12 ოქტომბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მე-6 ტურში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.
ირლანდიასთნ 10 მოუგებელი მატჩის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემტევი შემადგენლობა დააყენა.
სტუმრებს დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ საბედნიეროდ ძელმა გვიხსნა. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა და პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შექმნა, როდესაც ქვილითაიამ პასი ანანიძეს გაუკეთა, მისი დარტყმული ბურთი კი მიზანს ასცდა.
"ჯვაროსნები" ბევრს უტევდა, ირლანდიას კი ზონები სიმედოდ ჰქონდა გადაკეტილი და კონტრიერიშებით გვპასუხობდა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და 65-ე წუთზე შანსი ანანიძეს მიეცა, რომელიც საჯარიმოსკენ გაიჭრა, თუმცა სისწრაფე არ ეყო და წააქციეს. საჯარიმო თავად ჯანომ შეასრულა - არაზუსტად.
შეცვლაზე შესული ლობჯანიძე 84-ე წუთზე ერთ მცველს გასცდა, კარის წინ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა არ დააცალეს. სტუმრებს შეტევებში თითქის არაფერი გამოსდიოდათ, მხოლოდ ერთი ნახევრადმომენტი კონოლის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ირლანდია 0:0
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (აბურჯანია 89), ოქრიაშვილი (ლობჯანიძე 77), ანანიძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია (შენგელია 73)
ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, დაფი, ეგანი, უილანი, დოერტი, მაკლინი, რობინსონი (ბრაუნი 73), ჰენდრიკი, ჰურიჰანი (უილიამსი 90+3), კოლინზი (კონოლი 77)
ვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება
ირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ
blick: საქართველოს ნაკრების საჩუქარი შვეიცარიას
dailymail: ლორია მაყურებელი იყო - წარმოსახვის უუნარო ირლანდიელები თბილისში ჩიხში შევიდნენ
irishmirror.ie-ს შეფასებები: მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანანიძე იყო - ირლანდიელები ქშინავდნენ
ამ დროს, სომხეთი და აზერბაიჯანი ყელას უტანენ, გინდა გრანდებს და გინდა საშუალო ეშელონის ნაკრებებს.
180 წუთში კარში დარტყმა 1 , რავი ამ ფორმაციის ირლანდიასთან შეტევაში ასეთი იმპოტენტი რომ იქნები რა განვითარებაზე და საშუალო ევროპული დონემდე მიღწევაზეა ლაპარაკი რავი თუ ამ ბოლო ნაწვალებ ნოლით ნოლებში ვინმემ რამე წინ გადადგმულ ნაბიჯი დაინახა რავი მაგარი ოპტიმისტური ფანტაზიის უნარი ქონია იმას, ეს ვაისი კიდევ გარტყმაში არარის დინამიკაში მოქმედების კოეფიციენტი ალბათ ნოლი % აქ ვერაფერს ვერ ცვლის მრჩება შთაბეჭდილება ვაის სხვაგანაა და თამაში სხვაგან, ოქრიაშვილმა 60 წუთის მერე ზავი დადო ფიზიკურად დავარდა ტიპი და სანამ თვითონ არ წაიქცა რომ იძულებითთ შეეცვალათ მწვრთნელი იმასაც ვერ მიხვდა რა უნდა ექნა, რავი პროგრესი არ იგრძნობა არანაირად კარში ვერ ვურტყამთ რაც უმთავრესია გოლის გასატანად სისწრაფე "ხალასტოის" ფაზაში გვაქ ისევ ისე, ვერ ვუჩქარებთ შეტევის დროს სამი გადამბული პასი გამოგვდის მხოლოდ ჩვენ ნახევარზე ,რავი აღარ გავაგრძელებ ამდენ კრიტიკას და მომავალს დაველოდოთ ახალგაზრდა თაობით მიზანმიმართულ ჩანაცვლებაში ვხედავ გამოსავალს, ამ გაცვეთილი გვარების მქონე ვეტერანების ადგილი ვფიქრობ აღარარის ნაკრებში ანანიძე იგივე ოქრიაშვილი , კაშია , კანკავა, გრიგალავა, ითამაშეს უკვე მათ რაც სათამაშებელი ქონდათ და რესურსიც ამოწურეს უკვე კარგა ხანია სანაკრებო დონეზე და დროა მათი ადგილზე ახალი სახეები ვიხილოთ მითუმეტეს გვყავს მათ პოზიციაზე გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელები რომლების სრულფასოვანი გამოყენება დროა დაიწყოს ეროვნულმა ნაკრებმა უკვე,თორემ ეს ის ნაკრებს ნამდვილად არ ჰგავს რომელსაც შეუძლია გაზაფხულზე მერცხალი მოგვიყვანოს