CIES: დავით ხოჭოლავა დაფრინავს - უკრაინაში მეორე სართულზე უბადლოა

AutoSharing Option
საფეხბურთო ობსერვატორია CIES-მა საჰაერო ორთაბრძოლების ანალიზი ჩაატარა და უკრაინის პრემიერლიგაში ამ კომპონენტში საუკეთესოდ "შახტარის" ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა ცნო.

ხოჭოლავამ მეორე სართულზე ორთაბრძოლების 83.3% მოიგო. ქართველმა ლეგიონერმა 90-დან 75 საჰაერო დუელში გაიმარჯვა. ის ევროპული კლასიფიკაციით მეექვსედან ოცდამეთერთმეტე ლიგებში ამ კომპონენტში მე-11 ადგილზეა.

ლიდერი შოტლანდიური "ჰართსის" მცველი კრისტოფერ ბერაა - 268-დან 233 მოგებული დუელი (86.9%).

უკრაინაში მეორე ადგილზე სერგეი იავორსკია (მარიუპოლი) - 157-დან 128 (81.5%), მესამეზე კი ვიტალი ვერნიდუბი (ზორია) - 110-დან 89 (86.9%).


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ასე ძმაო,შახტარიდან თავისუფლად არის შესაძლებელი ტოპ გუნდში მოხვედრა თუ კი არ დაიზარებს კაცი
ბაჩი
22:37 15-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული