საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ოქტომბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მე-6 ტურში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ირლანდიასთნ 10 მოუგებელი მატჩის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემტევი შემადგენლობა დააყენა.

სტუმრებს დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ საბედნიეროდ ძელმა გვიხსნა. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა და პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შექმნა, როდესაც ქვილითაიამ პასი ანანიძეს გაუკეთა, მისი დარტყმული ბურთი კი მიზანს ასცდა.

"ჯვაროსნები" ბევრს უტევდა, ირლანდიას კი ზონები სიმედოდ ჰქონდა გადაკეტილი და კონტრიერიშებით გვპასუხობდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ
შეცვლილა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და 65-ე წუთზე შანსი ანანიძეს მიეცა, რომელიც საჯარიმოსკენ გაიჭრა, თუმცა სისწრაფე არ ეყო და წააქციეს. საჯარიმო თავად ჯანომ შეასრულა - არაზუსტად.

შეცვლაზე შესული ლობჯანიძე 84-ე წუთზე ერთ მცველს გასცდა, კარის წინ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა არ დააცალეს. სტუმრებს შეტევებში თითქის არაფერი გამოსდიოდათ, მხოლოდ ერთი ნახევრადმომენტი კონოლის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ირლანდია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (აბურჯანია 89), ოქრიაშვილი (ლობჯანიძე 77), ანანიძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია (შენგელია 73)

ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, დაფი, ეგანი, უილანი, დოერტი, მაკლინი, რობინსონი (ბრაუნი 73), ჰენდრიკი, ჰურიჰანი (უილიამსი 90+3), კოლინზი (კონოლი 77)

altვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

altირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ

altblick: საქართველოს ნაკრების საჩუქარი შვეიცარიას

altdailymail: ლორია მაყურებელი იყო - წარმოსახვის უუნარო ირლანდიელები თბილისში ჩიხში შევიდნენ

 

altirishmirror.ie-ს შეფასებები: მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანანიძე იყო - ირლანდიელები ქშინავდნენ


მკითხველის კომენტარები / 69 /
აუ, კოსოვოს ჩეხეთს გასვლა თუ ვერ მოუგო, ფინალში მოგვასკდებიან და აქ რამე უნდა მოვახერხოთ... აუ რა თამაში იქნებაა, თუ მოვიგეთ, თასების თასისნაერად მოვუყვებით შვილიშვილებს :-D
რა მაფიაა?
13 ოქტომბერი 2019 08:23
6
მიუხედავად იმისა, რომ სულ რამოდენიმე წუთი მიეცა სათანაშოდ, მომეწონა ელგუჯა ლობჟანიძე, რომელმაც არაფერი დაუთმო ტანმაღალ და ათლეტურ ირლანდიელ მცველებს, ლობჟანიძესაც ტიპური მძიმე ფორვარდის აღნაგობა აქვს, ჩემი აზრით კარგ ფეხბურთს ითამაშებს ეგ ბიჭი, წარმატებების მას და საქართველოს ნაკრებს.
Guria
13 ოქტომბერი 2019 02:40
0

მეტი არაა ჩემი მტერი თქვენ ფეხბურთელები იყოთ, ისე იბრალებთ, როგორც ჩვენ გულშემატკივრობას, ორივე რიონს ვართ გასაყოლებელი.
კ ო მ ბ ლ ე
13 ოქტომბერი 2019 02:04
24
ხშირად არის ხოლმე შედარებები საქართველოს ნაკრების ისეთ ნაკრებებთან რომლებსაც არ ჰყავთ მაღალი დონის შემსრულებლები და ტოპ კლუბებში ფეხბურთელები მაგრამ აჰწევენ შედეგს კი არსებობენ ასეთი ნაკრებები,მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი შეიძლება ნაკრები არ იყოს ტოპ ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მაგრამ იყოს ფიზიკურად ძლიერი მაგ.ისლანდია სადაც 185 ნაკლები არცერთი არაა სიმაღლეში ძალიან ძლიერი გუნდია ფიზიკურად იგივე კოსტარიკა და სხვა ნაკრებები,ხოლო საქართველოს ნაკრები არც ფიზიკურადაა ძლიერი და არც მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და უკვე ისეთი სიტუაცია გვაქვს რომ 18-19 წლის ბიჭებისგან ვითხოვთ განსაკუთრებულად მაღალი დონის თამაშს რომლებსაც ჯერ ფეხბურთის თამაში ნორმალურადაც კი არ დაუწყიათ ელემენტარული საბაზო კლუბიც კი არ გვყავს ქვეყანაში სადაც შეიძლება რომ ფეხბურთელი გაიზარდო ჩამოყალიბდეს და წავიდეს მერე კარგ ჩემპიონატში ასეთი კლუბი უკვე ყველა ქვეყანას აქვს როგორც მაღალი დონის ნაკრებებს ასევე საშუალო დონის ნაკრებებს და შიდა ჩემპიონატი საერთოდ რა დონეზეაა სომხური კლუბებიც კი გვიგებენ უკვე ისეთი დრო დადგა ლუქსემბურგს და გიბრალტარსაც კი გაჰყავს გუნდები ევროპა ლიგაზე და ჩვენ 1 ხელ მოვახერხეთ სულ გასვლა 10 წლის წინ და იქაც ყველა თამაში წავაგეთ ჯგუფში და იმის მერე პლეიფოს იქით ვეღარ მივდივართ და რეალურები ვიყოთ ნუ გავაკრიტიკებთ უსაფუძვლოდ მწვრთნელს ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია მაგრამ ყოვლად გაუგებარი ამბიციები პირიქით დამღუპველი.
Giorgi
13 ოქტომბერი 2019 01:44
4
ბოლო ორი თამაში აშკარად აქტივში აქვს ჩასაწერი ვაისსსაც და ნაკრებს. კანკავას დღემდე არ დაუკარგავს კლასი და სასიხარულოა. დაცვა დამაჯერებელი იყო. ნახევარდაცვას კარგად აჰქონდა ბურთი, ქვილითაია შესანიშნავად თამაშობდა ორთაბრძოლებში და... მერე იწყებოდა რაღაც გაუგებარი. ბოლო კი არა, ბოლოსწინა პასის კულტურაც კი არ გვაქვს, კაცი ერთი ერთზე გარბის და უკან უკეთებენ პასს, უაზრო ჩაწოდებები 2 თავით მაღალ მოწინააღმდეგესთან, ძალიან კარგად გახსნილი მოთამაშეების იგნორი… თავდამსხმელი დასარტყმელზე უნდა გაიყვანო, თორემ აგუერო და სუარესი ჩვენ არ გვყავს. ამ ბოლო პასს რომ ვერ აკეთებ, ათრიე ეს ბურთი რამდენიც გინდა და იძახე, არველაძე გვაკლია წინო...
Lasha
13 ოქტომბერი 2019 00:55
3
ირლანდია არ არის ძლიერი გუნდი.სამწუხაროა რომ ჯანო, ოქრი, ყაზა ადრე დაბერდნენ ფეხბურთისთვის. ერთი ჭკვიანი მწვრთნელი სანთლით საძებარია, ტაქტიკაზე არ ვამბობ , უბრალოდ საჭირო მოთამაშეების დაყენება ძირითადში და დროული ცვლილებები. აბა როგორ გაიტან გოლს თუ ნახევარდაცვაში სამი კაცის მქკ დაახლ.20 პროცენტია. ქვილითაია ამათ აძლევს პასებს, იმის მაგივრად იქეთ მოამარაგონ.ამ სამ ფეხბურთელს მე მაგალითად გამოვიყვანდი შეცვლაზე ბოლო 15 წუთი. დასკვნა, მწვრთნელი გვინდა უფრო ჭკვიანი კაცი.ისე ჩვენები 20-21 წლამდე კარგები არიან,მარა მერე ვერ ვითარდებიან, როცა საკუთარი თავისადმი მეტი მოთხოვნაა საჭირო
თამაზი
13 ოქტომბერი 2019 00:47
6
ყაზაიშვილი არის ყველაზე ღორი მოთამაშე.. პასის კულტურა არ გააჩნია
ბაჩო
12 ოქტომბერი 2019 23:49
8
ოქრიაშვილი თავს არასდროს ზოგავს ნაკრებში თამაშისას, მაგრამ ძველი ოქრისგან ჩრდილიც აღარ არის დარჩენილი ყველა ვხედავთ... ანანიძე უთამაშებელია და თავდაჯერება აღარ აქვს... შესაბამისად შენგელია და საბა ლობჟანიძე შეიძლებოდა თავიდანვე დაეყენებინა.
P.S. დაცვის და ნახევარდაცვის ურთიერთშეთანხმებული თამაში მომეწონა.
Qartveli888
12 ოქტომბერი 2019 23:41
1
პროგრესი არის,ფიზიკაც მომატებული, ტექნიკურად ირლანდია დაჩაქრეს, მაგრამ ც ე ც ხ ლ ი არ არის, ც ე ც ხ ლ ი (?!)- გოლის გადატანის დაუცხრომელი მისწრაფება, საჭირო აგრესია, გამარჯვების შემართება, როცა დაცვაზე ფიქრობ,გოლის არ გაშვებზე , ვერასოდეს მოიგებ - საჭიროა აგრესია, შეტევა, სისრაფეზე ორიენტირება და ბოლომდე თამაში ...პოტენცია არის, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ვლინდება (!) არადა ა რ ა ფ ე რ ი გუნდი ა რ არის ირლანდია, მასზე სწრაფ გუნდებს ასე თამაშით, უკან პასებით - ვ ე რ ა ს ო დ ე ს მოვუგებთ თუნდაც შვეიცარიასთანა გუნდებთან, ე.ი. ვერასოდეს გავალთ ფინალურ ეტაპებზე (!) - უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი!
გლახუნა
12 ოქტომბერი 2019 23:30
2
ამ ბოლო ხანებში,საკმაოდ ხშირად გეთანხმები,გლახუნა.გუნდი გოლზე არ არის დაგეშილი,მუდამ უკან იყურებიან და მწვავე პასის ნაცვლად,ნაღდ პასს აკეთებენ.რისკის გარეშე კი გოლის გატანა,თითქმის შეუძლებელია.
სოსო
14 ოქტომბერი 2019 22:15
0
რაც შეეძლოთ ითამაშეს ბიჭებმა და მე დავინახე ის რომ თუ ერთა ლიგიდან ფინალურ ეტაპზე გავედით არავის დავაჩაგვრინებთ ჯგუფში თავს,მით უმეტეს რომ იმ დროისთვის ორი რამ უნდა მოხდეს.ჩაკვეტაძე დაბრუნდება და არაბიძე იქნება სასტავში.არაბიძის დამატებას გიბრალტართანაც ველოდები,ეგებ უთხრას ვინმემ ვაისს რომ ჯანოს ოქრის და ვაკოს ფორმის გათვალისწინებით და პერსპექტივაშიც ეს ბიჭი აუცილებელია.კიტეიშვილს ცალკე ტაში ჩემგან ემჩნევა რომ ქუჩაში თამაშობდა ფეხბურთს და საერთოდ ფიფას და სონის ტამაშით ბურთს ვერ მოირგებ, ეზოდან არ ამოდიოდნენ ჩემი თაობის ფეხბურთელები (70 ანებში დაბადებული) იმიტომ გვყავდა გიო შოთი ჯამარა ნემსა კობი კალა და მსოფლიოს კიჭა ზიზუ ტოტი რივალდო დელ პიერო. ორი საათი ბაზაზე ყოფნა არ ყოფნის,ბურთით უნდა გეძინოთ
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
12 ოქტომბერი 2019 22:51
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული