საქართველოს ნაკრები სირცხვილს გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი ძლივს  დაამარცხა - 3:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვაისმა ჯგუფის აუტსაიდერთან შემტევი შემადგენლობა დააყენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა შენგელიასა და ხარაიშვილს მისცა.

მისცა და გამოიყენეს კიდეც - დებიუტში შენგელიას ჩინებული პასით ანგარიში ხარაიშვილმა გახსნა. ცოტა ხანში ხარაიშვილს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავურით ბურთი კარს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა კანკავამ, რომლის 35 მეტრიდან დარტყმულ ბურთს მასპინძელთა მეკარე ვერ შესწვდა.

"ჯვაროსნებმა" შეტევები გააგრძელა და 37-ე წუთზე ლობჯანიძეს გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა ეტყობა საქმე მოთავებულად ჩათვალა, მოეშვა და გიბრალტარს 5 მომენტი ჰქონდა - ჯერ ლორიამ უოლკერის დარტყმული მოიგერია, შემდეგ დე ბარი მცველებსაც გასცდა და მეკარესაც და მახვილი კუთხიდან ააცილა ბურთი მიზანს; მერე კი 38 წლის კასციარომ, რომელიც პოლიციაში მსახურობს, დალაშქრა ლორიას კარი.

ცნობისათვის, გიბრალტარს აქამდე 7 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, რომელსაც სერგენტი ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.

72-ე წუთზე ლორიამ უოკერის შორიდან დარტყმული ბურთი ცხრიანიდან გამოაძრო, 74-ე წუთზე კი რ. ჩიპოლინამ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში კიტეიშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, ბრიტომ საკუთარ საჯარიმოში კაკაბაძე წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ბოლოს ქვილითიამ სირცხვილს გადაგვარჩინა.

ეს ვაისის "ეპოქაში", ალბათ, საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტად ჩატარებული მატჩი იყო.

გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - საქართველო 2:3
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (20), 2:1 კასციარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)

გიბრალტარი: გოდვილი, ჯ. ჩიპოლინა (ბარნეტი 82), სერგენტი, კასციარო, ბადრი (ერნანდესი 81), უოლკერი (პონსი 90), ოლივერო, რ. ჩიპოლინა, მოუელჰი, დე ბარი, ბრიტო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია 90+5), კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, შენგელია, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 61), ლობჯანიძე (ქვილითაია 68)

მკითხველის კომენტარები / 101 /
ფედერაციას და სამწვრთნელო შტაბს მინდა მივმართ ხომ არ დაგეწყოთ პოლიციელების და ფოსტალიონების შემოწმება,ახალი ტალანტების აღმოსაჩენად?!
niko
16 ოქტომბერი 2019 10:06
1
საერტოდ დაიკიდენ , დადიან მინდორზე სამაგიეროდ ,დაკრიან ასიატასიანი მანკანებიტ ...იმის მეატედ გულს რომ დებდენ ტამასში ცვენი ვიტომ , ვარსკლავები რაც გუსშინ ფოსტალიონებმა და მეტევზეებმა დადეს იამაყებდა კარტველი ხალხი. მიდიტ ბიცებო იგულავეტ მინდორზეც და ბარებსშიც , ცააგებტ არაუსშავს მაინც ვაის ბრალდება...
Kote
16 ოქტომბერი 2019 10:06
4
სანამ ჩვენ არ შევიგნებთ, რომ ფეხბურთში ჯერ ტვინია და მერეა სირბილი, ასე ვიქნებით. გიბრალტარს სეირნობითაც უნდა მოუგო, პახმელიაზე მყოფმაც და კაცნაკლულმაც, როგორც გერმანიამ ესტონეთს.
რაც შეეხება ვაისს, საქმე ისაა, რომ იგია პასუხისმგებელი ყველაფერზე, ამ მოსიარულე ბიჭებსაც ის იწვევს ნაკრებში და არა სხვა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ გიბრალტარს ერთი თავდამსხმელით ეთამაშება და საერთოდ რომელ სეირნობაზეა საუბარი?
goga
16 ოქტომბერი 2019 11:25
0
რა გიკვირთ,დღეს სულ ეს არის საქართველოს ნაკრები ან უნდა ითამაშოს ანტიფეხბურთი და გოლი არ გაუშვას ანდა მეტნაკლებათ ითამაშოს პირველ ნომრად გიბრარტარის დონის ნაკრებთან და..... სულ ეს არის!ისე მაინტერესებს რისი იმედი გაქვთ ოპტიმისტებს ბელარუსთან და კოსოვოსთან,ვინც უყურა ინგლისი-კოსოვო და ბელარუსი -ნიდერლანდები მათი ობიექტური აზრია საინტერესო.
COBRA
16 ოქტომბერი 2019 10:01
2
გიბლარტარი უსუსტესი გუნდია,ჩვენებზე არაფერს არ ვიტყვი.
ნიანია ბაკურიანი
16 ოქტომბერი 2019 09:59
1
გამარჯვებულებს არ ასამართლებენო,გამარჯვებას გილოცავთ და გადარჩენასაც!
aka
16 ოქტომბერი 2019 09:57
2
ჯერ მარტო ისაა სირცხვილი, თამაშის მეორე ნახევარში 38 წლის მოყვარული სირბილში რომ ასწრებს თავის ოპონენტს. დაიკიდესო რომ წერთ, ეგ უფრო სირცხვილი არ არის? ფიზიკურად მთელ თამაშს ამათთანაც ვერ ვძლებთ, რა დაკიდებაზე ვლაპარაკობთ..
: )))))))
16 ოქტომბერი 2019 09:51
1
პროფესიონალიზმი და მონდომება აკლიათ, ის ვინც ნიჭით ვერ გამოირჩევა მონდომებით აღწევს, არ ეშველება ჩვენ ფეხბურთს არაფერი
ოკ
16 ოქტომბერი 2019 09:44
3
ქვილითაიამ და ლორიამ გადაგვარჩინეს, ვაისის ხელში რონალდუ რომ იყოს ისიც ქინძი გახდება!
სააკაძე
16 ოქტომბერი 2019 09:41
3
საქართველოს ნაკრების თამაშს ძილის წინ არ უნდა უყურო!!
ირაკლი
16 ოქტომბერი 2019 09:23
1
მაგრად გატეხა მაგრამ არაუშავს, ხდება ხოლმე. მე მაინც მჯერა ჩვენი ნაკრების კარგი მომავლის! შემდეგ შესარჩევში უკეთესი შედეგი გვექნება. იმედია წილისყრაშიც ცოტა გაგვიმართლებს. გაუმარჯოს საქართველოს!
შოთა
16 ოქტომბერი 2019 09:23
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული