ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები კორეის რესპუბლიკის გუნდს შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი თურქეთის ქალაქ სტამბოლში კორეის რესპუბლიკის ნაკრებს შეხვდება. ორივე ნაკრებისთვის აღნიშნული ამხანაგური შეხვედრა ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

აზიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ქართველი ფეხბურთელები სტამბოლის "ბაშაქშეჰირის სტადიონზე" დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან შესახვედრად 2 სექტემბერს სტამბოლში დაიწყებს საწვრთნელ შეკრებას. კორეასთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდი თბილისში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს გამართავს. 8 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი "დინამო არენაზე" დანიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კორეის
რესპუბლიკისა და დანიის ნაკრებთა წინააღმდეგ მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:

5 სექტემბერი. სტამბოლი, "ბაშაქშეჰირის სტადიონი"

კორეის რესპუბლიკა - საქართველო 16:30 (თბილისის დროით 17:30)

8 სექტემბერი. თბილისი, "დინამო არენა"  
საქართველო-დანია 20:00

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამწუხაროთ არჩევანი თითქმის არ გვაქვს ამ მხრივ და სხვის სურვილზე ვართ ყოველთვის დამოკიდებულები, ვერ ავირჩევთ ვინ გვინდა და ვინ არა. ჯერჯერობით ესეა და იმედია ნაკრები მოუმატებს ან სულაც ევროპაზე გავალთ და მერე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება საჩვენოდ. წარმატებები ნაკრებს!
s..s
19:33 23-08-2019
0
ჩემი აზრით არც ისე კარგი არჩევანია, სამხ. კორეა არც ისე უბრალო ნაკრებია და დანიელებთან მატჩამდე სამი დღით ადრე ზედმეტი ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვა არაფერში გვჭირდება, ჯობდა რომელიმე ჯუჯა ნაკრებთან გაევარჯიშათ!
დემე
10:27 23-08-2019
24

სიახლეები პოპულარული