dailymail: ლორია მაყურებელი იყო - წარმოსახვის უუნარო ირლანდიელები თბილისში ჩიხში შევიდნენ

AutoSharing Option
"დეილი მეილის" კორესპონდენტი კრეიგ ჰოუპი თბილისში საქართველოსა და ირლანდიის მატჩზე იმყოფებოდა და თამაშის მიმოხილვა გამოაქვეყნა.

წარმოსახვის უუნარო მაკარტის ბიჭები თბილისში ჩიხში შევიდნენ, მაგრამ მაინც სატურნირო ცხრილის სათავეში არიან
ირლანდიელებმა თბილისში საქართველოს ნაკრების კარს გასაღები ვერ მოუძებნეს, რადგან მეტოქის შეუპოვრობამ პირველ ტაიმში თამაშის რიტმი ვერ აპოვნინა. სიტუაცია მეორე ტაიმშიც არ შეიცვალა. 79-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა დებიუტანტმა აარონ კონოლიმ.

მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიელები ცეკვის ლორდ მაიკლ ფლეტლის შეადარა. ეს რა თქმა უნდა, მაკარტის ფეხბურთელთა ფეხის მოძრაობებს არ
შეეხებოდა და მით უმეტეს ამ უსულო ფრედ დასრულებულ შეხვედრაში.

ეს მაკარტის გუნდის ყველაზე ცუდი თამაში იყო და მისი წინამორბედის, მარტინ ო'ნილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ბოლო მატჩებს მოგვაგონებდა, რომელსაც აკლდა ენერგია და წარმოსახვითი უნარი. ყოველ შემთხვევაში, ფლეტლის ცეკვის ცეცხლოვანება ირლანდიელთა თამაშში ნამდვილად არ შეინიშნებოდა.

მაკარტიმ 19 წლის კონოლი მხოლოდ 77-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და მეტოქის მცველები ანერვიულა. მის მოთელვას მეორე ტაიმში იმედის თვალით უყურებდნენ სტადიონზე შეკრებილი თანამემმულე გულშემატკივრები. 79-ე წუთზე კონოლის ბურთი ლორიამ აუღო, რომელიც იქამდე მაყურებელივით იდგა კარში.

ვაღიაროთ, ირლანდია გამარჯვებას არ იმსახურებდა და ევროპირველობაზე პირდაპირ გასასვლელად დარჩენილი ორი მატჩიდან ერთ-ერთი უნდა მოიგოს.

ამინდი ხელს არ უწყობდა ფეხბურთის ესთეტიკას, უზარმაზარი სტადიონის თაღზე ქარი ქროდა, მოედანზე კი ირლანდია - ვერა.

საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა სიტუაციას და 0:0.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ესენი ხო იმსახურებდნენ რას ამბობ,კარებში დარტყმული ბურთი 15 20 მეტრიდან არავის რომ არ შეეხება საერთოდ და აუტზე გადავა ამას მოხერხება უნდა,ერთხელ საქართველოს ჩემპიონატზე მაქვს ნანახი და ახლა ხო დახატა გვარს არ დავასახელებ, დიქტორემაც მიაქციეს ყურადღება, ეს არი რეალურად ჩვენი ნაკრების მაქსიმუმი, ღმერთმა თუ არ გაგვწირა ფრეებს ვთამაშობთ, მერე შეიძლება მოგებაც გამოურიოთ, ღმერთმა ქნას!!!!
ზაზა
05:43 13-10-2019
7
ვაღიაროთ, ირლანდია გამარჯვებას არ იმსახურებდა და ევროპირველობაზე პირდაპირ გასასვლელად დარჩენილი ორი მატჩიდან ერთ-ერთი უნდა მოიგოს.
ასე ლაკონურად და ობიექტურად როდისაც ვისწავლით მოვლენების შეფასებას ყველაფერში წინ წავალთ
1

სიახლეები პოპულარული