ირლანდიასთან ევროშესარჩევი ტურნირის მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა "ავივას" სტადიონზე ივარჯიშა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ გააკეთა.
"ვიცოდით, სტარტზე ორი რთული მატჩი გველოდა. შვეიცარიასთან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. ეს უკვე წარსულია და ირლანდიასთან მატჩისთვის ვემზადებით. შეცდომები გავაანალიზეთ და ვეცდებით გამოვასწოროთ.
ჩვენი მეტოქე ძალისმიერი გუნდია, ფეხბურთელები ინგლისის პრემიერლიგასა და ჩემპიონშიპში ასპარეზობენ. ალბათ, აქცენტს ძალისმიერ ფეხბურთზე გააკეთებენ: კონტრშეტევებით და ფლანგებიდან ბურთის ჩაწოდებებით. ვეცდებით გავანეიტრალოთ და ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ. ისეთი, როგორსაც გულშემატკივარი ჩვენგან ერთა ლიგაზე მიეჩვია".