აზიური ვეფხვები - რას წარმოადგენს საქართველოს მეტოქე სამხრეთ კორეის ნაკრები?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს სტამბულში სამხრეთ კორეის ნაკრებს დუპირისპირდება. ფიფას რეიტინგში 37-ე გუნდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ნაკრებია ფეხბურთელების გამოსაცდელად საკმაოდ კარგი სპარინგ პარტნიორია.

სამხრეთ კორეის ნაკრების მცირე ექსკურსი

სამხრეთ კორეის ნაკრებს აზიიდან ყველაზე მეტჯერ აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა მიღებული, ამ გუნდმა ყველაზე დიდ საფეხბურთო ფორუმზე 10-ჯერ ითამაშა. ამავდროულად სამხრეთ კორეა პირველი აზიური ქვეყანა იყო, რომელმაც მუნდიალის ნახევარფინალში ითამაშა, ისინი 2002 წელს მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

აზიის თასის პირველი ორი ჩემპიონატი კორეელთა გამარჯვებით დასრულდა, მას შემდეგ მათ აღარ მოუგიათ - თუმცა ისინი
4-ჯერ გავიდნენ მეორე ადგილზე.

კორეელთა გერბზე ვეფხვია გამოსახული, თუმცა მათი მეტსახელი "წითლებია", შესაბამისად ჰყავთ ფანკლუბი სახელად "წითელი ეშმაკები".

მწვრთნელი

"წითლებს" 2018 წლიდან 50 წლის პორტუგალიელი პაულო ბენტო უძღვება, რომელიც წლების განმავლობაში პორტუგალიის ნაკრებსაც წვრთნიდა. ამავდროულად მას უმუშავია "სპორტინგში", "ოლიმპიაკოსში", "კრუზეიროში" და ა.შ.

სამხრეთ კორეამ მისი ხელმძღვანელობით 16 შეხვედრა ჩაატარა, მათგან 10 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 წააგო. მისმა გუნდმა 22 გოლი გაიტანა და 8 მიიღო. პორტუგალიელის ხელმძღვანელობით კორეელები 4-1-3-2 ტაქტიკით თამაშობენ.

ფეხბურთელები

სამხრეთ კორეაში თუ ფეხბურთელს მედალი არა აქვს, მას ალმაცერად უყურებენ და არც არაფერს პატიობენ. 2018 წელს გუნდის ლიდერს სონი ჰინ მინსა და მის თანაგუნდელებს ჯარში წაყვანა დაემუქრათ. სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა 21 თვეს შეადგენდა. ინგლისური "ტოტენჰემი" სონი ჰინ მინთან კონტრაქტის გაწყვეტაზეც ფიქრობდა.

ისინი იმ შემთხვევაში დააღწევდნენ ჯარს თავს, თუ ოლიმპიურ თამაშებზე ან აზიის თამაშებზე გამარჯვებას მოიპოვებდნენ. თუმცა ოლიმპიადა 2016-ზე სამხრეთ კორეის ნაკრები ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. მაგრამ 2018 წლის აზიის თამაშებზე კორეელებმა თავის საწადელს მიაღწიეს კორეელებმა ფინალში იაპონიას 2:1 მოუგეს. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, გოლები დამატებით დროში გავიდა.

გუნდის ფეხბურთელების საერთო სატრანსფერო ღირებულება 112 400 000 ევროს შეადგენს, თუმცა 80 მილიონი მხოლოდ სონი ჰინ მინი ღირს, რომელიც გუნდის ლიდერი და კაპიტანია. 27 წლის ფეხბურთელი "ტოტენჰემის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და კლუბის მიღწევებში დიდ როლს თამაშობს.

გუნდს ძალიან კარგი შეტევა ჰყავს, თუმცა უკანა ხაზი არა. გამორჩეული ფეხბურთელებია "ფრაიბურგის" შემტევი კვონ ჩან ჰუნი, "ზალცბურგის" ფორვარდი ჰვან ჰი ჩანი, "ბორდოს" ფორვარდი ჰვან უი ჯო და "ვერონას" ახალგაზრდა ტალანტი ლი სუნ ვუ.

ნაკრების 52 პროცენტი ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შედგება, საშუალო ასაკი 26.6 წელია. ბოლოს ისინი ამხანაგურ შეხვედრაში ირანს დაუპირისპირდნენ და ფრე 1:1 ეთამაშეს, მანამდე კი ავსტრალია 1:0 დაამარცხეს.

P.S. მეტოქის უპირატესობა შეტევაა და სისწრაფის ხარჯზე შეეცდებიან ჩვენი დაცვის დაჯაბნას. თუმცა მათი დაცვა და საყრდენი ზონა არ ბრწყინავს, შესაბამისად ეს ჩვენს უპირატესობად შეიძლება გამოვიყენოთ. 

altვლადიმირ ვაისის თავის ტკივილი - ვინ გამოიძახოს? როცა ნახევარზე მეტი ფეხბურთელი ფორმაში არ არის

მკითხველის კომენტარები / 24 /
2002 წელს მეორე ადგილზე კი არ გავიდნენ გაიყვანეს ძალით იმის მერე ვერ ვიტან კორეის ნაკრებს .ჯერ იტალიასთან და მერე ესპანეთტან .დიდი კორუფციის სუნი იდგა მაგ ჩემპიონატზე
Gigusha
24 აგვისტო 2019 18:00
0
აგაშენა ღმერთმა! ერთი სადა ხართ თქვენ ბატონო ზუზუ, უვიცები და "პროფესორები" რომ გვიწოდე ყველას,ვინც ფეხბურთში კორუპციაზე საუბრობს და საბურთალოს ადვოკატად დაუდექით?-აჰ არა,რავა შეიძლება ასეთ მაღალ დონეზე ფეხბურთში ჩაწყობაზე წერაო.არადა უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება-დაწყებული 1978 წელს არგენტინა-პერუს 6-0 ფოკუზის შემდეგ დამთავრებული რაც კი ხდება დღევანდელ ფეხბურთში!
გიოშა
24 აგვისტო 2019 21:53
1
ჩშშ... დასავლეთზე რამის თქმისას ვარდის წყალი გამეივლეთ წინასწარ...ჩშშ
West
24 აგვისტო 2019 23:04
0
ყველა გამოხმაურება
საერთოდ, რას მიდიან, ვიცოდე ერთი !
არ წავიდნენ და 0:3 ჩაეთვლებათ. (0:5 -ს და ა.შ. ხომ სჯობს ?)
არგამოცხადებაზე საყვედურსაც არ ეტყვის გულშემატკივარი.
სულ ტყუილად დაბოდიალებენ ეს ვითომ ფეხბურთელები.
200 ნაკრებში და 100 -ე რომ ხარ, ფეხბურთელი არ უნდა გერქვას, ასე მგონია. ეგ მოყვარულობაა. ამ ჩვენი ვითომ ნაკრების ვითომ ფეხბურთელების პროფესიონალიზმი "0" -ს ქვევითაა. დადიან და ერთობიან, ვითომ ეზოში ჩადიოდნენ. სხვა რა დავარქვა მათ თამაშს არ ვიცი...
ზაზა
24 აგვისტო 2019 23:50
8
არასწორად არის დაგეგმილი ეს თამაში, ჯერ ერთი, რომ ძალიან სწრაფი გუნდია და მაგათთან თამაშის შემდეგ ძნელი იქნება ძალების აღდეგენა, მეორე კიდევ ორ დღეში დანიასთან ვერ იქნებიან მზად, თანაც სტამბულში ამხელა გზა.
x.x
24 აგვისტო 2019 18:27
2
მინიმუმ 5 ბურთის სხვაობით წავაგებთ! ((( ძალიან არ მინდა მაგრამ ....
aburjga
24 აგვისტო 2019 21:57
7
დაგვამყნობენ :)))
ანდუყაფარი
24 აგვისტო 2019 15:03
19
თუნდაც რომ ასეც იყოს, ასეთი კომენტარი თან სიხარულის ნიშნით, ყველაზე ცოტა არასასიამოვნო საყურებელია.
Merab1970
24 აგვისტო 2019 16:00
4
კორეის ნსკრები კიარა, საქართველოს ნაკრები რას წარმოადგენს?
ბარაქა
24 აგვისტო 2019 22:00
0
4-1-3-1 რანაირი ტაქტიკაა? 1 ფეხბურთელი გაციებულია?
ზუზუ
24 აგვისტო 2019 21:39
2
))))))))))) ვაიმე, მოვკვდი სიცილით, აღარ შემიძლია...)))))))))))))))))
aburjga
25 აგვისტო 2019 17:32
0
ჩვენებსაც უნდა დაემუქრო ასე და ჯარში გაუშვა თუ წააგებენ იქნებ მერე მაინც გამოგვივიდეს რამე :D :D
leri
24 აგვისტო 2019 17:03
0
ჩვენები გირჩის წევრები არიან და ვერ წაიყვანენ ჯარში :D :D
roma bejanidze
24 აგვისტო 2019 21:28
0
4-1-3-1 ახალი ტაქტიკაა? თავიდანვე კაცნაკლულები თამაშობენ? )))
რაღაცას ეშმაკობენ ეს ოხერი კორეელები))))
Mazzola
24 აგვისტო 2019 21:35
2
უტვინოდ ,არაპროცესიონალურად დაგეგმილი თამაშია.სამხრეთ კორეის გუნდი თითქმის ყველა მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეა და ზოგჯერ სიურპრიზებითაც გამოიოირჩეოდა,ჯგუფიდანაც გადიოდა და მერვედ მერვედფინალებშიც უთამაშია,უნდა შეერჩიათ დანიის სტილის გუნდი და ორი დღე კი ძალიან ცოტაა სპარინგიდან ოფიციალურ მატჩამდე , ამ სიძლიერის გუნდებთან სრული დახარჯვით თამაშისას ორივე თამაშს წავაგებთ, საუბედუროდ ჩვენთვის, ამგვარი ... ფანდურული მიდგომით. სლოვაკი არ არის ის , ვინც დღეს ეროვნულ ნაკრებს ესჭიროება წინსვლისთვის მსოფლიოს ტოფ თუთხმეტიდან ქოაჩი ჰაერივით გვჭირდება, ამდენი -ათწლობით ეროვნული ნაკრების ჩავარდნის შემდგომ.....
I Am Georgian. Great British
24 აგვისტო 2019 21:13
7
თან მაგრად,და რატომაა არასასიამოვნო? 20-23 წლის ბიჭი რომ ვერ დარბის,ეგ სასიამოვნოა?
ერმონია
24 აგვისტო 2019 17:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული