შვეიცარიულმა blick-მა ევროპირველობის D ჯგუფში, სადაც მათი ნაკრები ასპარეზობს, საქართველოსა და ირლანდიის უგოლოდ დასრულებულ მატჩს მიმოხილვა მიუძღვნა.
რა ახარებს შვეიცარიის ნაკრებს - საქართველოს ნაკრების საჩუქარი
ირლანდიამ თბილისში ქულები დატოვა!
დანიის შემდეგ კავკასიაში "მწვანე ბიჭებმაც" ვერ იმარჯვეს - ისევ 0:0 საქართველოსთან.
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გუნდებმა მაყურებელს ლამაზი ფეხბურთი ვერ შესთავაზეს. მართალია, მასპინძლები ბურთს უფრო ხშირად ფლობდნენ, მაგრამ ირლანდიელები თავს ისევე კარგად იცავდნენ, როგორც ჩვენს ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში (1:1).
შეტევების წარმატებულად დაგვირგვინება ქართველებმა ვერ მოახერხეს. თამაშის ერთი საათის თავზე "ლუცერნის" მცველ ოთარ
კაკაბაძის გარღვევას შედეგი არ მოჰყვა და საბოლოოდ ტაბლოზე ლოგიკური 0:0 დაფიქსირდა.
ეს შვეიცარიას ხელს აძლევს, თუმცა ირლანდია კვლავ ჯგუფის ლიდერია და დანიის დარად 4 ქულით გვისწრებს.
თუმცა, ბოლო 2 მატჩში მაკარტის გუნდი ფავორიტებს, დანიასა და შვეიცარიას უნდა შეხვდეს.