შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ირლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადმოყარეს, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა და შემდეგ საჯარიმო დარტყმიდან ჩვენმა ნაკრებმა გოლი გაუშვა.
ირლანდიური მედიის ინფორმაციით, უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინის კომიტეტმა გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა და გულშემატკივრების არასათანადო ქცევის გამო ირლანდიის ნაკრებს ტექნიკური წაგება ჩაუთვალა, ხოლო ოფიციალურად ამის შესახებ უეფა 16
მაისს გამოაცხადებს.
გარდა ტექნიკური წაგებისა (0:3), ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციას ჯარიმის სახით 50 000 შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოუწევს.
შესაბამისად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით მეორე ადგილს იკავებს, შვეიცარია 4 ქულით ჯგუფს ლიდერობს, ირლანდიის ნაკრები კი გიბრალტართან მატჩში მოპოვებული 3 ქულის ამარა დარჩა.
სწორედ ასე განაწილდებოდა ჩვენს ჯგუფში ადგილები, დღეს პირველი აპრილი რომ არ ყოფილიყო :)