ირლანდია VS საქართველო - ეს დაწყევლილი ირლანდია... დღეს მაინც გავტეხოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, 26 მარტს, დუბლინში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ჩვენი გუნდი დუბლინში დანაკლისით ჩავიდა: შვეიცარიასთან მატჩისგან განსხვავებით, გუნდთან ერთად არ იმყოფება ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე - ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე.

ორივე მათგანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჯანომ მუხლი დაიზიანა. როგორც მან თქვა, მუხლი შესიებული აქვს და იმის გამო, რომ ახალმოშუშებული ტრავმის რეციდივი არ გამეორდეს, მწვრთნელთან შეთანხმებით, დუბლინში არ გაემგზავრა.

ჯიმი ტაბიძემ კი, შვეიცარიელ ფაბიან შერისთან შეჯახების შემდეგ თავი გაიტეხა და დღეს ამ მიზეზით
ვერ ვიხილავთ.

ირლანდიელებს კი შეტევის მთავარი ლიდერი შეინ ლონგი არ ეყოლებათ. "საუთჰემპტონის" თავდამსხმელი ტრავმირებულია და არც გიბრალტარის წინააღმდეგ უთამაშია.

ისტორია
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში 9-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან 8 შემთხვევაში ოფიციალურ მატჩში.

ირლანდია, ალბათ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე უხერხული მეტოქეა, რადგან ჩატარებული 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 დასრულდა ფრედ, დანარჩენ 8-ში კი დავმარცხდით, თან ისე, რომ მატჩებში მხოლოდ 5 გოლი გავიტანეთ.

ირლანდიელთა სტილი
ირლანდიის ნაკრებს უხვგოლიანი მატჩების ჩატარება არ უყვარს. ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში (ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით) მათ მხოლოდ 2 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარშიც ასევე მხოლოდ 2 გოლი მიიღეს.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ირლანდია გიბრალტარს ესტუმრა და ჯგუფის აშკარა აუტსაიდერს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა, კარში კი სულ რაღაც 3-ჯერ დაურტყა, ეს კი იმის ფონზე, რომ მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ.

თვალსაჩინოებისთვის, ამაზე დიდი უპირატესობა შვეიცარიის ნაკრებს ჰქონდა ჩვენს გუნდთან 23 მარტს გამართულ მატჩში.

რას ამბობენ მწვრთნელები
ვლადიმირ ვაისმა იცის, რომ ირლანდიის მიერ ჩატარებულ მატჩებში ბევრი გოლი არ გადის. ამიტომ პროგრამა-მინიმუმად 1 გოლის გატანას ისახავს.

"მომავალ მატჩში თავი კარგად უნდა წარმოვაჩინოთ. უნდა ვაჩვენოთ კარგი ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ დადებითი შედეგის ჩვენება გვსურს, მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთ", - ამბობს ვაისი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მსგავსად, არც ვაისს დაუმარცხებია ირლანდია. ის ბრიტანელებს სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ დაუპირისპირდა და ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის თქმით კი, მისი გუნდი იმაზე უკეთესია, ვიდრე გიბრალტართან გამოჩნდა და სტუმრად ჩატარებულ არასახარბიელო მატჩს ქარს აბრალებს.

"მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს გიბრალტართან მატჩის საფუძველზე. იქ თავისებური მინდორი და ძლიერი ქარი იყო. ვიცი, რომ ჩემს ფეხბურთელებს მეტის გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ იმაზე უკეთესი გუნდი გვყავს, ვიდრე გიბრალტართან მატჩში გამოვჩნდით.

ჩვენ გვჭირდება სწრაფი, შემტევი ირლანდიური ფეხბურთი, რომელიც ყველას გვიყვარს და რომელიც გულშემატკივარს გაახარებს. დარჩა 7 თამაში. ამიტომ მოგებაც გვჭირდება" - ეს უკვე მიკ მაკარტის სიტყვებია.

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება "ავივა სთედიუმზე" 26 მარტს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იქნება შესაძლებელი.

altვლადიმირ ვაისი: არასდროს მოგვიგია ირლანდიასთან, შევეცდებით, რომ ისტორია შევცვალოთ

altმიკ მაკარტი: სწრაფი, შემტევი ირლანდიური ფეხბურთი და მოგება გვჭირდება

alt ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე - რა უნდა ვიცოდეთ ირლანდიის ნაკრების შესახებ?

altგიორგი ქვილითაია: შეცდომები გავაანალიზეთ - ლამაზი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ

altგურამ კაშია: შვეიცარიასთან წაგება არაფერს არ გადაწყვეტს - ირლანდიასთან დომინანტები უნდა ვიყოთ

altვაკო გვილია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ირლანდიიდან სამი ქულა წავიღოთ

მკითხველის კომენტარები / 27 /
საქართველო მოიგებს 2:1
არტაგი
26 მარტი 2019 23:03
0
საქართველო მოიგებს 1-2
დავით
26 მარტი 2019 20:32
1
ან დავწყევლოთ მაინც! ;)
ვვვ
26 მარტი 2019 20:32
0
წავაგებთ. მარა არაფერი, აქ მოვიგებთ
ჩილ
26 მარტი 2019 19:32
2
დაწყევლილები ისინი კი არა ჩვენ ვართ. :დ
გურიაა
26 მარტი 2019 17:08
2
ლორია
კაკაბაძე-ხოჭოლავა-კვირკველია-ხარაბაძე
კანკავა-კვეკვესკირი
ყაზაიშვილი-ოქრიაშვილი-კიტეიშვილი
ქვილითაია

კიტეიშვილი მაგარი ბიჭია, კლუბშიც მარცხენა შემტევად თამაშობს და თან მანდ გვიჭირს, დღესაც თუ სკამზე დასვა და რავი, ისედაც გასაშვებია მარა მერე საგინებელიც იქნება ვაისი)))
Tbiliseli
26 მარტი 2019 16:57
14
კაშია არააა თარსია:)ნუ შეიძლება მერაბა და ვატოც ვნახოთ ნაკრებში როგორი ფეხი ექნება
mosexoneli
26 მარტი 2019 17:55
1
არამგონია ვინმე ჩემზე ბევრად დიდი გულშემატიკვარი იყოს ჩვენი ნაკრებისა, მაგრამ 0-3 მეგონა შვეიცარიის სასარგებლოდ წინა თამაში. აი ამ თამაშზე კიდევ 1-1-ს ვფიქრობ, ნუ ყველაზე უკიდურეს ვარიანტში 0-0.
niko
26 მარტი 2019 16:55
2
იმედი - რა მაგარი სატყვაა არა? არანაირი წინაპირობა მაგრამ გვაქვს მაინც იმედი, ღმერთმა ქნას.

ისე ესეთი ირლანდია საშუალოზე ცოტა დაბალი კლასის ნაკრებმა უნდა უპრობლემოდ დაამარცხოს მაგრამ ამ ეტაპზე და ამ (თან უთამაშებელი) შემადგენლობით ჩვენ კიდე უფრო დაბლა ვართ
ზორბეგი
26 მარტი 2019 16:05
0
ლორია, კაკაბაძე (მეტი არჩევანი არ გვაქვს სამწუხაროდ), კვირკველია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი (გამოცდილი ბებერი), კანკავა, კიტეიშვილი (როგორც შეტევის ლიდერი), ჯიღაური ან პარუნაშვილი, ლობჟანიძე, ქვილითაია, მერებაშვილი.
ილარიონი
26 მარტი 2019 15:55
18
წავაგებთ, როგორც ხდება-ხოლმე. მგონი ერთადერთი გუნდი ვართ მსოფლიოში, საკვალიფიკაციოში 2-3 თამაშის მერე რომ უშანსოდაა და შემდგომი ეტაპისთვის იწყებს-ხოლმე მზადებას.რა მოუმზადებელი გვჭირს ამისთანა?! ფეხბურთელი არ გვყავს და ვისით ვუტევთ ან ვისით ვიგებთ? თავმოყვარეობა გვაქვს დაკარგული ყველას- ფეხბურთელებსაც და გულშემატკივარსაც(კიდევ რომ გვჯერა ამ უნიათოების). რისი/ვისი გვჯერა იქნებ ახსნათ...
ზაზა
26 მარტი 2019 15:43
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული