ლევან ხარაბაძე: შანსები გვაქვს და შევეცდებით, რომ მაქსიმალური შედეგი დავდოთ

AutoSharing Option
26 მარტს ირლანდიასთან წაგებულ (0:1) შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ლევან ხარაბაძეს, რომელიც მოედანზე 65-ე წუთზე ტრავმირებული დავით ხოჭოლავას ნაცვლად შემოვიდა.

Sportall.ge 19 წლის ქართველ მცველს ირლანდიაში დაუკავშირდა და ჩატარებული მატჩის შესახებ კომენტარი სთხოვა.

"ცუდია, რომ დავმარცხდით, მაგრამ მე გახარებული ვარ, რადგან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მქონდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად თამაში ძალიან მაგარი შეგრძნებაა.

კარგი თამაში იყო, ირლანდია კარგი გუნდია, სადაც გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ. გოლი ჯარიმიდან რომ არ გაგვეშვა, შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. არ გაგვიმართლა, რომ გოლი სტანდარტული
მდგომარეობიდან გავუშვით.

მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან არ მისაუბრია. შანსები გვაქვს და შევეცდებით, რომ მაქსიმალური შედეგი დავდოთ", - გვითხრა ლევან ხარაბაძემ.

19 წლის მარცხენა მცველი იანვრიდან "ციურიხის" წევრია. ის შვეიცარიულ კლუბში თბილისის "დინამოდან" იჯარის წესით ასპარეზობს.

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთანაც დამარცხდა - ვართ უქულოდ და უგოლოდ [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

alt 10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ირლანდიასთან მატჩში

alt"მეორე ტაიმში აღარ იყო მორიდება" - საქართველოს ნაკრების წევრები ირლანდიასთან მატჩზე

alt ირლანდიის გამარჯვება ლოგიკური იყო - რას გვეუბნება სტატისტიკა

მკითხველის კომენტარები / 3 /
კი გვაქვს ბოლოს წინა ადგილზე თუ გავედით ეს მაქსიმუმი ევროპაზე მსოფლიოზე ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის ლიგაზე ჩვენი ადგილი არ არის და საერთოდ თბილისის დინამოს ყარაბახი რომ გაჯობებს საერთოდ უნდა დაანებო ფეხბურთს თავი
მმმმ
15:13 27-03-2019
1
ყველაფერი წინ გაქვს იმუშავე საკუთარ თავზე გახდი ნამდვილი პროფესიონალი მარტო მაგით რომ ციურიხში მოხვდი არ უნდა დაკმაყოფილდე და ზრდა განაგრძო ამ შესარჩევში რა გითხრა მაგრამ შემდეგში შეიძლება გვექნეს შანსები თუ ვაისი გაუშვეს
კახა
16:09 27-03-2019
1

სიახლეები პოპულარული