"მეორე ტაიმში აღარ იყო მორიდება" - საქართველოს ნაკრების წევრები ირლანდიასთან მატჩზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წევრებმა დავით ხოჭოლავამ და ოთარ კაკაბაძემ ირლანდიასთან (0:1) მატჩის შემდეგ "პირველ არხთან" კომენტარი გააკეთეს.

"თავიდან დაბნეულები ვიყავით. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ და უკმაყოფილოები ვართ, რადგან მთავარი შედეგია. თუმცა ჯერ ჯგუფიდან გასვლის შანსს ვინარჩუნებთ", - განაცხადა ოთარ კაკაბაძემ.

"გუნდმა ფეხბურთის თამაში მეორე ტაიმში დაიწყო, როდესაც დასაკარგი არაფერი გვქონდა. აღარ იყო მორიდება, რაც თამაშზეც აისახა. მაგრამ ჩვენი პრობლემაა, რომ პირველ და მეორე ტაიმებს სხვადასხვაგვარად ვთამაშობთ და ეს უნდა გამოვასწოროთ", - აღნიშნა დავით ხოჭოლავამ.

წყარო: 1tv.ge

alt 10-ბალიანი

სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ირლანდიასთან მატჩში

altვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

altმიკ მაკარტი: საქართველოს გასაქანი არ მივეცით, თუმცა მომენტები ჰქონდა

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთანაც დამარცხდა - ვართ უქულოდ და უგოლოდ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინაიდან ფიზიკურად ჩვენი გუნდი ყოველთვის მოიკოჭლებს, ამიტომ საჭიროა ბავშვობიდან სწორი ფიზიკური ჩამოყალიბება,რის მნიშვნელობასაც სამწუხაროდ ჩვენ დიდხანს ვერ მივხვდებით . არადა კალაძის მაგალითი სახეზე გვაქვს. ისიც ალბათ ბუნებით იყო ასეთი.
ილია
20:39 29-03-2019
0
ირლანდიის ნაკრების თუ ასე გეშინიათ მაშინ რაზეა საუბარი? თქვენ უკვე გასახდელში გქონდათ წაგებული! ხალხს ძლივს გული მოუბრუნდა ნაკრებზე და თქვენ კიდევ დაიწყეთ ძველებურად!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული