გურამ კაშია: ირლანდიასთან თამაშის შემდეგ საუბარი ნეგატივით არ უნდა დავიწყოთ, ჩვენ უკეთესები ვიყავით

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ირლანდიის ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა. 

"არა მგონია ამ შეხვედრის შემდეგ საუბარი მაინცა და მაინც პრობლემაზე ყურადღების გამახვილებით უნდა დავიწყოთ. წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის და არა მგონია ნეგატიური განწყობა დაგვეხმაროს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა დადებით განწყობაზე დარჩეს, რათა მიზანის ერთად მივაღწიოთ. 

მატჩი არ წაგვიგია, საკმაოდ ღირსეული თამაში ვანახეთ. მართალია ბევრი მომენტი ვერ შევქმენით, თუმცა, მთლიანობაში თამაშს ვაკონტროლებდით. შეხვედრაში უკეთესი მხარე ჩვენ ვიყავით, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ და
ამიტომაც ვერ მოვიგეთ.

ბოლო ორ შეხვედრას თუ ავიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ. გუნდურად სოლიდურად ვიცავთ თავს და ეს მართლაც პოზიტიურია. შეგვეძლო ირლანდიის დამარცხება, გვყავს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, რომლებსაც მიმენტების შექმნა თავად შეუძლიათ, თუმცა დღეს ეს არ გამოვიდა.

ვთვლი, მოედანზე საუკეთესო 11 მოთამაშე იყო. ტრავმირებულები არ გვყავდა და დღევანდელი სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, ყველაზე კარგებმა ითამაშეს.

თამაშის წინათ და მიმდინარეობისას მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდით, არ ყოფილა მომენტი, როცა შეიძლებოდა დაგვეშვა რომ მატჩს წავაგებდით. ვეცადეთ მაღალი პრესინგის თამაში, რაც ვთვლი, რომ ძირითადად გამოგვივიდა კიდეც. თუმცა, ჩვენს თამაშში ერთადერთი ნეგატივი მომენტების ნაკლებობა იყო, გუნდური მოქმედებებით უფრო მეტი მომენტი უნდა შევქმნათ."

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

altირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ


მკითხველის კომენტარები / 14 /
ესენი რომ თამაშობენ ეგრე მეც ვითამაშებ წამოვწები მინდორზრე დაშემცვლის აბა რას იზამს სხვა რაგზა ექნება. ისე ეგ კარგი მიგნებაა სხვანაირად ეგ შეცვლებს არ აკეთებს.რაც მართალია გრიგალავამ მართლა მაგრად ითამაშა კაშიას მაგივრადაც თამაშობდა
გრიგოლ1408
00:23 14-10-2019
1
ეხლა ნახეთ,გიბრალტარს თუ მოუგეს,დაიწყებენ აი სწორ გზაზე ვდგავართ და ა.შ.ის კი ავიწყდებათ ბოლო 180წთ.განმავლობაში 2ჯერ წაართვას კარში და არცერთხელ 100%საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ.დაწყდნენ ფეხბურთელები და ტიპიმე80წთ.აკეთებს შეცვლას.ყველა ხედავდა რომ ჯანო და ქორი ვეღარ დადიოდნენ,ეს კი მაინც არ ცვლიდა
კახა ქ.
18:34 13-10-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული