ევროშესარჩევი ტურნირის მეორე ტურში ირლანდიამ საქართველოს ნაკრები კონორ ჰურიჰანის მიერ გატანილი საჯარიმოთი 1:0 დაამარცხა. ნამატჩევს "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ მეკარე გიორგი ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა.
ალბათ, გახსოვთ ის ეპიზოდი. მაყურებლებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადაყარეს და თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. ჩვენი გუნდის გოლკიპერი კარგა ხანი აყენებდა კედელს, თვითონაც მივიდა თანაგუნდელებთან და რაღაც უთხრა.
მაინც გავიდა გოლი. სხვადასხვა რაკურსიდან სხვადასხვანაირად ჩანს. ამ სურათზე კი ისე მოჩანს, რომ კედელში ჩამდგარმა მცველმა შონ დაფმა საბა კვირკველია გაწია და ჰურიჰანმა გაჩენილ ვიწრო
სივრცეში უნაკლოდ გააძვრინა ბურთი.
ჟირესსაც ძალიან უკვირდა: "ქართველებს დიდი ამბიციები აქვთ. დიდი გუნდების დამარცხება უნდათ".