10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ირლანდიასთან მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩიც დათმო (0:1), ამჯერად სტუმრად ირლანდიასთან.

გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემით.

გიორგი ლორია - 5.5 - საქართველოს ნაკრების მეკარე, შვეიცარიასთან მატჩის მსგავსად, ნორმალურად გამოიყურებოდა, თუმცა მის კარში ერთადერთ გატანილ გოლში წვლილი თავადაც მიუძღვის, როცა ცოცხალი კედელი სათანადოდ ვერ დააყენა. ეს ფაქტი პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმაც აღნიშნა. ზოგ მომენტში ლორია ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, ზოგჯერ კი ბურთს ზედმეტად დიდხანს იჭერდა და საკუთარ საჯარიმოში დრიბლინგსაც მიმართავდა. მაკგოლდრიკი შეტევის დროს ლორიასთან პირისპირ აღმოჩნდა, ქართველი მეკარე წინ გავიდა,
თუმცა ბურთს ვერ მიუსწრო, რა დროსაც ირლანდიელი ადვილად გასცდა და ბურთი ძლიერად რომ არ გაეგდო წინ, გოლსაც გაიტანდა.

გურამ კაშია - 5.0 - სუსტი მატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს. ირლანდიელთა ფორვარდი მას ხშირად სცდებოდა და პოზიციურად თითქმის ყოველთვის ამარცხებდა. ჯარიმა, რომელიც ჩვენი გუნდის კარისკენ დაინიშნა და გოლად იქცა, სწორედ მაკგოლდრიკის კარგ თამაშს მოჰყვა, რომელიც გურამ კაშიამ წააქცია.

საბა კვირკველია - 5.5 - მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, თუმცა რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვა. მეორე ტაიმში ბურთი, რომელზეც ტანმაღალ მცველს უპრობლემოდ უნდა ეთამაშა, გადაახტა და მეტოქე მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა. გოლი მხოლოდ იმიტომ არ გავიდა, რომ კუთხე ძალიან მახვილი იყო.

დავით ხოჭოლავა - 5.5 - დავით ხოჭოლავა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე იმყოფებოდა, მან მთელი შეხვედრა მარცხენა მცველის პოზიციაზე გაატარა. ერთვებოდა შეტევებშიც, თუმცა ეს მისი ძლიერი მხარე არ არის. გარდა ამისა, მატჩის დასაწყისშივე დაზიანება მიიღო.

ოთარ კაკაბაძე - 5.0 - ოთარ კაკაბაძე, ისევე, როგორც შვეიცარიასთან შეხვედრაში, ამჯერადაც ხშირად ცდილობდა საკუთარი ტექნიკის დემონსტრირებას და ბევრი შეცდომაც დაუშვა, თუმცა გარკვეულ მონაკვეთში, როდესაც საქართველოს ნაკრები შეტევაზე გადავიდა, სახიფათო ჩაწოდება განახორციელა. მთლიანობაში, დიდად სარგებლიანი არ ყოფილა და დაცვაშიც ბევრ შეცდომას უშვებდა. მისი დრიბლინგი ხშირ შემთხვევაში წარუმატებელი იყო.

ჯაბა კანკავა - 5.5 - საქართველოს ნაკრების ორი რეალური შანსიდან ერთი ჩვენი კაპიტნის ანგარიშზეა, როცა მეორე ტაიმში შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა და მეტოქე გოლისგან ძელმა იხსნა. როგორც ყოველთვის, იბრძოდა, თუმცა შეცდომებსაც უშვებდა. მატჩის სტარტზე ბურთი საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა და გუნდი გიორგი ლორიამ იხსნა. ჯაბას არაზუსტ პასს მოჰყვა სწრაფი კონტრშეტევაც, რომლის შემდეგაც გურამ კაშიამ თამაშის წესები დაარღვია და ჯარიმა გოლად იქცა.

ნიკა კვეკვესკირი - 5.5 "ტობოლის" ნახევარმცველი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე შვეიცარიასთან შეხვედრაში. ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას და მის მოზომილ გადაცემას მოჰყვა პირველი ტაიმის ბოლოს მომენტი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ვერ გამოიყენა. კვეკვესკირის თამაში უფრო აქტიური და პასები უფრო ზუსტი მეორე ტაიმში გახდა.

ვაკო გვილია - 5.0 - თითქმის ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა ვაკო გვილიას, რომელსაც ბურთი შესანიშნავ პოზიციაში მიუვიდა, თუმცა მისი ახლო მანძილიდან დარტყმული რენდოლფმა მოიგერია, დამატებაზე კი ქვილითაიამ ვერ ივარგა. პირველ ტაიმში ვაკო კარგი იყო, თუმცა ცუდი მეორე ტაიმი ჰქონდა. ხშირად კარგავდა ბურთს და არაზუსტ გადაცემებს აკეთებდა.

ოთარ კიტეიშვილი
- 6.0 - "შტურმის" ნახევარმცველს ვლადიმირ ვაისი შანსს ხშირად არ აძლევს, თუმცა ოთარი ირლანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე იყო. ის ბოლომდე იბრძოდა და პრესინგს ცდილობდა, ბოლომდე ჩამოდიოდა დაცვაში და შეტევის გამწვავებასაც ცდილობდა. ერთხელ დაარტყა კიდეც, თუმცა მისი დარტყმული რენდოლფის კარს ზევიდან გადასცდა.

ვატო არველაძე - 5.0 - საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 21 წლის თავდამსხმელ ვატო არველაძეს. ალბათ, გამოუცდელობის გამო ვატო პირველ ტაიმში ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო. ერთ მომენტში დარტყმის კარგი შანსი ჰქონდა, როცა მის საყვარელ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა კარისკენ დარტყმა ვერ გარისკა.

გიორგი ქვილითაია
- 5.5 - "გენტის" თავდამსხმელს უკეთესი მატჩი ჰქონდა, ვიდრე შვეიცარიასთან, თუმცა რეალური მომენტი არ ჰქონია. იბრძოდა ბოლომდე და პირველ ტაიმში საკუთარ გუნდს ბურთი რამდენჯერმე შეუნარჩუნა. პირველი ნახევრის ბოლოს ახლო მანძილიდან დამატება მართებდა, თუმცა მცველმა დაასწრო.

ცვლილებები
ლევან ხარაბაძე - ვატო არველაძის მსგავსად, დებიუტი ჰქონდა ლევან ხარაბაძესაც. საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი ტრავმირებული ხოჭოლავას ნაცვლად შემოვიდა. მეტწილად შეტევაში წასვლას ცდილობდა, თუმცა ბევრი არაფერი გამოსვლია. დაცვაში თამაში კი ხარაბაძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის.

ვაკო ყაზაიშვილი - შვეიცარიასთან ცუდი მატჩის შემდეგ "სან ხოსეს" შემტევმა ირლანდიასთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა. მოედანზე მეორე ტაიმის ბოლოს შემოვიდა და არც რამე დაუშავებია და არც შეუქმნია.

თორნიკე ოქრიაშვილი - ყველას გვახსოვს თორნიკეს ულამაზესი გოლი ირლანდიის ნაკრების კარში. მისგან ყოველთვის ველით ლამაზ და ტექნიკურ თამაშს, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში მას არც საამისო დრო ჰქონია და არც პრაქტიკა. 26 წლის ნახევარმცველი რამდენიმე თვეა უგუნდოდაა და 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა.

ვლადიმირ ვაისი
- 4.0 - ყველაზე დაბალი შეფასება საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ეკუთვნის, რომელიც მატჩის დაწყებამდე ამბობდა, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანა მართებდათ, თუმცა მოედანზე რეალური გეგმა, თუ როგორ უნდა მისულიყო გუნდი გოლამდე, არ ჩანდა. როგორც ყოველთვის, აგვიანებს ცვლილებებს და თამაშში გარდატეხის შეტანა უჭირს.

ვაისმა ისევ გაიმეორა აზრი, რომელიც თბილისში შვეიცარიასთან წაგების შემდეგ გააჟღერა, რომ მეტოქის ფეხბურთელები უკეთეს გუნდებში თამაშობენ, ვიდრე საქართველოს ნაკრების მოთამაშეები.

ორი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები უქულოდაა და მეტოქის კარში გოლი არ გაუტანია. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 7 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს.

altმიკ მაკარტი: საქართველოს გასაქანი არ მივეცით, თუმცა მომენტები ჰქონდა

მკითხველის კომენტარები / 38 /
ნულიანი ყველას თავის ფეხბურთის ფედერაციანად ასეთი თამაშით გიბრალტარსაც ვერ მოუგებთ
@@@@@
28 მარტი 2019 17:52
0
ვატო არველაძე - 5.0 - საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 21 წლის თავდამსხმელ ვატო არველაძეს. ალბათ, გამოუცდელობის გამო ვატო პირველ ტაიმში ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო. ერთ მომენტში დარტყმის კარგი შანსი ჰქონდა, როცა მის საყვარელ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა კარისკენ დარტყმა ვერ გარისკა.
მერე გამოუცდელს რას ათამაშებთ ნაკრებში ვალი გაქვთ???? რა ლოგიკაა???? ბარემ მამამისი გამოიყვანეთ და ათამაშეთ არაფერი ეშველება ფეხბურთს
nikolozi
28 მარტი 2019 11:36
4
1 ლორია 6 ქულა, რამდენიმე კარგი სეივი, თუმცა შეცდომა კედლის დაყენების დროს...

2 კაკაბაძე 5 ქულა, ძალიან ერთობა ეზოს ფეხბურთისთვის დამახასიათებელი თამაშით, უადგილო ადგილას მატაობს და მის მიერ ბურთის დაკარგვას მოყვება ხშირად სახიფათო შეტევა. უბედურება ის არის რომ წამყვანებს ეს ეზოს ფეხბურთის ელემენტი მოწონთ, ვერ ასხვავებენ რომ ეზოს დრო არა დიდი მოედანზე და უქებენ და მერე რა მოყვება იმას ვერ ამჩნევენ...

3 ხოჭოლავა 6 ქულა კომენტარის გარეშე ნორმალურად ითამაშა, ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია მაგრამ არც გაუფუჭებია რაიმე.

4 კაშია 5 ქულა, ნორმალურად ითამაშა, ჰქონდა შეცდომებიც მაგრამ რამდენიმე სიტუაციაში გადაგვარჩინა

5 კვერკველია 6 ქულა, კარგად ითამაშა საიმედოდ და დაამტკიცა რომ მისი არ დაყენება შვეიცარიასთან იყო შეცდომა თუმცა ''ოჯახში'' უნდა გაირჩეს ვაისმაც აიტაცა და რატომ არ დააყენა თურმე უნდა ვკითხოთ საბას ან შიდა სამზარეულოდ უნდა დარჩეს და ამაზე მაქ მუდამ პასუხი... შიდა სამზარეულო ჩემი გადასახადებით არ უნდა იყოს დაფინანსებული მაშინ!

7 კანკავა 8 ქულა ამაზე მეტს კაპიტანი ვერ იზავდა... ვეტერანი, ასაკი, მოკლედ ჯარიმაც აიღო იქ სადაც უნდა აეღო, დაარტყა... იბრძოლა და ჩვეულად იომა!

6 კვეკესკირი 5 ქულა, რამდენიმე შეცდომა, რამდენიმე გამონათება, თუმცა მოკლედ - ტობოლი...

21 გვილია 5 ქულა, კარგ ქმედებებს საოცარ შეცდომებს უხამებდა, პასის კულტურა ამ თამასში - ტირილი გინდებოდა...

9 კიტეიშვილი 5 ქულა, პირველი ტაიმი რას აკეთებდა მე ვერ გავიგე, ველოდი რომ შეცვლიდნენ მაგრამ ვაისმა სამწუხაროდ ცვლილების არსი არ იცის ჩემი აზრით... მეორე ტაიმში მოუმატა და ამიტომაც 5 ქულა... თუმცა შემტევი კარებში რომ არ უყრტყავს 90 წუთის განმავლობაში... ეს ქულებიც ავანსია... რისი არ ვიცი მაგრამ ავანსი.

11 ქვილთაია 4 ქულა, შვეიცარიის თამაშთან შედარებით მისი მარგი ქმედება უფრო დადაბლდა

14 ვატო არველაძე 2 ქულა, ეს 2 ქულაც ალბათ შოთის და აჩის ხათრით - მემგონი დიდი კითხვის ნიშანი დასვა, ნოლი შემართება, ნოლი აგრესიულობა, ნოლი ენერგია და ნოლი გამწვავება... დარტყმაზე ლაპარაკი ზედმეტია... პრესინგი მაინც ითამაშე ახალგაზრდა ბიჭი ხარ... რამე დაგვანახე... გარდა გვარის... არ ვიცი რა უნდა ქნას თავის გუნდში რომ კიდევ ერთხელ ღირსი იყოს გამოძახების ალბათ 2-3 ჰეტრიკი... ვერ გაამართლა!

შეცვლაზე შემოსულები:

ყაზაიშვილის რა უნდა მემგონი თვითონ არ იცის...

ოქრიაშვილს 5 წუთში რა უნდა გაეკეთებინა არ ვიცი...

ხარაბაძე მემგონი კარგი ბიჭი ჩანს და იმედიანად ვიყოთ!

გიორგი
28 მარტი 2019 11:28
4
მონდომება აკლია ამ გუნდს თორემ პირველი ტაიმი ხომ ვითამაშეთ ისე როგორც საჭირო იყო შვეიცარიასთან გაეგრძელებიათ ისე მეორე ტაიმი რაიქნებოდა.
ფენომენო
28 მარტი 2019 11:09
2
დაიხალნენ მეორე ტაიმში ეგაა.და ეგ.
Kkk
29 მარტი 2019 01:09
0
ვაკო ყაზაიშვილზე...
(ჩემი ძმაა, ბავშვობიდან ვძმაკაცობთ)
ამ დღეებში არაერთ კრიტიკულ კომენტარს გადავაწყდი. ეს კიდევ არაფერი. სერბეთთან ავადსახსენებელი თამაშის შემდეგ ლამის ეროვნულ მოღალატედ გამოვაცხადეთ...
მე, როგორც ახლობელ ადამიანს რა თქმა უნდა არ მსიამოვნებს მასზე ცუდის კითხვა და შესაბამისად ასმაგად მახარებს როცა ვინმე კარგს ამბობს. დარწმუნებული ვარ მწვავე კრიტიკის მიზეზთა უმეტესობა იმითაც არის გამოწვეული, რომ მისგან ცოტა მეტს ვითხოვთ, რადგან არაერთხელ გვინახავს მისი ეფექტური თამაში , არაერთი ძალიან ლამაზი გოლი... ობიექტური, გულშემატკივრის დანახული თვალით მინდა ვთქვა, რომ ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოვალეობის , ზრდილობის მიზნით თამაშობს ნაკრებში.თითქოს უმარილოდ , უგულოდ თამაშობს, როცა ყველამ ვიცით, რომ ვაკოს ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ უმაღლესი ხარისხის ფეზბურთი ითამაშოს - ნებისმიერ მატჩში თუ ვერა , თითქმის ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ფეხბურთელებიდან ყაზაიშვილი ნაკრების საუკეთესო მეგოლეა(გატანილი გოლების რაოდენობით) , მუდამ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში რომ მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მცველი - ჰუმელსი აბუჩად აიგდო. ესტონეთთან გატანილ გოლს კი ჩემს ტოპ 10 გოლში ხუთეულშიც მოვახვედრებდი.
მოკლედ რისი თქმა მინდა ... რაღაც ისე გამომდის , რომ ძმაკაცს ,,ვიცავ'' (ეგრეც უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ქართველი გულშემატკივარი მას არ ებრძვის და არც არავინაა მისი მტერი), მაგრამ იმის თქმა მინდა , რომ ბავშვობიდან მოყოლებული, არასდროს ყოფილა არც ქედმაღალი, არც ამპარტავანი და არასდროს დაუყენებია საკუთარი თავი ვინმეზე მაღლა. ამ დროს ფეხბურთში ,,ხულიგნობა'' ლიდერის თვისებებს აყალიბებს და რაღაც დოზით საჭიროც არის (მარადონა, ტოტი, რამოსი, ეფემბერგი , რომარიო , რუნი და ბევრი სხვა ვინც ქარიზმით უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა) . არაერთხელ მითქვამს მისთვის, რომ არ ეგონოს რომ ვინმე მასზე უკეთესია, თუნდაც მესი , მიაწექი ვაკო, შენც შეგიძლია ... მაგრამ იმდენად აქვს ორგანულად გამჯდარი თავმდაბლობა, გუნდურობა, ბეჯითობა , რომ თუ კი თამაში არ წაუვიდა, ეს თვისებები უფრო უფერულს ხდის მის თამაშს. შეიძლება ეს კომენტარიც წაიკითხოს , ვიცი სწორად გამიგებს. მაგრად მიყვარხარ ვალერ ;)
ბიჭებო, ძმებო ... მერწმუნეთ ამ კაცს ძალიან მაგრად უყვარს თავისი სამშობლო ! ღმერთმა მისცეს ძალა, რომ ყველას აჩვენოს თუ რა მაგარი ბიჭია, რა მაგარი ფეზბურთელი და რამხელა სიყვარულით თამაშობს ნაკრებში. ბავშვობიდან მოყოლებული თითქმის დღე არ გავიდოდა , რომ ვოცნებობდით თუ როდის მოირგებდა ნაკრების მაისურს. გაუმარჯოს საქართველოს!
Homeros
28 მარტი 2019 04:51
2
ასეთი დალაგებული ენით აქ ჟურნალისტები ვერ წერენ :)) გაიხარე. ისე, როგორც შოთა არველაძემ თქვა ამას წინად, ინტერვიუში, გარკვეული თავხედობა საჭიროაო. მაგრამ გეთანხმები, ჩვენ ნამეტანი მორიდებულები ვართ. მეც ეგრე ვარ. ნახევარი ცხოვრება შტატებში მაქვს გატარებული და ისევაც მასე ვარ. შეიძლება პატარა ერის სინდრომიც არის. თუმცა ეს თავხედობა სპორტული გარკვეულწილად აქვს თორნიკე ოქრიაშვილს. ის ალბათ ამ თაობის საუკეთესო ფეხბურთელია ნაკრებში. ვაკოც ახლოს არის კლასის ამბავში. სხვა ეს თავხედობა ვის აქვს აბა კიდევ? მე არავინ მახსენდება.
odala
28 მარტი 2019 07:37
3
დღემდე ვერ გამიგია რატომ არ დარჩა კანკავა რეიმსში... ეხლა ხომ ლიგა 1-ში ითამაშებდა. ძალიან არ მინდა დავიჯერო , რომ ფულის გამო წავიდა. ამას ხომ მოგვიანებითაც შეძლებდა. საშინლად მენანება კანკავა და კვეკვესკირი ყაზახეთისთვის. ორივე გაცილებით უკეთეს ლიგაში უნდა თამაშობდეს. განსაკუთრებით ჯაბა. რა თქმა უნდა ყოფილა თამაშები, როცა შეცდომებიც დაუშვია, მაგრამ რა ჯიგრითაც ეგ კაცი თამაშობს, 10ჯერ მეტი შეცდომა ეპატიება. ეგეთი ყვ/ე/რებიანი ბიჭები გვჭირდება ნაკრებში. თითოეული ფეხბურთელი ეგრე უნდა ბრძოლობდეს პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე. მნიშვნელობა არა აქვს ვინ არის მეტოქე, რა ხასიათის მატჩია(ოფიციალური თუ ამხანაგური), რამდენად ძლიერ გუნდებში თამაშობენ და ა.შ.
Homeros
28 მარტი 2019 04:16
1
ათბალიანი ქულა კი არა ეროვნული სირცხვილი.
ეროვნული სირცხვილი.
28 მარტი 2019 02:35
2
რა სისტემითაა ეს ქულევი დაწერილი გაუგებარია. ვიცით რომ კარგად არ გვითამაშია მაგრამ აშკარად ქულები დილეტანტურ მსეჯელობაზე დაყრფნობითაა გაკეთებული. ან მარგი ქმედების კოეფიციენტი გამოოანგარიშე, თუ ვინ რამდენი ირბინა,რამდენი ზუსტი და არაზუსტი პასი გააკეთა, რამდენი დრიბლინგი, აჩქარება, ჩაჭრა სახიფათო შეტევა და ა.შ. სხვანაირად უბრალო პირადი მოსაზრებაა. და აქვე ვიტყვი, საკუთარი თავიდან დაიწყოს ყველამ პროცესიონალიზმის მოთხოვნა და მერე მოთხოვოს სხვას.
QT
28 მარტი 2019 00:57
0
arveladze sauketeso iko)))))))
kotika
27 მარტი 2019 20:53
10
ვაისი ძალიან ჯინიანი ტრენერია ზამენების მხრის, გვიან აკეთებს შეცვლებს და ისეთების შემოყავს, რომ სჯობდა არ გაეკეთებინა! მერე არ ათამაშებს ზარანდიას, არაბიძეს....... ახალგაზრდებს, საცოდაობა იყო ამ ნაკრების ყურება.
F.F
27 მარტი 2019 19:24
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული