ლევან კობიაშვილი - ილოცონ, რომ სადისციპლინო კომიტეტზე თავიანთი გვარები სხვებმაც არ აღმოაჩინონ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ილოცონ, რომ თავიანთი გვარები სხვებმაც არ აღმოაჩინონ სადისციპლინო კომიტეტზე, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობიაშვილის ინფორმაციით, სადისციპლინო კომიტეტზე, რომელიც მალე ჩატარდება, უკვე გამოვლენილი ფეხბურთელებისა და კლუბების გარდა, სხვა ფეხბურთელების და კლუბების სახელებიც გაჟღერდება, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვის ნიშნები საეჭვო მატჩებზე.

„ეს არ არის დასასრული. გარწმუნებთ, ძალიან მალე სადისციპლინო კომიტეტზე სხვა ფეხბურთელების და არ გამოვრიცხავ, სხვა კლუბების სახელები აღმოჩნდეს; ხაზს ვუსვამ, ჩვენი მოკვლევით. მინდა ასევე ყველა გავაფრთხილო - არ გაბედონ მსგავსი რამ.
ილოცონ, რომ თავიანთი გვარები არ აღმოჩნდეს იქ“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

interpressnews.ge



მკითხველის კომენტარები / 10 /
ვლოცულობ ბატონო ლიოვა, სულ თქვენზე ვლოცულობ.))))))
კურდგელი ვაისი და ლენინი მოსკოვიდან
19:25 22-05-2019
0
ამ ბაიას ლაპარაკიც ცოდნია))) ვაიმე? ლა ვუყო ლააა? რა ჩასაყლაპი ხარ ლევანიკო, ბიწო, შენ ჩაქრი, შენა))) იაშკაც ამეტყველდება ეხლა და მერე პიზდეც ბაბულია, მტრისას. ნუ დაუფრთხეთ ბიწო საქართველოს ანგელოზები, გენიოსა ყაველა არსაგ დაგეკარგოთ))))
ჯოყოლა
18:20 22-05-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული