ირლანდიელები სწრაფი გოლის გაშვებას უფრთხიან - მაკარტი დაფის გამოჯანმრთელებამ გაახარა

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრები ევროშესარჩევი ციკლის D ჯგუფში ლიდერობამ თავდაჯერებული გახადა. თბილისში 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩასატარებელი მატჩის წინ ოპტიმისტურ განწყობაზე არიან და დღესაც ხალისიანად ივარჯიშეს.

ირლანდიელთა მწვრთნელი მიკ მაკარტი განსაკუთრებით "ბრაიტონის" მცველ შეინ დაფის მწყობრში ჩადგომამ გაახარა და მისი ეიმედება. არადა, 27 წლის დაფის "ჯვაროსნებთან" თამაში თითქმის გამორიცხული იყო.

"ვულვერჰემპტონის" მცველმა მეტ დოერტიმ "ინდეპენდენტს" განუცხადა, რომ საქართველოს მათთან საშინაო მატჩებში გოლი ყოველთვის გაჰქონდა. ეს არ უნდა დაუშვან, მით უმეტეს, დებიუტში, თორემ შემდეგ თამაშის შემოტრიალება გაჭირდება და ევრო 2020-ის საგზურისთვის ბრძოლა
გაურთულდებათ.

გამოცემის მტკიცებით, ამ მოსაზრებას ირლანდიის ნაკრების ყველა წევრი იზიარებს, "დინამო არენაზე" სრულად მობილიზებულნი გავლენ, რათა ქართველებს კვლავ სძლიონ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძლიონ არა იხვიი :)))))
ლეონი
22:42 10-10-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული