ირლანდია VS საქართველო - ეს დაწყევლილი ირლანდია... დღეს მაინც გავტეხოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, 26 მარტს, დუბლინში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ჩვენი გუნდი დუბლინში დანაკლისით ჩავიდა: შვეიცარიასთან მატჩისგან განსხვავებით, გუნდთან ერთად არ იმყოფება ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე - ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე.

ორივე მათგანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჯანომ მუხლი დაიზიანა. როგორც მან თქვა, მუხლი შესიებული აქვს და იმის გამო, რომ ახალმოშუშებული ტრავმის რეციდივი არ გამეორდეს, მწვრთნელთან შეთანხმებით, დუბლინში არ გაემგზავრა.

ჯიმი ტაბიძემ კი, შვეიცარიელ ფაბიან შერისთან შეჯახების შემდეგ თავი გაიტეხა და დღეს ამ მიზეზით
ვერ ვიხილავთ.

ირლანდიელებს კი შეტევის მთავარი ლიდერი შეინ ლონგი არ ეყოლებათ. "საუთჰემპტონის" თავდამსხმელი ტრავმირებულია და არც გიბრალტარის წინააღმდეგ უთამაშია.

ისტორია
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში 9-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან 8 შემთხვევაში ოფიციალურ მატჩში.

ირლანდია, ალბათ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე უხერხული მეტოქეა, რადგან ჩატარებული 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 დასრულდა ფრედ, დანარჩენ 8-ში კი დავმარცხდით, თან ისე, რომ მატჩებში მხოლოდ 5 გოლი გავიტანეთ.

ირლანდიელთა სტილი
ირლანდიის ნაკრებს უხვგოლიანი მატჩების ჩატარება არ უყვარს. ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში (ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით) მათ მხოლოდ 2 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარშიც ასევე მხოლოდ 2 გოლი მიიღეს.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ირლანდია გიბრალტარს ესტუმრა და ჯგუფის აშკარა აუტსაიდერს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა, კარში კი სულ რაღაც 3-ჯერ დაურტყა, ეს კი იმის ფონზე, რომ მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ.

თვალსაჩინოებისთვის, ამაზე დიდი უპირატესობა შვეიცარიის ნაკრებს ჰქონდა ჩვენს გუნდთან 23 მარტს გამართულ მატჩში.

რას ამბობენ მწვრთნელები
ვლადიმირ ვაისმა იცის, რომ ირლანდიის მიერ ჩატარებულ მატჩებში ბევრი გოლი არ გადის. ამიტომ პროგრამა-მინიმუმად 1 გოლის გატანას ისახავს.

"მომავალ მატჩში თავი კარგად უნდა წარმოვაჩინოთ. უნდა ვაჩვენოთ კარგი ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ დადებითი შედეგის ჩვენება გვსურს, მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთ", - ამბობს ვაისი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მსგავსად, არც ვაისს დაუმარცხებია ირლანდია. ის ბრიტანელებს სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ დაუპირისპირდა და ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის თქმით კი, მისი გუნდი იმაზე უკეთესია, ვიდრე გიბრალტართან გამოჩნდა და სტუმრად ჩატარებულ არასახარბიელო მატჩს ქარს აბრალებს.

"მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს გიბრალტართან მატჩის საფუძველზე. იქ თავისებური მინდორი და ძლიერი ქარი იყო. ვიცი, რომ ჩემს ფეხბურთელებს მეტის გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ იმაზე უკეთესი გუნდი გვყავს, ვიდრე გიბრალტართან მატჩში გამოვჩნდით.

ჩვენ გვჭირდება სწრაფი, შემტევი ირლანდიური ფეხბურთი, რომელიც ყველას გვიყვარს და რომელიც გულშემატკივარს გაახარებს. დარჩა 7 თამაში. ამიტომ მოგებაც გვჭირდება" - ეს უკვე მიკ მაკარტის სიტყვებია.

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება "ავივა სთედიუმზე" 26 მარტს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იქნება შესაძლებელი.

altვლადიმირ ვაისი: არასდროს მოგვიგია ირლანდიასთან, შევეცდებით, რომ ისტორია შევცვალოთ

altმიკ მაკარტი: სწრაფი, შემტევი ირლანდიური ფეხბურთი და მოგება გვჭირდება

alt ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე - რა უნდა ვიცოდეთ ირლანდიის ნაკრების შესახებ?

altგიორგი ქვილითაია: შეცდომები გავაანალიზეთ - ლამაზი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ

altგურამ კაშია: შვეიცარიასთან წაგება არაფერს არ გადაწყვეტს - ირლანდიასთან დომინანტები უნდა ვიყოთ

altვაკო გვილია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ირლანდიიდან სამი ქულა წავიღოთ

მკითხველის კომენტარები / 27 /
შეიძლება ქვეყანას "დაწყევლილი" უწოდოთ?
არდილეს
26 მარტი 2019 11:50
1
არ შეიძლება. ამ ქვეყანაში უკვე ყველა და ყველგან გადარეულია.
მათ რომ წყეული საქართველო გვიქწოდონ ავტორო მოგეწონება?
la.))
26 მარტი 2019 12:52
0
ჩვენი ფეხბურთი მკვდრადშობილია. მოვეშვათ ილუზიებს. ნაკრებში ერთი ფეხბურთელიც (მაგათ თუ ფეხბურთელი ქვიათ) არ გვყავს, ვინც ნორმალურ და წარმატებულ კლუბში თამაშობს. რამდენი უნდა გვაბოლოს ფედერაციამ, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა?
რამჩუხა
26 მარტი 2019 11:29
15
მაოცებს ეს უაზრო იმედები ყველა შესარჩების წინ. აუცილებლად წავაგებთ დღეს, ფრე იქნება დიიიდი სენსაცია და ალოგიკური.
ანანიძე უკვე სამარცხვინო ხდება, ან არ ჩამოდის ან ჩამოდის და ერთ თამაშს ფაფხურობა და მერე 'მუხლი'ტკივდება.
ოქრიაშვილი ჯობია ახალ გაღვიძებული - იცი ბიჭი თავს მაინც დადებს.
აბა ჰე და აბა ჰო
Ilarion
26 მარტი 2019 11:22
14
დაწყევლილები ისინი კი არა ჩვენ ვართ. :დ
გურიაა
26 მარტი 2019 17:08
2
ლორია
კაკაბაძე-ხოჭოლავა-კვირკველია-ხარაბაძე
კანკავა-კვეკვესკირი
ყაზაიშვილი-ოქრიაშვილი-კიტეიშვილი
ქვილითაია

კიტეიშვილი მაგარი ბიჭია, კლუბშიც მარცხენა შემტევად თამაშობს და თან მანდ გვიჭირს, დღესაც თუ სკამზე დასვა და რავი, ისედაც გასაშვებია მარა მერე საგინებელიც იქნება ვაისი)))
Tbiliseli
26 მარტი 2019 16:57
14
კაშია არააა თარსია:)ნუ შეიძლება მერაბა და ვატოც ვნახოთ ნაკრებში როგორი ფეხი ექნება
mosexoneli
26 მარტი 2019 17:55
1
წავაგებთ, როგორც ხდება-ხოლმე. მგონი ერთადერთი გუნდი ვართ მსოფლიოში, საკვალიფიკაციოში 2-3 თამაშის მერე რომ უშანსოდაა და შემდგომი ეტაპისთვის იწყებს-ხოლმე მზადებას.რა მოუმზადებელი გვჭირს ამისთანა?! ფეხბურთელი არ გვყავს და ვისით ვუტევთ ან ვისით ვიგებთ? თავმოყვარეობა გვაქვს დაკარგული ყველას- ფეხბურთელებსაც და გულშემატკივარსაც(კიდევ რომ გვჯერა ამ უნიათოების). რისი/ვისი გვჯერა იქნებ ახსნათ...
ზაზა
26 მარტი 2019 15:43
3
"დაწყევლილს" ისე წერთ გეგონება მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალში გვიგებდნენ. :)
janlukapaluka
26 მარტი 2019 15:27
0
ფვეჯ არ გვაინტერესებს თუ წავაგბთ ჩვრნ გვაინტერესებს შეტევა და მხოლოდ და მხოლოდ რაც შეიძლება მეტი შეტევა გულშემატკივრებს გვინდა ვხედავდეთ როგორ უტევს ჩვენი ქვეყანა უტევს და უტრვს გამუდმებით ეს უ და იყოს ჩვენი დევიზი ყველა თავ უნდა ესმოდეს თუნდაც მეკარეც საჭირო გახდეს შეტევისთვის უნდ შევუტიოთ ბრძოლა სისხლს უკანასკნელ წვეთამდე ჩვენ ასეთი სისხლი გვაქ და ასე გავიზარდეთ და მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე და ნუ გვაჩვევენ შიშს და და დაცვაში დგომას თუნდაც წავაგოთ ჩვენ ყიველთვის უნდა ვუტევდეთ და ვუყურებდეთ როგორ ვბრძოლობთ ბოლო ამოსუნთქვამდე

T.q
26 მარტი 2019 14:33
14
ეს 14 კაცი როგორ მაინტერსებს რა სასტავი არის :D :D
T.q
26 მარტი 2019 21:24
0
დაწყევლილი კი არა მშვენივრად გვხვდებიან კარგ მინდორს გვახვედრებენ. ე ბურთი და მოედანი თუ ბიჭი ხარ მოუგე. ერთხელ იყო მსაჯმა არარსებული პენალი დაგვიდო და წაგვაგებინა ამათან. დანარჩენი ყველა თამაში მოგვიგეს ულაპარაკოდ. იმედია ამაღამ დავიწყებთ ირლანდიასთან მოგებას
გოგა
26 მარტი 2019 14:09
0
ერთხელ საეჭვო ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი გაგვიტანეს და ისე მოგვიგეს.მსაჯები ემხრობიან ხოლმე ირლანდიელებს შინ საქართველოსთან მატჩებში.ადრე თითქმის ყოველთვის ასე იყო.ვნახოთ დღეს რა იქნებქა.
გიოშა
26 მარტი 2019 17:44
0
მორჩით ეს ღვარძლი რაა.გეყოთ ამდენი ბოღმის ნთხევაა.შვეიცარიას რო ვერ აყვებოდი ტემპში ეგ რა არ იცოდიით.ირლანდია არის ჩვეულებრივი საშუალო დონის გუნდი.დარწმუნებული ვარ არ წავაგებთ.უკვე მგონია რო აქ ზოგს უხარია ფეხბურთელების წარუმატებლობა
Buxrika
26 მარტი 2019 13:12
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული