საღსალამათმა ჯანო ანანიძემ "კრილია სოვეტოვში" ივარჯიშა

AutoSharing Option
ნახევარმცველი ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებში შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ გუნდს დუბლინში არ გაჰყვა და ოფიციალურად ითქვა, რომ მუხლის არეში მცირე დისკომფორტი იგრძნო.

დღეს ჯანომ სამარაში "კრილია სოვეტოვთან" ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

29 მარტს რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში "კრილია" ტულის "არსენალს" უმასპინძლებს.

ჯანოს გუნდი 24 ქულით მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 35 /
ძალიანაც კარგი, ასეთი პროვოკაციული სათაური კი თქვენ არ გეკადრებათ, ერთადერთი ნორმალური სააგენტო დარჩით საქართველოში. რაც შეეხება ჯანოს, სულ რომ უარი თქვას ნაკრებზე, სიტყვა არ უნდა მოგვიბრუნდეს, 16 წლის ასაკში საქარველოს ნაკრებში თამაშის გამო, კაცმა კარიერა სასწორზე შეაგდო. ასეთი რაღაცეების არდანახვა, ჩვენი სენია :/
მშვენიერი
22:28 27-03-2019
2
სათაური გაქვთ პირდაპირ... -აჰა დაჯიჯგნეთო... მასეთი საინტერესო სათაური დაგედოთ სხვა შემთხვევებშიც.. მაგალითად ვატო არველაძე, -ნუთუ მხოლოდ გვარის დამთხვევაა?!.. 3.5 მლ -იან მოსახლეობაში 15-10% დაახლოებით მაინც თამაშობს ფეხბურთს აქედან დაახლოებით 5-10% მაგის ასაკის 18 დან 25 წლამდე იქნება და მაინცდამაინც გვარად არველაძეს ერგო 11 საუკეთესოში ადგილი! ჰოი საოცრებავ.. სისხლი კი არ ყივის ღრიალებს!!!
ტორინო
02:04 28-03-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული