ირლანდიის გამარჯვება ლოგიკური იყო - რას გვეუბნება სტატისტიკა

AutoSharing Option
ვებ-გვერდი SofaScore-ი, რომელიც სპორტული ღონისძიებების გაშუქებისა და სტატისტიკის კუთხით მუშაობს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ირლანდია-საქართველოს მატჩის მონაწილეების შეფასებებს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ SofaScore-ი ფეხბურთელების ეფექტურობას ალგორითმის მიხედვით ითვლის და მათ 10-ბალიანი სისტემით შეფასებებს ანიჭებს. როგორც ვებგვერდი განმარტავს, ზოგადად ფეხბურთში ყველაზე მაღალი შეფასება გოლებს და საგოლე გადაცემებს ეძლევა.

"თუმცა, ფეხბურთი გოლებზე გაცილებით უფრო მეტია და ალგორითმის შექმნისას ესეც გავითვალისწინეთ. თუ ფეხბურთელს დაუგროვდა ბევრი ართმევა, მწვავე პასები, წარმატებული დრიბლინგი და მეტოქის პასების ჩაჭრა, თეორიულად, მას შეუძლია დუბლის ავტორზე უფრო მაღალი შეფასება
მიიღოს, თუ ორი გატანილი გოლის გარდა, დუბლის ავტორმა თავი ვერაფრით გამოიჩინა", - წერს SofaScore-ი.

წარმოგიდგენთ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების ფეხბურთელთა შეფასებებს:

ირლანდია: რანდოლფი - 7,3, კოულმენი - 6,9, სტევენსი - 7,3, დაფი - 7,3, კეოგი - 7,3, უილანი - 7,0, მაკდოლდრიკი - 7,1 (82. დოჰერტი - 6,5), ბრეიდი - 6,7 (74. ო'ბრაიენი - 6,5), მაკლინი - 7,6, ჰენდრიკი - 7,4, ჰურიჰანი - 7,7.

საქართველო: ლორია - 6,3, კაკაბაძე - 6,5 (85. ოქრიაშვილი - 6,3), ხოჭოლავა - 6,7 (65. ხარაბაძე - 6,6), კაშია - 6,7, კვირკველია - 6,9, კვეკვესკირი - 7,0, კანკავა - 6,4, კიტეიშვილი - 6,6, გვილია - 6,8, არველაძე - 6,0 (72. ყაზაიშვილი - 6,8), ქვილითაია - 6,3

Sportall.Ge

საინტერესოა მატჩის ზოგადი სტატისტიკაც, რომელიც უეფას ვებგვერდის მონაცემებია:

ბურთის ფლობა 50%:50%
კარისკენ დარტყმები 13:13
კარში დარტყმები 2:2
ბლოკირებული დარტყმები 3:4
კუთხურები 6:4
თამაშგარე 3:0
პასების სიზუსტე 72%:73%
პასები 515:536
ზუსტი პასები 371:392
წესების დარღვევა 7:11

როგორც ხედავთ, ყველა ძირითად კომპონენტში გუნდებმა დაახლოებით თანაბარი შედეგი აჩვენეს, თუმცა, თუ დეტალებს ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ხშირად ყველაფერს სწორედ დეტალები წყვეტს.

ასე, მრავლისმეტყველია დარტყმების დეტალური სტატისტიკა - საქართველოს ნაკრებმა 13 დარტყმიდან 9-ჯერ საჯარიმოს ფარგლებს გარედან დაარტყა, მაშინ, როდესაც ირლანდიელების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 6/7-ზეა. ვლადიმირ ვაისის შეგირდებს მეტოქის საჯარიმოში შეღწევა გაუჭირდათ, რის გამოც შორეული დარტყმების გარდა, მეტოქეს მეორე ტაიმში ვერაფერი შევთავაზეთ.

როდესაც გუნდები ბურთს თანაბარი დროის განმავლობაში ფლობენ და პასებსაც ერთნაირი სიზუსტით ასრულებენ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ორთაბრძოლების მოგებასა და წარმატებულ დრიბლინგს ეთმობა. სწორედ ამ კომპონენტში ირლანდიელებმა საგრძნობლად გვაჯობეს - ირლანდიელების მიერ წამოწყებული დრიბლინგის 12 მცდელობიდან წარმატებული 11 აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების მაჩვენებელი ამ კუთხით უბრალოდ სავალალოა: 12-დან მხოლოდ 3 წარმატებული დრიბლინგი.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს საჰაერო ორთაბრძოლებში აჯობა - 28:20, რაც, ძირითადად, ჩვენს კართან მოგებულ საჰაერო დუელებს ეხება, საერთო ჯამში კი, მოგებული ორთაბრძოლების რაოდენობის მიხედვითაც დავმარცხდით - 59:43.

საბოლოო ჯამში, სტანდარტიდან გაშვებული გოლის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ირლანდიის ნაკრები უფრო დამაჯერებლად და აგრესიულად გამოიყურებოდა და მათი გამარჯვებაც ლოგიკური იყო.

alt 10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ირლანდიასთან მატჩში

altდევიდ მაკგოლდრიკი: საქართველოსთან მატჩის შემდეგ ოვაცია დავიმსახურე, ძალიან ვამაყობ

altვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

altმიკ მაკარტი: საქართველოს გასაქანი არ მივეცით, თუმცა მომენტები ჰქონდა

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთანაც დამარცხდა - ვართ უქულოდ და უგოლოდ [VIDEO]

59: 43
მკითხველის კომენტარები / 9 /
კაცო,ჩვენც ხომ ვუყურეთ მაგ თამაშს,და სტატისტიკამ რაც გინდა ილაპარაკოს,ხომ ვნახეთ,რომ მაკკოლდრიკმა მოიგო თამაში,აქ კი ერთ ერთი უარესი შეფასება აქვს,ასევე ლორიასაც,არველაძის შემდეგ უარესი შეფასება აქვს.მეგონა მხოლოდ საქართველოს სტატისტიკური სამმართველო იყო მატყუარა და თურმე ყველგან ასე ყოფილა.ან რა თანაბრობაზეა ლაპარაკი,როცა ორთაბრძოლებში ულაპარაკოდ გვჯობდნენ ირლანდიელები.სტატისტიკა სანოკაუტო დარტყმას და ხელის მიდებას,ორივეს ერთნაირფასიან დარტყმად აფასებს და მასზე დაყრდნობა,დემაგოგიას ჰგავს.
სოსო
22:18 27-03-2019
1
სამწუხაროდ ბევრი ცუდი თამაში გვახსოვს ჩვენი ნაკრების, მათ შორის ამ ბიჭების... მაგრამ არასდროს გავბრაზებულვარ ისე , როგორც გუშინ. გუნდი აგებს, თამაში მთავრდება და ესენი ძალიან ნელი ტემპით საკუთარ ნახევარზე აგორებდნენ ბურთს :) არა ძმაო, მე არ მაქვს ამათი ნერვები
Homeros
21:27 27-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ევროშესარჩევი
#
გუნდი
1
ირლანდია
2
2
0
0
2
6
2
შვეიცარია
2
1
1
0
2
4
3
დანია
1
0
1
0
0
1
4
გიბრალტარი
1
0
0
1
-1
0