საქართველო VS ირლანდია - ვისი ტაქტიკა გაამართლებს?

AutoSharing Option
დღეს, 12 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" 17:00 საათზე გაიმართება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აჩვენებს.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ხუთი შეხვედრა ჩაატარა და 4 ქულა მოიპოვა, ბოლო მატჩში საქართველომ თბილისში დანიას ფრე 0:0 ეთამაშა.

გავტეხავთ ამჯერად ირლანდიასთან ნავსს? ვლადიმირ ვაისმა ერთხელ უკვე მოახერხა ეს და "მწვანე ბიჭებს" ფრე ეთამაშა. იქნება შემდეგი ნაბიჯი გამარჯვება ირლანდიასთან?

საქართველოს ნაკრები

ის ფეხბურთელები, რომლებმაც დანიასთან ითამაშეს ერთი თვის შემდეგ საღ-სალამათნი არიან.

იმის მიუხედავად, რომ გიორგი მაკარიძე იდეალურ
ფორმაშია ნაკლებად სავარაუდოა სლოვაკმა სპეციალისტმა კარები მას ანდოს, მისთვის გიორგი ლორია პირველია და ალბათ ცვლილებაც არ იქნება.

გადაადგილებებს არც დაცვაში უნდა ველოდოთ, ქართული ტრაგიკომედიაა - გვყავს ორი ფეხბურთელი რომლის გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, თუმცა მათ ამ ეტაპზე ჯობს ორი ვეტარანი "სან ხოსედან" და ტულის "არსენალიდან". გია გრიგალავამ და გურამ კაშიამ დანიასთან მატჩი იდეალურად ჩაატარეს. შემდეგ კლუბში სათამაშო დროც ჰქონდათ, ერთი ეგ არის რომ კაშიას ამერიკაში ძალიან ცუდი შეხვედრები გამოუვიდა, შემდეგ გზაში დიდი დრო დაჰყო და ეს როგორ აისახება მის თამაშზე, ამას დღეს ვნახავთ.

ფლანგებზე ოთარ კაკაბაძე და ჯიმი ტაბიძე იქნება, ეს უკანასკნელი მარცხენა მცველი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში საუკეთესო კანდიდატურაა ამ პოზიციაზე.

ერთადერთი ცვლილება რაც იქნება ეს ჯაბა კანკავას დაბრუნებაა, ნაკრების კაპიტანმა წინა შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ის გიორგი აბურჯანიას ჩაანაცვლებს და დანიასთან შეხვედრის MVP-ს ოთარ კიტეიშვილს შეუწყვილდება.

ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზეც თქვა, ირლანდიასთან შეხვედრაში დიდ როლს ითამაშებდნენ ტექნიკური ფეხბურთელები. შესაბამისად ვაკო ყაზაიშვილი, ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი პირველივე წუთებიდან შეუტევენ.

კითხვის ნიშანი არსებობდა გიორგი ქვილითაიას თამაშთან დაკავშირებით, რადგან მას კლუბში არ ენდობიან. თუმცა მისი პრესკონფერენციაზე გამოჩენა და ვლადიმირ ვაისის საუბარი ცხადჰყოფს, რომ ის კვლავ ძირითადში იქნება.

ანუ ერთი ცვლილებით და იგივე შემართებით, ეს არის ჩვენი გეგმა!

ირლანდიის ნაკრები

ათი შეხვედრა და ცხრა მარცხი. ეს ის სტატისტიკაა, რომლის გამოსწორებას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. თუმცა რაღაც ხომ უნდა ვისწავლოთ? ხვალინდელ შეხვედრაში გამოჩნდება გვაქვს თუ არა პროგრესი, ირლანდია გარკვეულ ნიშნულად უნდა ვაქციოთ.

მეტოქე თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა, ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ: რონან კერტისი ("პორტსმუთი"), გრეგ კანინგემი ("ბლექბერნი") დარა ლენიჰანი ("ბლექბერნი"), რიჩარდ კეო ("დერბი") დევიდ მაკდოლდრიკი ("შეფილდი").

დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს: ენდა სტევენსი ("შეფილდი"). ტრავმა მოირჩინა და გუნდს შეუერთდა შეინ დაფი, თუმცა რამდენად შეძლებს თამაშს ეს საეჭვოა.

უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ 5 სექტემბერს შვეიცარიასთან (1:1) ძირითად შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელებიდან, სამი მცველი და ერთი თავდამსხმელი არ ეყოლებათ.

მიუხედავად დანაკლისისა ირლანდიელთა მწვრთნელი მიკ მაკარტი იმედიანად იყო განწყობილი და პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ მათ ჰყავდათ ფეხბურთელები, რომლებიც სრულყოფილად ჩაანაცვლებდნენ ამ მოთამაშეებს.

ირლანდიის ნაკრები "ტრანსფერმარკეტზე" 96.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ყველაზე ძვირადღირებული გუნდის კაპიტანი სეამუს კოულმენია ("ევერტონი"), რომელიც 15 მილიონად არის შეფასებული. მისი მდევარია შეინ დაფი ("ბრაიტონი") 12 მილიონი და ჯეფ ჰენდრიკი ("ბარნლი") 10 მილიონი.

ირლანდიელები ამჟამად ჯგუფში 11 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, თუმცა არცერთი საკვანძო მატჩი არ მოუგია. მათ ორჯერ გიბრალტარის ნაკრები და ერთხელ საქართველოს ნაკრები დაამარცხეს. მათი შეხვედრა დანიასთან და შვეიცარიასთან 1:1 დასრულდა.

მსაჯები

შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურება მარკო გუიდას მეთაურობით, ამ მსაჯმა 2019/2020 წლების საკლუბო სეზონში, 7 შეხვედრაში იმსაჯა 37 ყვითელი ბარათი ჩამოარიგა და 2-იც წითელი. იტალიელს ძალიან უყვარს ბარათების დარიგება.

მოლოდინი

რა თქმა უნდა ირლანდია ფავორიტია და არ დავფრინავთ ოცნებებში, სადაც ჩვენი ნაკრები ირლანდიას სჯობნის. მაგრამ დაუმარცხებელი არავინაა და ფეხბურთში მარტო ფიზიკური მომზადება არაფერს წყვეტს.

მწვრთნელის გამართულ ტაქტიკას, რომელიც საჭადრაკო პარტიასავით გამოიყურება დიდი მნიშვნელობა აქვს. დიახ, ეს დუელი ვლადიმირ ვაისი VS მიკ მაკარტი უფრო არის, ვიდრე ნაკრებების დუელი. რადგან ირლანდიელთა დანაკლისიდან და ჩვენი ნაკრების შემართებიდან გამომდინარე, მონახაზი ფურცელზე დიდ როლს ითამაშებს.

altირლანდიელთა თავკაცი: გთხოვთ, სწორად გამიგოთ, საქართველოს პატივს ვცემთ, მაგრამ...

altგიორგი ქვილითაია: ვეცდები, ირლანდიასთან მაქსიმალურად გამოვავლინო საკუთარი თავი

altვლადიმირ ვაისი: იმედი მაქვს, რომ მწვრთნელის როლში პირველად მოვუგებ ირლანდიას

altშეგვიძლია თუ არა ირლანდიის ნაკრების დამარცხება? - საქართველოს მე-11 მცდელობა







დღეს, 12 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" 17:00 საათზე გაიმართება.


მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აჩვენებს.


საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ხუთი შეხვედრა ჩაატარა და 4 ქულა მოიპოვა, ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა თბილისში დანიას ფრე 0:0 ეთამაშა.


გავტეხავთ ამჯერად ნავსს? ვლადიმირ ვაისმა ერთხელ უკვე მოახერხა ეს და "მწვანე ბიჭებს" ფრე ეთამაშა. იქნება შემდეგი ნაბიჯი გამარჯვება ირლანდიასთან?


საქართველოს ნაკრები


ის ფეხბურთელები, რომლებმაც დანიასთან ითამაშეს ერთი თვის შემდეგ საღ-სალამათნი არიან და მეტწილად უკეთეს ფორმაში.


იმის მიუხედავად, რომ გიორგი მაკარიძე იდეალურ ფორმაშია ნაკლებად სავარაუდოა სლოვაკმა სპეციალისტმა კარები მას ანდოს, მისთვის გიორგი ლორია პირველია და ალბათ ცვლილებაც არ იქნება.


გადაადგილებებს არც დაცვაში უნდა ველოდოთ, ქართული ტრაგიკომედიაა - გვყავს ორი ფეხბურთელი რომლის გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, თუმცა მათ ამ ეტაპზე ჯობს ორი ვეტარანი "სან ხოსედან და ტულის "არსენალიდან". გია გრიგალავამ და გურამ კაშიამ დანიასთან მატჩი იდეალურად ჩაატარეს. შემდეგ კლუბებში სათამაშო დროც ჰქონდათ, ერთი ეგ არის რომ კაშიამ ამერიკაში ძალიან ცუდი შეხვედრები ჩაატარა, შემდეგ გზაში დიდი დრო დაჰყო და ეს როგორ აისახება ირლანდიასთან მატჩში, ამას დღეს ვნახავთ.


ფლანგებზე ოთარ კაკაბაძე და ჯიმი ტაბიძე იქნება, ეს უკანასკნელი მარცხენა მცველი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში საუკეთესო კანდიდატურაა ამ პოზიციაზე.


ერთადერთი ცვლილება რაც იქნება ეს ჯაბა კანკავას დაბრუნება იქნება, ნაკრების კაპიტანმა წინა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. ის გიორგი აბურჯანიას ჩაანაცვლებს და დანიასთან შეხვედრის "MVP"-ის ოთარ კიტეიშვილს შეუწყვილდება.


ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზეც თქვა, ირლანდიასთან შეხვედრაში დიდ როლს ითამაშებდა ტექნიკური ფეხბურთელები. შესაბამისად ვაკო ყაზაიშვილი, ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი პირველივე წუთებიდან შეუტევენ.


კითხვის ნიშანი არსებობდა გიორგი ქვილითაიას თამაშთან დაკავშირებით, რადგან მას კლუბში არ ენდობიან და სათამაშო ფორმა არ აქვს. თუმცა მისი პრესკონფერენციაზე გამოჩენა და ვლადიმირ ვაისის საუბარი ცხადჰყოფს, რომ ის კვლავ ძირითადში იქნება.


ანუ ერთი ცვლილებით და იგივე შემართებით, ეს არის ჩვენი გეგმა!


ირლანდიის ნაკრები


ათი შეხვედრა და ცხრა მარცხი. ეს ის სტატისტიკაა, რომლის გამოსწორებას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. თუმცა რაღაც ხომ უნდა ვისწავლოთ? ხვალინდელ შეხვედრაში გამოჩნდება გვაქვს თუ არა პროგრესი? ირლანდია გარკვეულ ნიშნულად უნდა ვაქციოთ.


მეტოქე თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა, ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ: რონან კერტისი ("პორტსმუთი"), გრეგ კანინგემი ("ბლექბერნი") დარა ლენიჰანი ("ბლექბერნი"), რიჩარდ კეო ("დერბი") დევიდ მაკდოლდრიკი ("შეფილდი"). დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს: ენდა სტევენსი ("შეფილდი"). ტრავმა მოირჩინა და გუნდს შეუერთდა შეინ დაფი, თუმცა რამდენად შეძლებს თამაშს ეს საეჭვოა.


უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ 5 სექტემბერს შვეიცარიასთან (1:1) ძირითად შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელებიდან , სამი მცველი და ერთი თავდამსხმელი ვერ ითამაშებს.


მიუხედავად დანაკლისისა ირლანდიელთა მწვრთნელი მიკ მაკარტი იმედიანად იყო განწყობილი და პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ მათ ჰყავდათ ფეხბურთელები რომლებიც სრულყოფილად ჩაანაცვლებდნენ ამ მოთამაშეებს.

ირლანდიის ნაკრები "ტრანსფერმარკეტზე" 96.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ყველაზე ძვირადღირებული გუნდის კაპიტანი სეამუს კოულმენია ("ევერტონი"), რომელიც 15 მილიონად არის შეფასებული. მისი მდევარია შეინ დაფი ("ბრაიტონი") 12 მილიონი და ჯეფ ჰენდრიკი ("ბარნლი") 10 მილიონი.


ირლანდიელები ამჟამად ჯგუფში 11 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, თუმცა არცერთი საკვანძო მატჩი არ მოუგია. მათ ორჯერ გიბრალტარის ნაკრები და ერთხელ საქართველოს ნაკრები დაამარცხეს, ხოლო ფრეც კი დღევანდელ შეხვედრაში მათ შეიძლება ევროპის ჩემპიონატის ფასად დაუჯდეთ.


მსაჯები


შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურება მარკო გუიდას მეთაურობით, ამ მსაჯმა 2019/2020 წლების საკლუბო სეზონში, 7 შეხვედრაში იმსაჯა 37 ყვითელი ბარათი ჩამოარიგა და 2-იც წითელი. იტალიელს ძალიან უყვარს ბარათების დარიგება.


მოლოდინი


რა თქმა უნდა ირლანდია ფავორიტია და არ დავფრინავთ ოცნებებში, სადაც ჩვენი ნაკრები ბრიტანელებისას სჯობნის. მაგრამ დაუმარცხებელი არავინ არ არის და ფეხბურთში მარტო ფიზიკური მომზადება არაფერს წყვეტს.


მწვრთნელის გამართულ ტაქტიკას, რომელიც საჭადრაკო პარტიასავით გამოიყურება დიდი მნიშვნელობა აქვს. დიახ, ეს დუელი ვლადიმირ ვაისი VS მიკ მაკარტი უფრო არის, ვიდრე ნაკრებების დუელი.


რადგან ირლანდიელთა დანაკლისიდან გამომდინარე და ჩვენი ნაკრების შემართებიდან გამომდინარე, დანახაზი ფურცელზე დიდ როლს ითამაშებს.




მკითხველის კომენტარები / 8 /
ვაისს ტაქტიკაში არამგონია ეშლებოდეს ეს მან სლოვაკეთის ნაკრებში დაამტკიცა! ვაისს ფიგურები არ უვარგა საჭადრაკო პარტიაში და არც პაიკი არ ყავს რომელიც დედოფლად გადაიქცევა დიდი დიდი ცხენად თუ გადაიქცეს ვინმე სამწუხაროდ:(
ლაშა
15:34 12-10-2019
1
ჩვენი დიდი უპირატესობა ტექნიკაში უნდა დავამტკიცოთ. რაც მეტად მოკლე პასებით და ტექნიკურად ვიტამაშებთ ცენტრში და ტრიპაჩობაში კი არა, არამედ ლაღ თამაშში თუ გადავა ეს , მით მეტ ჯარიმას ავკიდებთ და ტრიბუნებს გავაცოცხლებთ. ასე რომ ძალიან თავისუფლად, მოქნილად და თამამად უნდა ვითამაშოთ შეტევაში. საუკეთესო დაცვაც ეს იქნება. ბურთი უნდა ვაკონტროლოთ მთელი თამაში, ამას ისედაც დაგვითმობს ირლანდია რაღაც მონაკვეთებში. მთავარი ასევე კიდევ ის მგონია, რომ ამჯერად თავად ირლანდია შეეცდება სწრაფი გოლი გაგვიტანოს დასაწყისშივე. ისე გამოაცხადეს რომ უფრთხიან სწრაფ გოლს, რომ მგონი პირიქით ემზადებიან თავად ამისთვის. ასე რომ ყურადღებით, მარა თამამად :) აბა წარმატებები! ვიგებთ!!!
გადასარევი გიორგი
13:46 12-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული