გიბრალტარის განაცხადი ცნობილია - რიბასმა საქართველოსთვის 31 ფეხბურთელი შეარჩია

AutoSharing Option
გიბრალტარის ეროვნული ნაკრების ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა ხულიო რიბასმა საქართველოსა და ირლანდიის წინააღმდეგ 31 ფეხბურთელს უხმო.

განაცხადში რამდენიმე ლეგიონერია და ისინი ინგლისის ნახევრად პროფესიონალურ კლუბებში თამაშობენ. ერთადერთი, ვინც შედარებით მაღალ დონეზე თამაშობს - 19 წლის ლუი ანესლია, რომელიც "ბლექბერნის" სარეზერვო კლუბში მიმდინარე წლის იანვარში გადაბარგდა და პრემიერლიგა 2-ში 17 წუთიც ითამაშა.

ასე გამოიყურება გიბრალტარის 31-კაციანი განაცხადი:

მეკარეები: დეილი კოლინგი (ევროპა), მეტ კეიფერი (გიბრალტარ ფენიქსი), კაილ გოლდვინი (გიბრალტარ იუნაიტედი)

მცველები: ლუი ანესლი (ბლექბერნი U23, ინგლისი), ერინ ბარნეტი (გიბრალტარ იუნაიტედი), ეთან ბრიტო (მონს
კეილპი), ჯარედ ბუჰაგერი (ლაიონს გიბრალტარი), ჯოზეფ ჩიპოლინა (ლინკოლნ რედ იმპსი), როი ჩიპოლინა (ლინკოლნ რედ იმპსი, კაპიტანი), ეთან ჯოლი (ევროპა), ჯინ კარლოს გარსია (გიბრალტარ ფენიქსი), აიმენ მოულჰი (გიბრალტარ იუნაიტედი), ჯეისი ოლივერო (აბინგდონ იუნაიტედი, ინგლისი), ბრედ ფაუერი (ლაინქსი), ჯეისონ ფუსი (გიბრალტარ ფენიქსი), ეთან სანტოსი (მონს კეილპი), ჯეკ სერჯანტი (ვესთ დიდსბარი და ჩარლტონი, ინგლისი), ეთან თორნ-ლამბიასი (ლინკოლნ რედ იმპსი).

ნახევარმცველები: ენტონი ბერდონი (უკლუბოდ), ენდრიუ ერნანდესი (სენტ ჯოზეფი), ენტონი ერნანდესი (ლინკოლნ რედ იმპსი), ელეინ პონსი (ლინკოლნ რედ იმპსი), მაიკლ რუიზი (ლინკოლნ რედ იმპსი), ლიამ უოლქერი (ევროპა).

თავდამსხმელები: ლი კასკიარო (ლინკოლნ რედ იმპსი), ჯემი კუმბერსი (ვესთ დიდსბარი და ჩარლტონი, ინგლისი), თიჯეი დებარი (ევროპა), ჯონ პოლ დუარტე (სენტ ჯოზეფი), დილან ფიქოქი (ლინკოლნ რედ იმპსი), ადამ პრისტლი (ოსეტ იუნაიტედი, ინგლისი), რის სტიჩი (ალფერტონ თაუნი, ინგლისი).

საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 7 ივნისს, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

altერთი დებიუტანტით - საქართველოს შემადგენლობა გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ ცნობილია

altროგორ ფორმაში ხვდებიან საქართველოს ნაკრების მოთამაშეები მომავალ ორ შეხვედრას

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული