საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ვლადიმირ ვაისის გუნდი თურქეთის ქალაქ სტამბოლში კორეის რესპუბლიკის ნაკრებს შეხვდება. ორივე ნაკრებისთვის აღნიშნული ამხანაგური შეხვედრა ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.
აზიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ქართველი ფეხბურთელები სტამბოლის "ბაშაქშეჰირის სტადიონზე" დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრები კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან შესახვედრად 2 სექტემბერს სტამბოლში დაიწყებს საწვრთნელ შეკრებას. კორეასთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდი თბილისში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს გამართავს. 8 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი "დინამო არენაზე" დანიას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კორეის
საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:
5 სექტემბერი. სტამბოლი, "ბაშაქშეჰირის სტადიონი"
კორეის რესპუბლიკა - საქართველო 16:30 (თბილისის დროით 17:30)
8 სექტემბერი. თბილისი, "დინამო არენა"
საქართველო-დანია 20:00
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით