გურამ კაშია: დროა, გულშემატკივარი გავახაროთ - ირლანდიასთან მატჩი ჩვენთვის გამორჩეული იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს "სან ხოსეს" ფეხბურთელები, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილიც შეუერთდნენ და ირლანდიასთან ევროშესარჩევი ციკლის მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება. ფეხბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი კაშიამ გააკეთა:

"ირლანდიასთან ყოველთვის საინტერესო თამაში გვაქვს. შემადგენლობას, რომელიც ამ მატჩისთვის ემზადება, ვფიქრობ, რომ შეუძლია არასასიამოვნო ტრადიციის შეცვლა და ირლანდიასთან სასურველი შედეგის მიღწევა. თუ გავითვალისწინებთ ბოლო მატჩებს ირლანდიასთან, უფრო უკეთესი მაჩვენებელი უნდა გვქონდეს.

ვფიქრობ, დროა, წლის ბოლო საშინაო შეხვედრაში გულშემატკივარი გავახაროთ და ის შედეგი ვაჩვენოთ, რომელიც ყველას დაგვაკმაყოფილებს. "დინამო არენაზე" თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია და დარწმუნებული ვარ, ირლანდიელთა
წინააღმდეგ მატჩი ჩვენთვის გამორჩეული იქნება. ირლანდია ჯგუფის ლიდერია და მათთვის ყველა ქულას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ჩვენც ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ მათ წინააღმდეგ და შედეგიც აუცილებლად იქნება."

მკითხველის კომენტარები / 2 /
სან-ხოსეში ხო სასწაულები დაატრიალე და ეხლა ჩვენ გაგვიყვან ალბათ გალაქტიკაზე...
Pele
07:48 11-10-2019
18
ჩემი მტერი იყო შენს იმედზე. წავიდა შენი დრო გურამ, თავადაც იცი.
emigranti
03:59 11-10-2019
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული