გიორგი ქვილითაია: ვეცდები, ირლანდიასთან მაქსიმალურად გამოვავლინო საკუთარი თავი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ირლანდიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"მენტალურად მზად ვართ, იმიტომ, რომ ბოლო საშინაო მატჩში წარმატებულად ვითამაშეთ. ფეხბურთელები მომავალი შეხვედრისთვის მოტივირებულები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ.

ეს მატჩი არის წლის ბოლო საშინაო მატჩი და ხვალ არის ალბათ უკვე დრო, რომ სამი ქულა დავტოვოთ სახლში და გავემგზავროთ გიბრალტარში.

რა თქმა უნდა, რთული პერიოდი მაქვს, ვკარგავ კონდიციებს და ეს ჩემს სათამაშო ხასიათზეც აისახება. როცა მეძლევა დრო, მე მას მაქსიმალურად ვიყენებ. მაგალითად, ბელგიის თასზე ბოლომდე
დავიხარჯე. შევეცდები, ნაკრებშიც და კლუბშიც მაქსიმალურად დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები; ვეცდები, ხვალ მაქსიმალურად გამოვავლინო საკუთარი თავი.

გიორგი ჩაკვეტაძემ დაიწყო ვარჯიში. ბევრი რამ საქართველოში ცუდად ითარგმნება და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ის ბურთით ვარჯიშობს და მგონია, რომ წლის ბოლომდე  შეძლებს რომელიმე მატჩში მონაწილეობის მიღებას".

ხვალ, 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ირლანდიას 17:00 საათზე დაუპირისპირდება.

altვლადიმირ ვაისი: იმედი მაქვს, რომ მწვრთნელის როლში პირველად მოვუგებ ირლანდიას

altშეგვიძლია თუ არა ირლანდიის ნაკრების დამარცხება? - საქართველოს მე-11 მცდელობა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტა გოლების გატანას ისწავლიდეთ
ზურაბ
15:50 12-10-2019
0
იქნებ სენაკის ეგრის დაეხმარო,გენტში მაინც არ გათამაშებენ,ა
ეგრისი
23:31 11-10-2019
8

სიახლეები პოპულარული