ვაისის სია ერთ კვირაში გამოქვეყნდება - საქართველო სამხრეთ კორეას შეხვდება?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს, ევრო 2020-ის შესარჩევის ფარგლებში, თბილისში დანიის ნაკრებს შეხვდება. თუმცა მანამდე, 5 სექტემბერს, შეიძლება სტამბულში სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდეს.

როგორც მოგეხსენებათ, შესარჩევში ჩვენი ჯგუფი 5-გუნდიანია. შესაბამისად, 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს თავისუფალი სათამაშო დღე აქვს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამხრეთკორეელებთან და მალე შესაძლებელია ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდეს.

დაპირისპირების ადგილი კი თურქეთის ქალაქი სტამბული იქნება. აქამდე საქართველოს ნაკრები სამხრეთკორეელებს არასდროს დაპირისპირებია.

რაც შეეხება ნაკრების შემადგენლობას, ვლადიმირ ვაისის სია მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.

altგიორგი ჩაკვეტაძე: სავარაუდოდ, 6 თვეში დავიწყებ თამაშს

16-30/08/geo4.jpg" border="0" alt="alt" title="ვაისის სია ერთ კვირაში გამოქვეყნდება - საქართველო სამხრეთ კორეას შეხვდება?" style="height: 50px; width: 50px;" />16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა სამხრეთ კორეა ვერ არიან რააა ....ესენი ისეთ სიჩქარეებზე თამაშობენ რომ ჩვენი ოპელი მაგათ ფერარისთან ვერაფერ კარგს ვერ გამორჩება გარდა ერთისა თავიანთი თვალით ნახონ თუ როგორ უნდა სირბილი ....ოკ დანიასთან მოგების შანსი ისედაც მცირე იყო და კორეელების შემდეგ ქანცგამოცლილები ფრის შანსიც აორთქლდება ....თანაც ისეთ ტემპზე თამაშის გამო ღმერთმა ნუ ქნას მაგრამ ზოგიერთმა ხრუსტალის ფეხბურთელებმა შეიძლება ტრამვებიც კი აიკიდოს ...ასე რომ ვერ არის ეგ ძაან კარგი არჩევანი თან თურქეთში თამაში რა უბედურებააა ...როდესაც 48 საათის შემდეგ სახლში ოფიციალური თამაში გვაქვს ...
ეხაააა
17:55 21-08-2019
1
ჯობდა ჩრდილოეთ კორეას შევხვედროდით ჩვენი პოლიტიკური ორიენტაციის შესაბამისად.
ოჩოპინტრე
19:59 21-08-2019
19

სიახლეები პოპულარული