საქართველოს ნაკრები გიბრალტარში ოქრიაშვილის, კაშიას, ლობჟანიძის და გვილიას გარეშე ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩის ჩასატარებლად 13 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩარტერული რეისით გაემგზავრა, შემდეგ კი გუნდმა გიბრალტარში გადაინაცვლა. გიბრალტარში ჩვენი გუნდი 19 ფეხბურთელით იმყოფება.

ირლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა, თბილისში გამართულ ბოლო ვარჯიშზე კი საბა ლობჟანიძე დაშავდა. გურამ კაშიამ გიბრალტარში გამგზავრება ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა. ასევე ტრავმის გამო მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვაკო გვილია.

გიბრალტარისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 15 ოქტომბერს, თბილისის დროით
22:45-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების 19-კაციანი შემადგენლობა გიბრალტარის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ოქტომბერს, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს.

altკონორ ჰურიჰანი: თითქოს, ქართველები საათში 100 მილი სიჩქარით დარბოდნენ, ბურთს გვართმევდნენ

altგურამ კაშია: ირლანდიასთან თამაშის შემდეგ საუბარი ნეგატივით არ უნდა დავიწყოთ, ჩვენ უკეთესები ვიყავით

altვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]


მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 30 /
ესენი რაღაცა სამარცხვინოს გვიპირებენ მგონი
ბათუმის ფანი
14 ოქტომბერი 2019 21:19
5
გვილიას მაინც არ უთამაშია ირლანდიასთან ოქრო ფორმაში არაა მცველები კი გვყავს კაშიას გარეშეც გავალთ. იმედია ძირითადში დაყენებს ხარიაშვილს და შენგელიას.
გოგა
14 ოქტომბერი 2019 20:35
2
გიბლარტართან მაინც ეთამაშებინა ზარანდია და არაბიძე, ხომ ხედავს ოქრიაშვილი ერთ ტაიმზე მეტს ვერ თამაშობს. ვნახავდით რა შეუძლიათ, ზარანდია ბელგიის ჩემპიონატში პასტაიანათ თამაშობს, ინდივიდუალისტია რაც აკლია ჩვენს ნაკრებს.
s.s.
14 ოქტომბერი 2019 18:55
1
ჩეჩელაშვილი და მელაძეს რატომ არ ათამაშებთ???
ჩეჩელაშვილი სამიდან გაგორებიდან, ორ დუშაშს სვავს, მელაძე უფრო მაგარი ყოფილა, ამბობენ ჭიქიდან აგორებს მარა, ერთ ზარს ყოველთვის იჭერსო და ესეთ სპეცების იგონირება შეიძლება???
ათამაშეთ რააა! თან ვარი ფეშინა იციანო, ისე აგორებენო რო მტრისას ტოო!!!
კ ო მ ბ ლ ე
14 ოქტომბერი 2019 18:31
7
ჩეჩელაშვილს ტრავმა აქვს და მელაძეს კლუბი არ უშვებს
ნაცარქექია
14 ოქტომბერი 2019 19:41
1
წაგება იქნება ყველაზე კარგი შედეგი საქართველის მომოვალი ფეღბურთისთვის!
ზვიადი
14 ოქტომბერი 2019 17:36
12
სიდნის თუ არ კითხეს ისე შემადგენლობას ვერ აყენებენ და ეგრე რა შედეგი უნდა დადონ.
ddgfdf
14 ოქტომბერი 2019 16:28
4
არაბიძისთვის, კვარაცხელიათვის და დავითაშვილისთვის ჯერ ეროვნული ნაკრები ადრეა 1-2 წელიწადში შეიძლება, რომ ენდოს მწვრთნელი ჯერ არ არიან იმ დონეზე რა დონეზეც საჭიროა იყვნენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ხარაიშვილი არ არის იმ დონის ფეხბურთელი და არც იმ დონის ჩემპიონატში თამაშობს რა დონეც საჭიროა თუ გადავა უკეთეს ჩემპიონატში და კლუბში მაშინ შეიძლება გამოიძახონ შვედეთის ჩემპიონატი არის საქართველოს ჩემპიონატის დონის უბრალოდ იქ ხალხი დადის სტადიონებზე ზარანდია ნამდვილად ღირსია ნაკრებში რომ მიეცეს შანსი კარგ ჩემპიონატში თამაშობს ნორმალურ გუნდში და აქ პრაქტიკა შეუძლია კაცის მოტყუება თამაშის გამწვავება შეტევაში აქვს პოტენციალი და კიდევ არის 1-2 ფეხბურთელი ლაშა პარუნაშვილი ჩამშლელი დანის ჩემპიონატის ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და კიდევ საჭიროა უცხოეთში მოთამაშე ქართველების ასევთქვათ გადმობირება რომ მოვიდნენ ეროვნულ ნაკრებში არის რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი გერმანიაში რუსეთში რომლებსაც აქვთ პოტენციალი.
Giorgi
14 ოქტომბერი 2019 16:10
11
არაბიძე არაა ნაკრების დონე? და ვისაც ვაისი იძახებს ყველა დონეა?
მე ისიც მახსოვს მგონი მოლდოვასთან ვთამაშობდით როცა მთელი საქართველო არაბიძის იმედად იყო დარჩენილი თუ არ ოყო ე
მასე,? ჯარიმით მოგვიფო ირლანდია მხოლოდ და 3 ქულა ჩაიწერა. არაბიძის ჯარიმა კი პენალტის ტოლფასია. და არა მარტო ჯარიმებშია მაგარი გიო.
ჩემი აზრით არაბიძეც და ზარანდიაც უნდა იყვნენ ნაკრებში.
კობა
14 ოქტომბერი 2019 23:27
0
"ა რ ა ბ ი ძ ე ათამაშეთ ა რ ა ბ ი ძ ე !!!!!!!!!!"-ო, რომ ითხოვთ იქნნებ ჩამოყალიბდეთ რამდენ კაცს ითვალისწინებთ შეტევისთვის ერთდროულად? იცით რამდენ ფეხბურთელს წერთ კომენტარებში?

ინებ აირჩიოთ - არაბიძე, ჩაკვეტაძე, ლობჟანიძე, ზარანდია, არველაძე, ხატრაიშვილი, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი. ქვილითაია... არაფერს ვამბობ დავითაშვილ-კვარაცხელიაზე

პლებისციტზე ხომ არ გავიტანოთ ეს საკითხი?
1
14 ოქტომბერი 2019 15:13
13
თითო პოზიციაზე ორი ფეხბურთელი უნდა იყოს გამოძახებული. მარჯვენა შემტევად არაბიძისა და ზარანდიას გამოძახება მინდა, რომელიც უკეთეს ფორმაში იქნება, ის დააყენოს ძირითადში.
ლაშა
14 ოქტომბერი 2019 15:42
5
სანამ ფეხბურთის ფედერაციას ქურდები მართავენ არაფერი გამოვა.ნელნელა იძირება არამარტო ფეხბურთი არამედ სპორტის ყველა სახეობა,რადგან ქვეყანაში გამეფებული კორუფცია და ბიუჯეტის ქურდობა აისახება ყველაზე და ყველაფერზე.
888
14 ოქტომბერი 2019 13:23
23
ბეგო ეტყობა არ უყურებს საქართველოს ნაკრების თამაშებ. ან უყურებს,მაგრამ გირჩის ოფისში მაგარი დაბოლილი.ბოლო 2 თამაში ძალიან მაგრად ითამაშაო.180 წუთი,1 კარში დარტყმა და არცერთი საგოლე მომენტი.ჩემი აზრით ეს ვაიფეხბურთელები არ უნდა ათამაშო იმ სტადიონზე, სადაც ყიფო,ვიტალი,ჭომა,საშა,ვოვა,რამაზი და სხვა ლეგენდები უამრავ სიხარულს ანიჭებდნენ ქართველ და არამარტო ქართველ ხალხს.ბეგოსნაირი ვითომ პატრიოტები იცი ვის მაგონებენ? 2008 წაგებულ ომს მოგებულად რო აცხადებდნენ.დიდება მეომარ ბიჭებს.გთხოვთ არ დაბლოკოთ
ზაზა
14 ოქტომბერი 2019 12:47
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული