრას დღეს 26 მარტს დუბლინში გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩამდე ერთი დღით ადრე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში დუბლინში გამართული პირველი ვარჯიშის მსგავსად 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის საწყის 15 წუთს, ადგილობრივი და ქართული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე კი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა და ეროვნული გუნდის წევრმა, ვაკო გვილიამ პრესკონფერენცია გამართეს.

"ირლანდიის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, ჩვენ არასდროს მოგვიგია მათ წინააღმდეგ, შევეცდებით, რომ ეს ისტორია შევცვალოთ და მოვიგოთ. დუბლინიდან
ქულების წაღება გვსურს, მითუმეტეს, რომ ჯგუფის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ფავორიტ, შვეიცარიასთან დავმარცხდით. ვნახოთ რა გამოგვივა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, როგორი თამაში გვჭირდება, მაგრამ ახლა მთავარია, რომ ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ.

ირლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ბუნებრივია, რომ გუნდის თამაშში გარკვეული ცვლილებები მოხდება. ეს ნორმალურია, რადგან ყველა მწვრთნელს საკუთარი იდეები აქვს. მაგალითად ერთა ლიგაზე ირლანდია 3 ან 5 მცველით თამაშობდა, ჩვენს წინააღმდეგ კი, ვფიქრობ, რომ მთავარი მწვრთნელი 4-4-2 სათამაშო სქემას აირჩევს. ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს კარგად ვიცნობთ, ისიც კარგად ვიცი რა შეუძლია ჩვენ გუნდს. ირლანდიელთა ყველაზე ძლიერი მხარე სტანდარტული მდგომარეობის გამოყენებაა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაცვაში ყურადღებით ვითამაშოთ.

დაცვის მარცხენა ფლანგი ნამდვილად პრობლემატურია ჩვენთვის. ტაბიძემ გასული თამაში კარგად ითამაშა, თუმცა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. ის ვერც ირლანდიის წინააღმდეგ დაგვეხმარება. ამ ეტაპზე გუნდში, ნავალოვსკი და ხარაბაძე გვყავს. ვნახოთ როგორ წარმოაჩენენ ბიჭები თავს მატჩისწინა ვარჯიშზე. ჩვენ ისეთ ტაქტიკას შევარჩევთ, რომელიც უკეთესი იქნება ირლანდიის წინააღმდეგ სათამაშოდ. მეტოქე ფლანგებიდან და სტანდარტულებიდან ძალიან სახიფათოა, აქედან გამომდინარე მოედანზე გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც მეორე სართულზე კარგად თამაშობენ.

ყველა მოთამაშე, რომელიც დუბლინში ჩვენთან ერთად ჩამოვიდა ჯანმრთელადაა, თუმცა ნავალოვსკისა და ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკის არ ქონის პრობლემა აქვთ. რაც შეეხება მერებაშვილს, მას მცირე ტრავმა აწუხებდა, თუმცა გამოჯანმრთელდა და მზადაა, რომ მომავალ შეხვედრაში დაგვეხმაროს.

დუბლინის ავივას სტადიონი შესანიშნავია, საოცარი მინდვრით და გულშემატკივრებით. მე უკვე მესამედ ვიმყოფები აქ, ერთხელ საქართველოს ნაკრებთან ერთად, ერთხელ კი, სლოვაკეთთან ერთად. ჩემდა სამწუხაროდ, ირლანდიის დამარცხება ვერც ერთ შემთხვევაში მოვახერხე და როგორც უკვე გითხარით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისტორია შევცვალო.

რა თქმა უნდა, მომავალ წელს კარგი შანსი გვექნება, რომ ქართული ფეხბურთისთვის განსკუთრებულ შედეგს მივაღწიოთ, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ახლა გვაქვს გასამართი და ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. მომავალ მატჩში თავი კარგად უნდა წარმოვაჩინთ, უნდა ვაჩვენოთ კარგი ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ დადებითი შედეგის ჩვენება გვსურს მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთ".

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, თავად ჩემპიონატის ერთერთ მასპინძელ სტადიონზე 26 მარტს, ადგილობრივი დროით 19:45 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 23:45). ავივადან მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altმიკ მაკარტი: სწრაფი, შემტევი ირლანდიური ფეხბურთი და მოგება გვჭირდება

alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება შვეიცარიასთან მატჩში

altსაქართველოს მარცხი შვეიცარიასთან ტრაგედიაა? სულაც არა და აი, რატომ

მკითხველის კომენტარები / 31 /
პირველი ტაიმის შემდეგ საქმე ჩვეულებრივად მიდის, 1-0, ირლანდიამ გაიტანა. მაააააააააშაააააა აპა რას ელოდით? რისი იმედი გქონდათ?
rezi
27 მარტი 2019 00:52
0
დგეს 2-1 ვიგებთ
dato
26 მარტი 2019 22:52
0
ვაისმა ერთი რამ უნდა გაიგოს: ფეხბურთელების არგამოძახება მის კომპეტენციაში არ შედის. მის კომპეტენციაში შედის მხოლოდ ვის ათამაშებს.
sdfffff
26 მარტი 2019 21:32
2
ირლანდიასთან აბა, სხვებს ხო გლიჯავთ თქვენმა მზემ. ელემენტარული ჟილკა და თამაშის სურვილი არა გაქვთ და მაგის გარეშე წარმატება შეუძლებელია, რასაც ამტკიცებთ კიდეც :)
სერგო
26 მარტი 2019 19:50
7
როცა 5 ლარი გაქვს და გშია, რესტორანში არ უნდა წახვიდე,სახლში მჭადი და ყველი უნდა ჭამო... რა რესურსიც გაქვს ის რესურსი უნდა გამოიყენო... ამ შემადგენლობით ვერ ითამაშებ შემტევ ფეხბურთს... 2 პასს ვერ აკეთებდა ამაზე უკეთესი ნაკრები და დღეს ტაქტიკურად სწორად თამაშობს გუნდი.. ნაადრევი ცვლილება ნაკრებს ყოველთვის რევდა და შლიდა გუნდს, ამიტომ აგვიანებს ცვლილებებს.. ფიფა 19 ში რომ წყობას დააყენებენ ის ხალხი აკრიტიკებს ვაისს... ვინც ოდნავ ჩახედულია ფეხბურთში და ოდნავ ერკვევა მატჩის მიმდინარეობაში იცის რას აკეთებს ვაისი.... მაქსიმუმს აკეთებს ვაისი ამ გუნდით.... შევცვალოთ მაგრამ უარესს მივიღებთ... არ გვყავს ფორმაში ფეხბურთელები... შევჩენკო ვერ მოერგო ჩელსის სქემას და ბევრი ასე რომ ხარაბაძე გამოსცადოს და არველაძე აქ დააყენოს ეგრე მარტივი არ არის.... ჩემი მოკრძალებული აზრია... მეც გული მტკივა მეც მინდა საფრანგეთს მოვუგოთ მაგრამ რეალობა ეს არის....
A
26 მარტი 2019 17:11
12
რას ნიშნავს ბრატან მაქსიმუმს აკეთებს
მაქსიმალურად აგებს? :)
lasha
26 მარტი 2019 21:04
2
ვაის როდის მოგვშორდები?
karlo
26 მარტი 2019 16:37
24
loria kakabadze kvirkvelia xocholava xarabadze merabashvili gvilia kankava okriashvili kiteishvili kvilitaia
romandro
26 მარტი 2019 15:48
19
ლორია, კაკაბაძე,კვირკველია,ხოჭოლავა,ხარაბაძე,კვეკვესკირი,კანკავა,კიტეიშვილი,ლობჟანიძე,ოქრიაშვილი,ქვილითაია

ესე დავაყენებდი თუ ოქრი ფიზიკურად შეძლებდა.ეს უკვე სტაფმა უკეთ იცის.მაგრამ ჩემთვის ამ შემადგენლობიდან ეს 11 მგონია უკეთესი.თუმცა დარწმუნებული ვარ ვაისი კაშიას ძირითადში დააყენებს.თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე,მერებას და ვატოს ვენდობოდი სადღაც მე-60 წუთიდან :-) წარმატებები ბიჭებს.
ჩემი 11
26 მარტი 2019 16:36
19
ქვილითაია და კაჭარავა არიან ცენტრ ფორწარდები და შწირდებათ პასები. არასწორი ტაქთიკით რომ თამაშობს ეს მწვრთნელი ამის გამო ამ ბიჭბმა რა ჰქნან. მათ პასით მომარაგება სჭირდებათ და გამიზნული ჩაწოდებები და არა უაზრო უმისამართო პასები. Pასის მიმცემი არ ჰყავთ არავინ, ბურთი ვერ გაუჩერებიათ შუა ხაზში მართო ჩამშლელები ჰყავთ ანანიძე 0 იყო და ასევე ყაზაიშვილიც და ვინ უნდა დაეხმაროს ეულად დატოვებულ აყლაყუდა ფორვარდებს მარტო მაღალ ბურთზე რომ უწევთ ბრძოლა შუა მოედნისკენ და ბურთის ჩამოღება? ვერ არის ეს ვაისი დონეზე
niko
26 მარტი 2019 14:58
17
დაცვას თავი დანებოს და ექსპერიმენტები თუ უნდა ყაზაიშვილის ნაცვლად ვატო გამოცადოს იგივე პოზიციაზე.
გოგა
26 მარტი 2019 13:23
14
kvilitaias imedze rom iqneba kaci da shveicariastan sirbilshi mcvels ver gaascrebs ai mashin damtavrda chveni saqme ra pexburtzea laparqaki 20 celia pexburts vuyureb da eseti rame pirvelad vnaxe.....ananidzem pexi ar vitkinoo da saertod burts ar mikarebia, okriashvili shuasezonshi gundidan midis da maldivis kunzulebze isvenebs, gvilia adre ezoshi pexburts Rom vtamashobdi da dabneuli burts ver vacherebdi chem tavs magonebs.....da amat imedzea sakartvelo?? vitom fexburtelebi...ar minda ragbistebs shevadaro magram fexburteli ro 90 cuti ver irbens da tavdamsxmels mcveli gaascrebs unda dapiqrdes mcvrtnelic da pexburtelic tu ras aketebs arascors tavis cxovrebashi
martali
26 მარტი 2019 13:11
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული