საღსალამათმა ჯანო ანანიძემ "კრილია სოვეტოვში" ივარჯიშა

AutoSharing Option
ნახევარმცველი ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებში შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ გუნდს დუბლინში არ გაჰყვა და ოფიციალურად ითქვა, რომ მუხლის არეში მცირე დისკომფორტი იგრძნო.

დღეს ჯანომ სამარაში "კრილია სოვეტოვთან" ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

29 მარტს რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში "კრილია" ტულის "არსენალს" უმასპინძლებს.

ჯანოს გუნდი 24 ქულით მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 35 /
ვის ვის და ჯანოს თქვენი და არც არავის სასაყვედურო აქვს. დიდი ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ცოტა საფეხბურთო ინტელექტი და ანალიზის უნარი გამაჩნია. თავდაპირველად ბიჭები შემომელანძღა როგორ ითამაშეს მეთქი, მაგრამ თამამად შეიძკება ითქვას ორივე მატჩი მწვრთნელმა წააგო ტაქტიკურად, ასევე ცუდად დაყენებული შემადგენლობებით და ფეხბურთელების პოზიციების ცვლებით. ვაისი, რომ ანალიტიკოსი და ტაქტიკოსი ყოფილიყო, ირლანდიასთან უკვე მე 20 წუთზე უნდა განეხორციელებინა ცვლილება და გუნდი გადაეწყო, უყურებდა სეირს როგორ ფორთხავდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები.
P.S თუ ამ კაცს არ უშვებენ, ვინმე მეორე მწვრთნელი დაუნიშნეთ. ვაისი დააყენებს შემადგენლობას და შეუძლია ჩაჯდეს თვითმფრინავში და გაფრინდეს, მეტს მაინც ვერაფერს აკეთებს ცუდის მეტს მოედანზე, მეორე ტრენერი შეიტანს ცვლილებებს თამაშის მსვლელობისას.
იგორ
16:32 28-03-2019
1
რა საღსალამათი დაგვცინი?!!
Zuuk
15:39 28-03-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული