საფეხბურთო ობსერვატორია CIES-მა საჰაერო ორთაბრძოლების ანალიზი ჩაატარა და უკრაინის პრემიერლიგაში ამ კომპონენტში საუკეთესოდ "შახტარის" ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა ცნო.
ხოჭოლავამ მეორე სართულზე ორთაბრძოლების 83.3% მოიგო. ქართველმა ლეგიონერმა 90-დან 75 საჰაერო დუელში გაიმარჯვა. ის ევროპული კლასიფიკაციით მეექვსედან ოცდამეთერთმეტე ლიგებში ამ კომპონენტში მე-11 ადგილზეა.
ლიდერი შოტლანდიური "ჰართსის" მცველი კრისტოფერ ბერაა - 268-დან 233 მოგებული დუელი (86.9%).
უკრაინაში მეორე ადგილზე სერგეი იავორსკია (მარიუპოლი) - 157-დან 128 (81.5%), მესამეზე კი ვიტალი ვერნიდუბი (ზორია) - 110-დან 89 (86.9%).