თბილისის "საბურთალოსა" და "არარატ-არმენიას" შორის ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შესვენების დროს ფილმ "მიმინოდან" ვახტან კიკაბიძის მიერ შესრულებული სიმღერა ჩაირთო.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა "საბურთალოს" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი 14 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.