ვაკო ყაზაიშვილი: პირველ რიგში, ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი გიბრალტართან ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისთან ერთად წარდგა და მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა.

"გასულ შეხვედრებში დაცვაში კარგად ვმოქმედებდით, მაგრამ შეტევაში აგრესია გვაკლდა. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ და ხვალინდელ შეხვედრაში შექმნილი მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი შეხვედრაა დარჩენილი. ამ გუნდის წინააღმდეგ ერთხელ უკვე ვითამაშეთ და ხვალინდელ მატჩშიც გამარჯვება იქნება მთავარი მიზანი. ჩვენი, თითოეული ფეხბურთელის სურვილია, რომ გულშემატკივრები გავახაროთ და მატჩი სასურველი შედეგით დასრულდეს".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
პირველ რიგში შენ, ანანიძე, ნავალოვსკი და კაკაბაძე ნაკრებში არ უნდა თამაშობდეთ
არდილეს
16 ოქტომბერი 2019 16:23
0
ანანიძე მართლა კატასტროფაა. სული რომ შეუბერო წაიქცევა. რა ფეხბურთი რის ფეხბურთი. გამოწუწნული კამფეტივითაა.
გიორგი
16 ოქტომბერი 2019 17:31
0
ჩემთვის სასურველი შედეგი იქნება როცა ახლები, კიდევ 2ან 3 ფეხბურთელი გამოიცდებოდა და ყველა იმედისმომცემიანად წარმოაჩენენ თავს
ემზარ დუისბურგი
15 ოქტომბერი 2019 21:43
0
სასურველი შედეგი 4-0 იქნება საქართველოს სასარგებლოდ, სხვა არააა. ღმერთი ჩვენსკენ
roma
15 ოქტომბერი 2019 10:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული