ირლანდიელთა თავკაცი: გთხოვთ, სწორად გამიგოთ, საქართველოს პატივს ვცემთ, მაგრამ...

AutoSharing Option
11 ოქტომბერს ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"გთხოვთ, სწორად გამიგოთ, ჩვენ საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ. თქვენს ნაკრებს დანიასთან არათუ ფრე, არამედ მოგებაც შეეძლო. თუმცა ამჟამად შვეიცარიაშიც მოსაგებად მივემგზავრებით და ხვალაც მოგება გვაქვს დაგეგმილი.

ხვალინდელ შემადგენლობას ვერ დაგისახელებთ. ბევრი ფეხბურთელი დაგვაკლდება დისკვალიფიკაციის და ტრავმების გამო, მაგრამ ეს ჩვენთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მათ სრულფასოვნად შეცვლიან.

ის ფეხბურთელები კი, რომლებიც ხვალ არ იქნებიან, მათ უკვე დიდი როლი ითამაშეს ნაკრების წარმატებაში
და მომავალში დაგვიბრუნდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დაცვას გამოვარჩევდი. ჩვენ ვნახეთ წინა შეხვედრაში, თუ როგორი წინააღმდეგობა გაუწიეს დანიის ნაკრებს. ჩვენ შევეცდებით, თავისუფალი სივრცეები მოვნახოთ", - თქვა მაკარტიმ.

საქართველოსა და ირლანდიას შორის ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი 12 ოქტომბერს "დინამო არენაზე", 17:00 საათზე დაიწყება. მატჩს "პირველი არხი" გააშუქებს.

altვლადიმირ ვაისი: იმედი მაქვს, რომ მწვრთნელის როლში პირველად მოვუგებ ირლანდიას

altშეგვიძლია თუ არა ირლანდიის ნაკრების დამარცხება? - საქართველოს მე-11 მცდელობა



მკითხველის კომენტარები / 11 /
ხვალ ბავშვებთან ერთად მოვდივარ სტადიონზე უნდა დაგამარცხოთ და მოვიშოროთ ირლანდიური თარსვა
ტეტე1234
23:12 11-10-2019
1
აუ ერთი დავახიოთ ბურთი თავზე ამათ რა , სპორტული გაგებით რათქმაუნდა :) მეც დიდ პატივს ვცემ ირლანდიას, ნამდვილად ვამბობ, მარა ეს თამაში მაგრად უნდა მოვუგოთ!!! ლაღად ითამაშეთ და ვაისი იმედია შეტევით ფორმაციას აირჩევს. მთავარია ოქრიაშვილი, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი და ანანიძე იყვნენ ცენტრში და ქვილითაია თავდასხმაში და მაგათ ვანახებთ სეირს. მიდით ბიჭებო!!
გადასარევი გიორგი
22:53 11-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული