ირლანდიის ნაკრების კაპიტანმა და "ევრტონის" მცველმა სიმუს კოულმენმა საქართველოს ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"შემდეგ შეხვედრაში ტოპ გუნდს (შვეიცარიას) ვეთამაშებით და თუ გამარჯვების მოპოვება გვინდა, უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ეს საქართველოსთან მატჩში გავაკეთეთ. შეუძლებელია მოედანზე ფრეს სათამაშოდ გახვიდე, ჩვენ გამარჯვებისთვის ვთამაშობთ და გამონაკლისი არც შვეიცარიაში გასამართი თამაში იქნება.
საქართველოში წამოსვლის წინ ვიცოდით, რომ ძალიან რთული თამაში გველოდა. უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში ძალიან მოუმატეს, უკეთესები გახდნენ და ამის გამო დიდ პატივისცემას იმსახურებენ.
საშინაო კედლებში ძალიან აგრესიულად მოთამაშე
საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თავი კარგად დავიცავით. ქართველებს ბევრი შანსი არ ჰქონიათ, ჩვენს მეკარეს კარის გადარჩენა ბევრჯერ არ მოუწია. თუმცა, ამის პარალელურად მოწინააღმდეგის ნახევარზე ფანტაზიით არ ჩვენ გამოვირჩეოდით. ბევრი ვერაფერი შევქმენით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კარის მშრალად შენახვა იყო და ეს მოვახერხეთ კიდეც."
15 ოქტომბერს ირლანდიის ნაკრები გასვლაზე შვეიცარიას დაუპირისპირდება. ამ დროისთვის, ჯგუფს დანია და ირლანდია ლიდერობენ 12-12 ქულით. შვეიცარიას კი 8 ქულა აქვს.