"კარგი მატჩი გამოგვივიდა, გუნდურად ვითამაშეთ. საქართველო კარგი გუნდია და წარმატების მისაღწევად ერთობლივი მუშაობა იყო საჭირო. ბევრი სირბილი და მუშაობაა საჭირო, რომ ირლანდიის ნაკრებში ითამაშო. ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა და ვფიქრობ, რომ წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთე. მატჩის შემდეგ ოვაცია დავიმსახურე, რაც ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მომენტია", - განაცხადა მაკგოლდრიკმა.
სწორედ ირლანდიელი თავდამსხმელის წინააღმდეგ წესების დარღვევას მოჰყვა ჯარიმა, რომელიც ჰარიჰეინმა გოლად აქცია.
ირლანდიის ნაკრები ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, საქართველოს
ნაკრებს კი 2 მატჩის შემდეგ 0 ქულა და 0 გატანილი გოლი აქვს.