დევიდ მაკგოლდრიკი: საქართველოსთან მატჩის შემდეგ ოვაცია დავიმსახურე, ძალიან ვამაყობ

AutoSharing Option
საქართველოსთან გამარჯვების (1:0) შემდეგ ირლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა დევიდ მაკგოლდრიკმა ჟურნალისტებთან მატჩი შეაფასა.

"კარგი მატჩი გამოგვივიდა, გუნდურად ვითამაშეთ. საქართველო კარგი გუნდია და წარმატების მისაღწევად ერთობლივი მუშაობა იყო საჭირო. ბევრი სირბილი და მუშაობაა საჭირო, რომ ირლანდიის ნაკრებში ითამაშო. ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა და ვფიქრობ, რომ წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთე. მატჩის შემდეგ ოვაცია დავიმსახურე, რაც ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მომენტია", - განაცხადა მაკგოლდრიკმა.

სწორედ ირლანდიელი თავდამსხმელის წინააღმდეგ წესების დარღვევას მოჰყვა ჯარიმა, რომელიც ჰარიჰეინმა გოლად აქცია.

ირლანდიის ნაკრები ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, საქართველოს
ნაკრებს კი 2 მატჩის შემდეგ 0 ქულა და 0 გატანილი გოლი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ქნეს ბოლობოლო ჩვენმა კომენტატორებმა ვერ გაიგეს ოქრიაშვილი ვის ნაცვლად შევიდაა?
სიმართლე
12:21 27-03-2019
0
დაიმსახურებდი ბიძია, მთელი თამაში არგაჩერებულხარ, ჭინკასავით ხან იქ იყავი, ხან აქ. ლორიას ყველა ჩამოწოდებული შენი იყო, რაც პასები მოგაწოდეს ყველას ასწრებდი, დრიბლინგიც გქონდა და მშვენიერი პასებიც. დარწმუნებული ვარ ერთ 90წ კიდევ ირბენდი ცხენივით! ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით! ასეთ ფეხბურთელებს უნდა მიბაძოთ, ფიზ მომზადების ნასახიც რომ არაგაქვთ და შეხება და ტრავმას-ტრავმაზე რომ იღებთ! ისევ თქვენთვის ვიძახი და ჰა.. შეაყარე კედელს ცერცვი გინდა ქატო
Biankoberi
12:07 27-03-2019
0

სიახლეები პოპულარული