საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიბრალტართან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, დღეს პირველი ვარჯიშისთვის ვემზადებით. ადვილი თამაში არ იქნება, რადგან მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩში პირველად ვიქნებით ფავორიტის რანგში. ამასთან ერთად, გიბრალტარის ნაკრებსაც სურს აჩვენოს ხარისხი და გოლი გაიტანოს. ამიტომ არ იქნება იოლი თამაში. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიმოძრავებთ მოედანზე და როგორ ვიქნებით ტაქტიკურად მომზადებულნი კონკრეტულად ხვალინდელი მატჩისთვის.
შეტევაში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე გასულ შეხვედრებში. დანიისა და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ ხვალ
გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ".
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარში ივარჯიშა - ვაისი გოლს და 3 ქულას გეგმავს [VIDEO]