ვლადიმირ ვაისი თვლის, რომ ირლანდიასთან გაშვებული გოლი გიორგი ლორიას ბრალია - მართლა ასეა? [VIDEO]

AutoSharing Option
ევროშესარჩევი ტურნირის მეორე ტურში ირლანდიამ საქართველოს ნაკრები კონორ ჰურიჰანის მიერ გატანილი საჯარიმოთი 1:0 დაამარცხა. ნამატჩევს "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ მეკარე გიორგი ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა.

ალბათ, გახსოვთ ის ეპიზოდი. მაყურებლებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადაყარეს და თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. ჩვენი გუნდის გოლკიპერი კარგა ხანი აყენებდა კედელს, თვითონაც მივიდა თანაგუნდელებთან და რაღაც უთხრა.

მაინც გავიდა გოლი. სხვადასხვა რაკურსიდან სხვადასხვანაირად ჩანს. ამ სურათზე კი ისე მოჩანს, რომ კედელში ჩამდგარმა მცველმა შონ დაფმა საბა კვირკველია გაწია და ჰურიჰანმა გაჩენილ ვიწრო
სივრცეში უნაკლოდ გააძვრინა ბურთი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ლორიასი კი არა მცველების ბრალი იყო, რომლებიც ჩუჩელასავით იდგნენ და ერთმა ირლანდიელმა ჩააჩოჩა ოთხი მუტრუკი როგორც ჩუჩელა.
თენგო.
13 აპრილი 2019 11:39
0
რა თქმა უნდა შვეიცარიასთან და ირლანდიასთან წაგება კატასტროფა არაა,მთავარია გიბრალტარს მოუგოთ,მარტო მწვრთნელი კი არა სერთოდ დასაშლელია ეს გუნდი
Shavleg
28 მარტი 2019 14:13
3
ლორია ,ლორია,მარა ამათაც ძროხებივით, რომ გაიწიეს გვერდზე, რავა მოერია ერთი კაცი 2-სა და 3-ს.
დათო
28 მარტი 2019 11:25
2
შეეშვით ამ კაცის და ფეხბურთელების ლანძღვას, დავაცადოთ კიდე ცოტახანი. აშკარად უკეთ თამაშობს ჩვენი ნაკრები ამ ბოლო დროს, შვეიცარიასთან და გასვლაზე ირლანდიასთან მოგება ჯერ ესე ადვილი არ არის, მაგრამ მჯერა მაგის დროც მოვა უახლოეს წლებში. მთავარია ერთა ლიგიდან მომვხდეთ ეხლა ევროპის ჩემპიონატზე და მერე ჩვენი ფეხბურთელებიც იმედია უკეთეს კლუბებში გადავლენ და მაქედან უნდა დაიწყოს ჩვენი ფეხბურთის აღორძინება. ტობოლებით და ჭ კლასის გუნდებით ჯერ ვერ გავფრინდებით შორს და რაღაც პონტში მართალია ვაისი. თუმცა მეც მაღიზიანებს მისი ესეთი განცხადებები მუდამ და დაგვიანებული შეცვლები, სხვა მხრივ წინსვლა იგრძნობა ჩემი აზრით ნაკრების თამაშში, თუნდაც დაბალი დონის გუნდებთან. მაგათთანაც კი სანატრელი გვქონდა ბოლო ხანებში გამარჯვება. გაუმარჯოს საქართველოს!!!
ოპტიმისტი გულშემატკივარი
28 მარტი 2019 10:11
8
შესაძლოა მართლაც ასეა...
ბაჩი
28 მარტი 2019 09:49
1
ვაისი სუსტი გუნდების წინააღმდეგ კარგია, იმიტომ რომ მათი დამარცხების იმედი აქვს. ძლიერი გუნდების წინააღმდეგ წინასწარ აგებს თამაშს ასეთი სიტყვებით: "შეხედეთ რა კარგ გუნდებში თამაშობენ!"
ჟირესსაც ძალიან უკვირდა: "ქართველებს დიდი ამბიციები აქვთ. დიდი გუნდების დამარცხება უნდათ".
ქართველი გულშემატკივარი
28 მარტი 2019 04:40
1
ვაისიი წადი,გაუშვით ეს კაცი ნაკრებიდან,ეხლა სწავლობს აშკარად მწვრთნელობას,ექსპერიმენტებს ატარებს...ცვლილება აგვიანებს,ტაქტიკა ამას არა აქვს გუნდმა ამათუ იმ სიტუაციაში როგორ ითამაშოს,5 ფეხბურთელი საერთოდ გასაშვებია ნაკრებიდან და ახალგაზრდებმა უნდა ითმაშოს ჯობია შეთამაშდნენ.ესე ნებისმიერი ადამიანი გაიყვანს გუნდს დს სთ ფეხბურთს და ესეთ ტაკტიკას ....წადი ვაის წადიიიიი
Smouk
28 მარტი 2019 01:59
4
ეს ის იშვიათი შემთხვევაა,როდესაც ვაის ვეთანხმები.ლორიას ბრალია ეს გოლი,ისევე როგორც ბევრი სხვა გოლი ნაკრებში.ძალიან არასტაბილურია
ზაზა
27 მარტი 2019 22:51
7
კი მაგრამ შეიძლება ცოცხალ კედელზე მიწოლა თანაც დარტყმამდე? აშკარა ჯარიმა იყო. ამ ჩვენ დებილებს პროტესტი მაინც გამოეხატად.ამაზე რატომ არაფერს ამბობს არავინ.
ჩემი აზრით.........
27 მარტი 2019 22:49
1
კომენტრარებს რატო არ მიქვეყნებთ????????
Lasha
27 მარტი 2019 22:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული