საქართველოს ნაკრები სრულად შეიკრიბა და ირლანდიასთან მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე ოთხი დღეა ემზადება.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა 10 ოქტომბერს, ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ეროვნულ ნაკრებს გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი შეუერთდნენ.

საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. ამ ეტაპზე შეკრებაზე 23 ფეხბურთელი იმყოფება და ირლანდიასა და გიბრალტართან მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება.

11 ოქტომბერს ორივე გუნდი მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. ჩვენი გუნდი კვლავ ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე
ივარჯიშებს, ირლანდიელთა საწვრთნელ პროცესს კი თბილისის "დინამო არენა" უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები:
გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები კუთვნილ აკრედიტაციას 11 ოქტომბერს, "დინამო არენის" მედიაცენტრში 12 საათიდან 17 საათამდე მიიღებენ. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს.

11 ოქტომბრის განრიგი:

15:30. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია ("დინამო არენა")
16:30. ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია ("დინამო არენა")
17:00. ირლანდიის ნაკრების ვარჯიში ("დინამო არენა" - გადაღება დაშვებულია საწყისი 15 წუთის განმავლობაში)
18:30. საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზა. გადაღება დაშვებულია საწყისი 15 წუთის განმავლობაში)

საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება თბილისის "დინამო არენაზე" 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა "დინამო არენის" სალაროებში და ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაზარე კუპატაძე ეროვნული ლიგის სტატისტიკით მშრალი მატჩებით მე-10-ე ადგილზეა,რა კრიტერიუმით არჩებენ ნაკრების ფეხბულთელებს ეროვნული ლიგიდან?
Maxo
09:07 11-10-2019
0

სიახლეები პოპულარული