ჩვენი გუნდი დუბლინში დანაკლისით ჩავიდა: შვეიცარიასთან მატჩისგან განსხვავებით, გუნდთან ერთად არ იმყოფება ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე - ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე.
ორივე მათგანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჯანომ მუხლი დაიზიანა. როგორც მან თქვა, მუხლი შესიებული აქვს და იმის გამო, რომ ახალმოშუშებული ტრავმის რეციდივი არ გამეორდეს, მწვრთნელთან შეთანხმებით, დუბლინში არ გაემგზავრა.
ჯიმი ტაბიძემ კი, შვეიცარიელ ფაბიან შერისთან შეჯახების შემდეგ თავი გაიტეხა და დღეს ამ მიზეზით
ვერ ვიხილავთ.
ირლანდიელებს კი შეტევის მთავარი ლიდერი შეინ ლონგი არ ეყოლებათ. "საუთჰემპტონის" თავდამსხმელი ტრავმირებულია და არც გიბრალტარის წინააღმდეგ უთამაშია.
ისტორია
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში 9-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან 8 შემთხვევაში ოფიციალურ მატჩში.
ირლანდია, ალბათ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე უხერხული მეტოქეა, რადგან ჩატარებული 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 დასრულდა ფრედ, დანარჩენ 8-ში კი დავმარცხდით, თან ისე, რომ მატჩებში მხოლოდ 5 გოლი გავიტანეთ.
ირლანდია, ალბათ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე უხერხული მეტოქეა, რადგან ჩატარებული 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 დასრულდა ფრედ, დანარჩენ 8-ში კი დავმარცხდით, თან ისე, რომ მატჩებში მხოლოდ 5 გოლი გავიტანეთ.
ირლანდიელთა სტილი
ირლანდიის ნაკრებს უხვგოლიანი მატჩების ჩატარება არ უყვარს. ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში (ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით) მათ მხოლოდ 2 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარშიც ასევე მხოლოდ 2 გოლი მიიღეს.საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ირლანდია გიბრალტარს ესტუმრა და ჯგუფის აშკარა აუტსაიდერს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა, კარში კი სულ რაღაც 3-ჯერ დაურტყა, ეს კი იმის ფონზე, რომ მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ.
თვალსაჩინოებისთვის, ამაზე დიდი უპირატესობა შვეიცარიის ნაკრებს ჰქონდა ჩვენს გუნდთან 23 მარტს გამართულ მატჩში.
თვალსაჩინოებისთვის, ამაზე დიდი უპირატესობა შვეიცარიის ნაკრებს ჰქონდა ჩვენს გუნდთან 23 მარტს გამართულ მატჩში.
რას ამბობენ მწვრთნელები
ვლადიმირ ვაისმა იცის, რომ ირლანდიის მიერ ჩატარებულ მატჩებში ბევრი გოლი არ გადის. ამიტომ პროგრამა-მინიმუმად 1 გოლის გატანას ისახავს.
"მომავალ მატჩში თავი კარგად უნდა წარმოვაჩინოთ. უნდა ვაჩვენოთ კარგი ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ დადებითი შედეგის ჩვენება გვსურს, მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთ", - ამბობს ვაისი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მსგავსად, არც ვაისს დაუმარცხებია ირლანდია. ის ბრიტანელებს სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ დაუპირისპირდა და ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის თქმით კი, მისი გუნდი იმაზე უკეთესია, ვიდრე გიბრალტართან გამოჩნდა და სტუმრად ჩატარებულ არასახარბიელო მატჩს ქარს აბრალებს.
"მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს გიბრალტართან მატჩის საფუძველზე. იქ თავისებური მინდორი და ძლიერი ქარი იყო. ვიცი, რომ ჩემს ფეხბურთელებს მეტის გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ იმაზე უკეთესი გუნდი გვყავს, ვიდრე გიბრალტართან მატჩში გამოვჩნდით.
ჩვენ გვჭირდება სწრაფი, შემტევი ირლანდიური ფეხბურთი, რომელიც ყველას გვიყვარს და რომელიც გულშემატკივარს გაახარებს. დარჩა 7 თამაში. ამიტომ მოგებაც გვჭირდება" - ეს უკვე მიკ მაკარტის სიტყვებია.

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება "ავივა სთედიუმზე" 26 მარტს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იქნება შესაძლებელი.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იქნება შესაძლებელი.
ვლადიმირ ვაისი: არასდროს მოგვიგია ირლანდიასთან, შევეცდებით, რომ ისტორია შევცვალოთ
მიკ მაკარტი: სწრაფი, შემტევი ირლანდიური ფეხბურთი და მოგება გვჭირდება
ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე - რა უნდა ვიცოდეთ ირლანდიის ნაკრების შესახებ?
გიორგი ქვილითაია: შეცდომები გავაანალიზეთ - ლამაზი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ
გურამ კაშია: შვეიცარიასთან წაგება არაფერს არ გადაწყვეტს - ირლანდიასთან დომინანტები უნდა ვიყოთ
ვაკო გვილია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ირლანდიიდან სამი ქულა წავიღოთ
კაკაბაძე-ხოჭოლავა-კვირკველია-ხარაბაძე
კანკავა-კვეკვესკირი
ყაზაიშვილი-ოქრიაშვილი-კიტეიშვილი
ქვილითაია
კიტეიშვილი მაგარი ბიჭია, კლუბშიც მარცხენა შემტევად თამაშობს და თან მანდ გვიჭირს, დღესაც თუ სკამზე დასვა და რავი, ისედაც გასაშვებია მარა მერე საგინებელიც იქნება ვაისი)))
ისე ესეთი ირლანდია საშუალოზე ცოტა დაბალი კლასის ნაკრებმა უნდა უპრობლემოდ დაამარცხოს მაგრამ ამ ეტაპზე და ამ (თან უთამაშებელი) შემადგენლობით ჩვენ კიდე უფრო დაბლა ვართ