"ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ირლანდიის წინააღმდეგ წარმატებით ვითამაშოთ და გულშემატკივარი გავახაროთ"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის მეთერთმეტე დაპირისპირება "დინამო არენაზე" 12 ოქტომბერს შედგება.

ჯგუფის ლიდერთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 7 ოქტომბრიდან არასრული შემადგენლობით ემზადება.

მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში დღესაც 21 ფეხბურთელი იყო. საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, გუნდმა 9 ოქტომბერს დილის ვარჯიში სრული დატვირთვით ჩაატარა.

სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ კი, ფეხბურთელებმა თავისუფალი დრო გამოიყენეს და ეროვნული ნაკრების სამი წევრი: გიორგი ქვილითაია, გიორგი აბურჯანია და გიორგი ლორია თბილისის 157-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. ფეხბურთელებმა სკოლის მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს და საქართველო-ირლანდიის მატჩზე დაპატიჟეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების
მოთამაშეებმა ირლანდიასთან და გიბრალტართან დაგეგმილი მატჩების შესახებ ისაუბრეს:

გიორგი ქვილითაია: "რა თქმა უნდა, ირლანდია უხერხული მეტოქეა და სამწუხაროდ, მათთან ჯერ არ მოგვიგია. მიმდინარე წელს ბოლო საშინაო მატჩის გამართვა სწორედ მათ წინააღმდეგ გვიწევს და იმედი მაქვს, რომ ჩვენს გულშემატკივართან ერთად ირლანდიის დამარცხებას და სამი ქულის მოპოვებას შევძლებთ.

რაც შეეხება ჩემს სათამაშო ფორმას, საბედნიეროდ, ტრავმა აღარ მაწუხებს და ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს ვარ. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებს ჩემი შედეგიანი თამაშით დავეხმარები".

Sportall.Ge

გიორგი აბურჯანია: "ირლანდია ჩვენთვის რთული მეტოქეა. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ირლანდიის წინააღმდეგ წარმატებით ვითამაშოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

ჯერჯერობით სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ხვალიდან შემოგვიერთდებიან. წინ ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის. ჩვენი სურვილია, რომ მიმდინარე წლის ბოლო საშინაო მატჩი სასურველი შედეგით დავასრულოთ.

მსურს, რომ გულშემატკივარს მოვუწოდო, მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ. ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელისთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია".

10 ოქტომბერს დაგეგმილ სავარჯიშო პროცესში ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშიაც ჩაერთვებიან.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ გათამაშებენ და.. ეხლა ჩაკვეხელიძე შევა ფორმაში და ყველას მოუგებენ.
ddgfdf
00:57 20-10-2019
0
ჟორა .შენ ამ ერის ნაწილი არახარ ეტყობა და ქართულად რატო წერ შემოგზავნილი ხარ.ჩვენ ჩვენი გვტკივა და გვაწუხებს და ესეთების გულის გასახეთქად წარმატებები ბიჭებს
თემური
14:29 10-10-2019
0

სიახლეები პოპულარული