ლუკა მოდრიჩმა საქართველოსთან გამართული შეხვედრა გაიხსენა

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, "ოქროს ბურთის" მფლობელმა ლუკა მოდრიჩმა უნგრულ გამოცემასთან საუბრისას 2011 წელს ხორვატიასა და საქართველოს შორის სპლიტში გამართული შეხვედრა გაიხსენა.

"ძალიან გვიხარია, რომ სპლიტში კიდევ ერთხელ გვიწევს თამაში. ჩემი საუკეთესო მოგონება ამ ქალაქთან საქართველოსთან გამართულ შეხვედრას უკავშირდება. მაშინაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრა იყო და ფანების დიდი მხარდაჭერის წყალობით შევძელით გამარჯვება. იმედი გვაქვს, რომ ხუთშაბათსაც (ანუ დღეს, 10 ოქტომბერს) ასეთი შედეგი გვექნება", - უთხრა მოდრიჩმა nuus.hu-ს.

2011 წელს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გამართულ მატჩში, ხორვატიის ნაკრებმა
ჩვენს ეროვნულ გუნდს 2:1 მოუგო. ანგარიში ჯაბა კანკავამ გახსნა მე-16 წუთზე. ხოლო ხორვატებმა მეორე ტაიმში, 76-ე და 78-ე წუთებზე მანჯუკიჩისა და კალინიჩის გოლებით გვიპასუხეს. დღეს, 10 ოქტომბერს კი, ხორვატია სპლიტში უნგრეთს უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული